შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-17 - უთარიღო


შიმშილის დღიური
ვხეტიალობდი მთელი დღე. შემხვდა ჩემსავით დამშეული მხატვარი. - რა ვქნათ? - არ ვიცი! - მაინც? - უნდა დავლიოთ. რანაირად? - ფული არ არის: წავიდა სასესხებლად სადღაცა. იშოვა სამი მანეთი. მეგონა, გვეყოფოდა ორს. მაგრამ მან შემოიწვია უეცრად მესამე. მესამეს მან ასე მიმართა:
- გვაქვს სამი მანეთი. გინდა შენც?
- მე მაქვს მხოლოდ 5 კ.
- წავიდეთ.
ის მესამე იყო პოეტი ბოგდანოვსკი!

*
Так продай же ты швейную машину.
Здравствуй моя.
Чудной ты человек.
Одоевский.
Есенин. Есенин.