შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-15 - უთარიღო


არის ჩვენში –
რაღაც ბედისწერა
[როცა უცნაურად,
როცა უვარდებოდ]
მოვა უცბად,
უხმოდ, უვარდებოდ.

*
და მეტისმეტი ჭამასმის მადა,
მაჩვენებელი ძალის და ღონის.

სულემა.
როგორც შელოცვით დაორსულება.

უზარმაზარი კუპრიელები...
დევებს რომ წინედ გახადეს კანი.

და სისხლის ვანნა,
როგორც წამალი ახალგაზრდობის
და სილამაზის დასაბრუნებლად...

კითხვა, რომელიც არ მოგასვენებს.

*
- მომეცი პატიოსანი სიტყვა, რომ შენ ამ საქმეს აასრულებ.
- დამშვიდებული იყავი! შენი ნება ჩემთვის კანონია. შენი შვილები მიიღებენ ჩემგან მთელს მათ კუთვნილს სიმდიდრეს მთლიანად და ხელშეუხებლად.
- ძალიან კარგი! მე გენდობი შენ... მე მოვკვდები დამშვიდებით. ეხლა კი მარტო დამტოვე. (მოურავი გადის, შემოდის კნეინა. თავადი მას) მე ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას. ყველაფერზე განკარგულება მაქვს გაცემული. შენსა და ჩემი შვილების მდგომარეობა მოწესრიგებულია: თქვენი თვალყურის გდება და მზრუნველობა მე მივანდე საიმედო კაცს. რაც შეეხება იორღა ცხენებს, ჩემს საუკეთესო ცხენებს, ეს კი ვერ ვანდე მოურავს. გამიგონე, რა გითხრა. შენ იყავი ჩემი ერთგული ცოლი და მოყვარული დედა. შენ განდობ ჩემს ცხენებს. შენ იცი, როგორ მოუვლი, როგორ მზრუნველობას გამოიჩენ მათზე...
კნეინა თვალცრემლიანი ჰპირდება.

*
- ვინა ხართ თქვენ. ან რა გნებავთ აქ?
- მოითმინეთ, კეთილო კაცო, ნუ აღელდებით. ჩვენ ეხლავე მოგახსენებთ.
- არა მცალია, ხვალ, ხვალ!
- მოითმინეთ, კეთილო კაცო...
- ხვალ, ხვალ, ხვალ (დაითხოვს).
- უყურებ ეხლა ამ კრუხის პალოს?! ო, შენი დედა!
- АА! Здравствуйте, товарищ из провинции. Ну как дела...
- Видите ли - приехал к нам товарищ из центра... Товарищ из провинции.
- ეხლა არა მცალია... ხვალ, ხვალ.
- [მოიცადე] ამხანაგო ცენტრიდან...
- ამხანაგო პროვინციიდან... არა მცალია.
- ამხანაგო ცენტრიდან, თქვენ ისე მექცევით, თითქო კახაბერი იყოთ!
- ამხანაგო პროვინციიდან, გახსოვდეთ, რომ „ყველა კაცი კაცია, მარა კახაბერი სხვა კაცია“.
გლეხები - უყურებ ეხლა ამ კრუხის პალოს?

იოსელიანის პურმარილით ავალიანი შეიწყალესო.
ყველა კაცი კაცია, მარა კახაბერი სხვა კაცია.

*
ძალიან ნიჭიერი კაცი. იშვიათი ორგანიზატორი, საუკეთესო ორატორი, ენერგიული და საქმის კაცი.