შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-9 - უთარიღო


1909.
„დღევანდელი ჩვენი მხატვრული მწერლობა მიწურულს ზამთარს მოგვაგონებს, გაზაფხულის მოახლოებას, როცა დღე ნათელია, ქვეყანა გამთბარი, გრძნობთ ჰაერში აყვავებული მდელოს ალერსს, ახლახან გაშლილ ყვავილების პირველ მოხიბლვას, თქვენი სხეული მთელდება და სისხლი აჩქარებით მოძრაობს გაზაფხულის მზის სხივით, შეყვარებული ხართ, თუმც ჯერ არც მდელო ამწვანებულა, არც ყვავილი გაშლილა, არც მზე განთავისუფლებულა ღრუბელთა ტყვეობისაგან, არც შეგხვედრიათ ჯერ საყვარელი“.
ფასკუნჯი, №11, 1908 წ.

4. ამ კამათის შედეგად დაარსება „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებისა“ და მისი ორგანოის „ფასკუნჯის“ გამოცემა.

ეს სამივე მოვლენა საჭიროებს საფუძვლიანად შესწავლას. ამ მოვლენის შესაფერისად გაშუქება ახსნის ნაწილობრივად ქართული მწერლობის განვითარების ეტაპებს შემდეგი წლებისას.