შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-25 - უთარიღო


მანდილოსნები და მამაკაცები.
განუწყვეტლივ იხდიან ქუდს. მოიკითხავენ ერთმანეთს, თავს დაუკრავენ, და უსურვებენ ერთმანეთს რაიმეს და...

ტალღები ელეკტროსინათლის, თითქო ვიღაცამ გააღო კარები მცხეთისაგან.

მაგრამ [იმისი] მრავალი ახალგაზრდობა, ამოიწურება მხოლოდ წელთა რიცხვით.

ტფილისს აქვს წვეტიანი ნიკაპი, როგორც მოხუც ქალს, ტფილისს აქვს დიდი შავი თვალები.

ელეკტრონის სანათურები ესალმებიან ერთი მეორეს მსუბუქი ღიმილით. მსუბუქი ღიმილითვე შორდებიან ერთმანეთს დილით.

ეხლა იმ წარსულს მე ვუყურებ [როგორც] დაბნეულ თვალით, როგორც მოჩვენებას, რომელიც ჩემში არ იწვევს არავითარ ფიქრს, აზრს.

ეხლა თითქო ტფილისს აქვს დიდება, სიმდიდრე, ერთის სიტყვით, ცხოვრება, რომელიც მოგაგონებს ოქროს სიზმარს.

რა საჭიროა ხელოვნურად გადააკეთო სინამდვილე, თუ იგი თავისთავად სევდიანი და მიმზიდველია.

მოედნები და ქუჩები მოიფინა ელეკტრო-თოვლით.

ილიუზია მოგზაურობის, დილიჟანსებით, რომანტიკოსების მიერ დატირებულით, შეიცვალა ავტომობილით.

ჩასვენებული სახლთა [ჩარჩოში] შინელში, კაკაოსფერი ზვირთებით მტკვარი.

იგი გამოყოფს ხანდახან სახეს. მიუშვერს მას შუქთ შესახვედრათ.

შესაშურებელი და სანატრელი ხასიათია!

მტკვარი ხანდახან დაიწყებს ხარხარს, და მას უჩანს თავისი მაგარი, თეთრი კბილები, კაკაოსფერ სახეზე უფრო მკვეთრად მჩენი.

ელეკტრონის სანათურები თვალს უშვრებიან ხან ერთს მეგობარს, და ხან მეორეს.

Партия. Aрифметика. Aрифметика. Уклад.