შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-484-7 - უთარიღო


უნდა შეიქნას საღამოსათვის სამეულები:
1. ქართ. უნივერსიტეტში. 2. ქართ. ცხრა წლედებში. 3. ქალაქის თვითმართველობაში. 4. განათლების კომისარიატში. 5. სახელგამში. 6. პროფკავშირებში. 7. კლუბებში. 8. განათლების მუშაკთა კავშირთან. 9. ხელოვნების სასახლეში. 10. დიდ სასახლეში. 11. [ქართ. ჯარში] მწერალთა კავშირთან. 12. კინოებში მომუშავეებისაგან. 13. შრომის კომისარიატთან. 14. შინაგან საქმეთა კომისარიატთან. 15. სამხედრო კომისარიატთან. 16. ცაკთან. 17. პოლიგრაფტრესტთან. 18. სოლოლაკის აფთიაქთან. 19. ერევნის მოედნის აფთიაქთან. 20. ახვლედიანის აფთიაქთან. 21. ზემმელის აფთიაქთან. 22. ტრამვაის გამგეობასთან. 23. ზაგესის მუშათაგან. 24. მცხეთაში. 25. ქართულ ბანკში. 26. ფინსახკომში. 27. ვესენხაში. 28. „მუშა“-ში. 29. „კომუნისტ“-ში. 30. „Заря Востока“-ში. 31. „კომუნისტის“ სტამბასთან. 32. ვ. ს. წ. სტამბასთან (დ. ღოღობერიძე). 33. რკინის გზის სამმართვ. 34. რკინის გზის სადგურში. 35. „კომუნისტის“ და „მუშის“ კონტორებში. 36. სახელგამის წიგნის მაღაზიისაგან. 37. ცენტრ. კოოპერატივთა კავშირში (ცეკავშირი). 38. მუშ. კოოპ. კავშირში (მიშა ჭილაძე). 39. მიწათმოქმედების კომისარიატში. 40. სამხატვრო აკადემიასთან. 41. გაზეთის გამყიდველებიდან. 42. რუსთაველის თეატრის არტისტებისგან. 43. ოპერის თეატრის არტისტებისაგან. 44. „ახალი სოფლის“ რედაქცია. 45. მუშ. და გლეხთა ინსპექციას. 46. ეროვნულ გალერეასთან. 47. ქართული მუზეუმი (ახ. შენ.). 48. კობახიძის სტუდიასთან. 49. პროლეტ. პოეტებთან. 50. პოლიტ. ინსტიტუტთან. 51. კ. კ. ა.-ს სტამბასთან. 52. სახ. სახლის ბიბლიოთეკასთან (საზოგადოთ ბიბლ. და სამკითხვ.). 53. რევოლიუციის მუზეუმთან. 54. „ქართული წიგნი“. 55. „ქართლი“-ს ამხანაგობასთან. 56. „წითელ ჯვართან“. 57. იუსტიციის კომისარიატი. 58. მილიციის სამმართველოსთან. 59. პოლიგრ. შკოლის სტამბასთან. 60. კატორგელებისა და გადასახლებ. 61. სატყეო ტრესტთან. 62. მუსიკალურ საზოგადოებასთან. 63. ქართვ. ქალთა წრესთან. 64. წყალთა განყოფილებასთან. 65. უ. ე.-სთან. 66. ყოფ. წ. კ. საზოგადოებასთან. 67. ფიზკულტურელებთან. 68. ორიანტთან. 69. წერკუმსის მაღაზიასთან. 70. [მღვდლებთან (სიონი, ქაშუეთი, ანჩისხატი, ნიკოლოზის ეკლესია და სხვ.)]. 71. ვაჭრებთან (დ. ქებაძე და სხვ.). 72. მუშკოოპის ერთ დიდ მაღაზიასთან რუსთ. 73. ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებასთან. 74. პარიკმახერებისაგან. 75. რესტორანის პატრონებისაგან. 76. ამბულატორია პუშკინის ბაღ. 77. ფოშტა ახვლედიანის ახლო. 78. ძველი მწერლობა - ბარნოვი, ჭიჭინაძე, შიო მღვ., გამსახურდ., შ. დადიანი. 79. მუნიციპ. მუზეუმი. 80. ფოსტის სამმართ. კომისარ. 81. მოპრი. 82. გლეხის სასახლე. 83. ტაბტრესტი.
უნივერსიტეტში: 1. დათიკო ხარისჭირაშვილი, 2. მიშა ყუფარაძე, 3. ლეონ გაბუნია.
მოწაფეებში: კაკი ძიძიგური.