შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-614-26 - უთარიღო


45 კიბის - სწორი - ადგილი არის. გამოზომვა. შეიძლება ზუსტად: საკითხები გადასაჭრელია. ორი სამი. ოთხი. სულ რვა თუ ცხრა??? კაფე ლაღიძესთან - მისწრებაა. წინ წიგნის მაღაზია - მისწრებაა. ბაღი მისწრებაა. ცენტრია.. „ლაღიძის კაფე“ (საუბრობენ თრობაზე - ეს კარგია). რა საზოგადოება იკრიბება? ეს კარგია! ახალგ. ეომებიან. ეს კარგია. დინჯი საზოგადოება გვიან ხანამდე. Уютно. Хорошо. Не совсем хорошо иногда. Когда открывается? Когда закрывается? Дайте бутылку „Тбилиси“. ერთი ქართველი ქალია აქ დიდებული. დანარჩენები, მგონი, რუსებია!!! მაგრამ ზრდილობიანი რუსის ქალები!!! აქ შეიძლება შესწავლა ბევრი რამის. ძალიან ბევრის. ბევრის. ბევრის. ბევრის. ბევრის. ა? ა? ეგეები არ იყოს!!! ეგეები არ იყოს, არ იყოს. თორემ სულ თავდაყირა წავა ყველაფერი. ა??? ყურადღებას ჯერ არავინ მაქცევდა, ახლა კი... მაგრამ ეგ არაფერია... Лучше возьмем кизиловое... Вы, пожалуйста, лучше пересядьте. – Да, мы лучше вас знаем, человека знаем.