შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-445 - უთარიღო


თუ დარეკოს უჩა ჯაფარიძემ, აუხსნას, რომ მისი პორტრეტის ნახვა უნდა სახელგამის სავაჭრო განყოფილების დირეკტორს - გიორგი ლორთქიფანიძეს (ლორთქიფანიძის ტელეფონი არ ვიცი). უჩას ტელეფონი - 3-59-14.

*
ხარმა ხარს ურქინა და უკეთეს საძოვარზე გადააგდოო.

თბილისი. ორჯონიკიძის ქუჩა №21. ვლადიმერ რუსეცკი.
ტელეფონის №3-12-63. საქდესი. დილით 10 საათამდე.
კვირას 12 საათზე ვალიკო ჯვარშეიშვილი.
ნიკოლაევი. 3-06-34.
ვინმე მელექსე.

ნიკოლაევი
[შავი ზღვის პირად მდებარე
ნავთსაყუდარი]
იქ, სადაც ზღვას უერთდება
ბუგა, ლამაზი მდინარე.

სად შავ-ზღვას [შეუერთდება] შეერთებია,
ბუგა მდინარე ლამაზი.

*
[ვინ მიაქროლებს].
59-14 - ქუთათელაძე.

ტელეფონით:
1. ხვალ ოთხ საათზე მწერალთა კავშირში გადაუდებელ საქმეზეო. 2. აკადემიაში ნ. 2 ს-ზე.

შოთა რუსთაველი
თქვენი თქვენით.
1. ყმა მტირალი სამოცდაათ დღე
ზღვისა პირსა მივა გზასა.
2. შორით ნახნა... მენავენი
მიდიოდეს შიგან ზღვასა.
3. „რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?
მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს ზღვისა კიდე.
4. მიაცორვებს და მიუბნობს...
5. დგომა კაცისა [ცდომა] ცთომაა [კაცსა იქმს თავსა წვრთიდესა].
სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა...
6. გვესმა ამბავი, ზღვათ იქით...
7. მიუგვრიაო მეფეს, ზღვას იქით წამავლისადა.
8. ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ.
9. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ... მგზავრითა რითმე ნავითა -
პირ-მხიარული აცორვებს მართოდენ მარტო თავითა.
10. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი...
11. მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძო ერთი ნავი...
12. მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.
13. ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.
14. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა.
15. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირთასა.
16. უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების.

1. იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,
კვლავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.
2. შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა.
მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის, მსგავსი მილისა,
ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.
3. მოდიოდა მარგალიტი, მოფანტული, მონაყარი,
გაბედითდა წასაღებად ატლასი და ოქრო მყარი.
4. პორფირი და გვირგვინები თვალისა.
5. ათასი თვალი ნაშობი, რომანულისა დედისა
კვლა მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
ათასი ცხენი-ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა.
6. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული,
ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.
........................................................................................
მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინოსმული.
7. რას ვაგრძელებდე, გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი
თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.
8. ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,
მათ ყოვლთა მათი ელვანი, ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.
9. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
10. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდათ [თოვასა] ფრქვევასა.
11. მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
ვითა ჰმართებდათ, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
12. კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.
13. ჰგავს თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.
14. მზეო, თქვენ შუქი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია.
15. ცხენთა შესხდეს უკეთესთან...
16. სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს.
17. ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად
ყოვლგან იდვის, ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად.
ვისცა სწადდის, ალაფობდეს, წაიღიან უკითხავად,
მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.
18. თითო კაცსა თითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი.
19. რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია.
20. კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა...
21. ერთი თვალი, - წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდათ ვზიდე, -
ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის სადაცა შეხედვიდე.
22. ყოვლთა სწორად წყალობისა ვითა თოვლსა მიათოვდეს...
23. ვით ედემს ალვა რგულია.
24. ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა.
25. მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა,
თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.
26. ...წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია.
27. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა
თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა.
28. რომე ჰგავდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა.
29. ...გაჰყარეს სმა და ნადიმი მუნ ამოდ გავიხარენით.
30. ...იგი ნაზარდი სოსანი.
ძოწეულითა მოსილი პირად ბროლბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია...
31. ცხენთა მათთა ნატერფალი მზესა შუქთა წაუხმიდეს.
32. არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია.
33. შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.
34. სხვაგან ჰქრის მისი გონება...
35. გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე...
36. ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების.
37. მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.
38. ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა.
პურად და საჭმლად მივენდე, ჩემსა მშვილდსა და ცერასა.
39. ყოვლთა მზეებრ მოგვეფინოს, ვარდს არ ზვრიდეს, არ აჭნობდეს.
40. წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა.
41. ამ საქმესა მემოწმების დიონისი, ბრძენი ეზროს:
საბრალოა, ოდეს ვარდი, დაეთრთვილოს, დაცაეზროს;
ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,
იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.
42. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა,
მოვშორდი ლხინსა ყოველსა ჩანგსა, ბარბითსა და ნასა.
43. მათ მიუგეს: „დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ“.
44. დღისით ვლეს და საღამო ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,
წყლისა პირსა არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,
ხე დიდრონი თვალუწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
მან ყმამან ქვაბსა მიმართა, გავლნა წყალნი და კლდენია.
45. ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ქუბითა შავითა,
ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა.
46. ყმამან უთხრა: „დაო, ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს“.
47. იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა.
48. ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა.
49. მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა.
50. შენ ერთხელ მეტყვი: „მითხარო“, მე ასჯერ გეტყვი: „ვერასა“;
51. ბაღჩა ვნახე, უტურფესი ყოველსავე სალხინოსა,
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა,
მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა,
კარსა ზედა მოფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.
52. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა.
მან მითხრა: არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა.
ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა,
„ეს კმა ნიშნად“...
53. შევე, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
54. შევქმენ სმა და ნადიმისა პატიჟთა და ჭირთა მალვად.
55. მან უთხრა: წადით, დაჰკარგეთ, მუნ, სადა ზღვისა ჭიპია,
წმინდისა წყალი ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია.
56. ზღვათავე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.
57. ან თავსა მისსა საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია.
58. ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.
59. არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი.
60. ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი.
61. ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა.
62. ღამით მევლო, მოვდიოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი.
ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი.
მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
63. დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე.
64. ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა.
65. ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა.
66. ზღვასა შევე, მომეგება მეომარი, ვითა ღელვა.
სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.
67. მომეჯარნეს ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გადვიხლტუნვე,
ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე...
68. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა.
69. მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი.
70. დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა.
71. ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა,
ფიცხლად ზედა შევაჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა
ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიზახნეს დიაცურ „ვა“.
72. კვლა სხვასა მივე მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა.
73. ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტოვეს ცხენია.
74. ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გადავედით
ფრიდონ მითხრა: „გითხრობ რასმე - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით,
ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით“.
75. ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა,
ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა.
76. ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი.
77. მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი.
78. იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა.
79. ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
გამშორებოდეს, წამსვლოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა.
80. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა,
შემომკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა.
81. ჩვენ გავგზავნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია.
82. უბრძანა თუ: „ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
მოგვინახეთ“...
83. აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს,
უბრძანა: ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს.
84. რამე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე.
85. ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვე, დევთა შეეკაფნეს.
86. ასი ერთ-კერძთა მომიხდეს, დავფრინე, დაიხეოდა.
87. ლალი ქარვად გადაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა.
88. იაგუნდნი ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი.
89. სმა გარდახდა, თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა.
დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა.
90. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა,
მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა.
91. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა.
92. მე, ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი.
93. ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების?
მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების.
94. ............................................. მითქვამს დადება თავისა -
მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა!
95. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი.
96. ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი.
97. ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან ჩრდილი.
98. ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,
კვლა სხვაგან ვეფხვი უსულო, მკვდარი, ქვედანარცხებული.
99. არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან...
100. ვარდსა ჰკითხეს: „ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?
მან თქვა: ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს იქმნების რაცა ძვირად,
ოდეს ტურფა გაიეფდის, არღარა ღირს არცა ჩირად.
101. რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა;
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ, რასაცა თნებასა.
102. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი.
103. მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამდღე არ დაჭნების.
104. ვინცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა?!
105. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები.
106. რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია
მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,
მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.
107. ფრიდონ უთხრა: შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა,
მაგრა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კარსა ვერა,
ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გინდა ქაჯთა მზერა,
თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა...“
ამაზედა გაიცინნეს...
108. ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა.
109. მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი...
110. ..................................... ქვეყანა
გვაქვს უთვალავი ფერითა.
111. შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.

*
თოვნება - ხელოვნება.
აჯიღა - ჩადრი, მოსაბურავი.
აჯიღოსანი - აჯიღათი მყოფი.
ალაღება - ამაყება.
უცხენმალესი.

*
Печенье, мука, рис, мак., хлеб, карт.
ყველი, კვერცხი, კონსერვი, კალბასი, თევზი, სელდი.

*
 [ლურჯ ნავებ.]
ოქროს ნავს მიესაჭა-რა.
იგანჟაროსტრ.