შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-585-1 - უთარიღო


ლიტერატურული ანალიზი: ავტომობილის ფონარივით ელვარებდა მზე. ავტომობილის ბორბალივით უცებ გადასრესდა ფიქრი - მოგონება. სიცოცხლე ფეთქავდა - ავტომობილის მოტორივით. რადიატორმა - გააპო ქუჩა და შინები შიშინებდენ ქუჩაზე.. მთვარიან გზაზე შოლტივით მოღუნული ველოსიპედისტის ლანდი - და ფიქრები... ასაფეთქებელი მასალებივით გვიწყვია აი აქ‚ გულში. [ფიქრები].
განსაკუთრებული თვისებები ქართული თანამედროვე პოეზიის: მზე‚ მთვარე‚ ავტომობილი‚ მუსიკა‚ ღვინო‚ ყვავილები‚ ბოგემა.
იდეა სათავადაზნაურო პოეზიის.