შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-16 - უთარიღო


უფლება ძლიერისა
დღეს ჟორესის ქუჩაზე ხალხის დიდი მოძრაობა იყო. ასფალტით მოგებული ქუჩის ორივე მხარის ტროტუარებზე პირდაპირ გავლა არ შეიძლებოდა. თვით ქუჩაზე კი თავდავიწყებით მიჰქროდენ ავტოები, ავტობუსები, ეტლები. ქუჩა თვით ძალიან ვიწროა, მაგრამ რა კი ტფილისის ორივე მხარეს აერთებს (მტკვრის გაღმასა და გამოღმას) ამიტომაც მოძრაობის გამო კიდევ უფრო ვიწრო ხდება, განსაკუთრებით შუადღისას.
აი, მიდის ამ ქუჩის მარჯვენა მხარეზე დიასახლისი, ხელში კალათით, ალბად, სურსათის საყიდლად. მას თან მისდევს მშვენიერი ჯიშის ძაღლი.

არხი - ვეფხვის ტყაოსანში არ არის.