შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-3 - უთარიღო


                               თავისუფლება! ხმა: ამხანაგო!
                               სთქვი, ყოველივე ეს სიზმარია?
                               თავისი ბედი თვითვე განაგო?
                               ჯარისკაცები? დროშები, შვრია?
                               წინ, საცოდავი დაიმსხვრა ციხე?
                               ადგა ქალაქთა უკვე? მითხარი.
                               თავისუფლება, ძმობა, გათენდა!

                               [ეს არის ჩემი თქვენდამი სიტყვა,
                               დანარჩენს იტყვის ჭექა-ქუხილი].

ადგება მთები რევოლჲუციის.
რესპუბლიკა მოდის...
ლეგიონები ადგენ. ეცემიან ტახტები. იმსხვრევიან გვირგვინები.
ტერორი, ტერორი, ტერორი!..
სემაფორი.
სადღაცა ხრამში გადავარდნილი მატარებელი: აუშვერიათ ბორბლები ცის­კენ - გამწარებით. ინგრევა ტრანსპორტი.
სარევოლიუციო კომიტეტის მოწოდებები.
ბრძანება მოკლე და მკაცრი.
ჯავშნოსანები. ტანკები (ბრონევიკი).
ნაგანი.
მხოლოდ სიკვდილით თრგუნავს სიკვდილი.
წინე...
ასწიეთ თავი, პროლატერებო!