შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-26 - უთარიღო


500 ან 600 სტრიქონი.
ფანტასტიური, უცნაური და არა ქვეყნიური, საშინელი და შეუძლებელი.
ობრი ბერდსლეი

ქარი ეфემერა
თქვენი ადამიანი – არის უკანასკნელი ეფემერათაგანი.
გაცოცხლებული არაორგანიული მატერიით.
ქმნილება ტემპერატურის, დამოკიდებული ტერმომეტრს.

იქ გამოიხატება ადამიანი და უკანასკნელ საზღვართა სულიერი ძებნა, გამოზომვა სივცეთა უფსკრულების უშორეს მზეებისა და ცისარტყელები სპეკტრის საფუძველზე. ეს იყო უგონო ორგია გამოგონებისა, ორგია, რომელიც გრგვინავდა მომაკვდავი ადამიანის ტვინში, რომელიც იკავებდა ქვითინს და ცხოვრობდა თავისი შფოთიანად მცემარე, მაგრამ მომაკვდავი გულით. უდიდებულეს რითმებში ისმოდა პლანეტათა შეჯახება, ომები ვარსკვლავეთის რაზმისა, გაცივებული მზეები ერთმანეთს მივარდებიან, უეცრად იელვებენ ბნელ სიცალიერეში ცეცხლის ღრუბლები, და ამ ქაოსის შიგნით, განუწყვეტლად გაისმის ნელი და ნაზი, როგორც ვერცხლის ზარის ხმა, სუსტი და საცოდავი ხმა ადამიანისა, როგორც უმნიშვნელო კვნესა მთელ ამ პლანეტების [კვნესაში] კივილში და ქვეყანათა მსხვრევის გრიალში. ეს ხმა ისმის როგორც სამგლოვიარო მარში, კოღოს მიერ შესრულებული სპილოების ღრიანცელში და დაჭრილი ლომების ღრიალში.
ეს ჭეშმარიტებაა გადარევამდე მისული, ეს გენიაა.
ესაა მისი გედის სიმღერა.

*
1. უკანასკნელი საზღვარი... 2. გაზომვა სივრცეთა უფსკრულების. 3. უშორესი მზეების და ცისარტყ. სპეკტრი. 4. უგონო ორგია გამოგონებისა. 5. ორგია მომაკვდავი ადამიანის ტვინში. 6. ორგია იკავებს ქვითინს. 7. ცხოვრება შფოთიანი, მაგრამ მომაკვდავი გულით. 8. პლანეტათა შეჯახება. 9. ომები ვარსკვლავეთის რაზმებისა. 10. გაცივებული მზეების შეჯახება. 11. ელვა ცეცხლის ღრუბლებისა. 12. ქაოსის შიგნით.

1. ვერცხლის ზარის ხმა. 2. ადამიანის ხმა. 3. უმნიშვნელო კვნესა პლანეტების კივილში. 4. უმნიშვნელო კვნესა ქვეყანათა მსხვრევის გრიალში. 5. სამგლოვიარო მარში შესრულებული კოღოს მიერ. 6. სპილოების და ლომების ღრიანცელი. 7. ჭეშმარიტება მისული შეშლამდე. 8. ეს გენია - 9. ესაა გედის სიმღერა. 10. ადამიანი არის უკანასკნელი ეფემერათაგანი. 11. ადამიანი - არაორგანული მატერია. 12. ადამიანი - ქმნილება ტემპერატურის.

1. ადამიანი დამოკიდებული ტერმომეტრს. 2. ობრი ბერდსლეი.

26 строк X 6 =156. 3.000.000.000.
ეфემერა.
არა წიგნში, არამედ ჩემს ხმაში.