შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-555-12 - უთარიღო


ოცნებამ დგმული.
[გადაწყვეტილებას აქვს დიდი ხნის ისტორია. ეს იდეა დამდევდა ყოველთვის, რაც კი თავი მახსოვს. რატომ არ დაიქცა ის დღე, რა დღესაც მე დავიბადე].
[ვგრძნობ, რომ] ვერ ვიტყვი, რომ ჩემს სულში ერთბაშად, უეცრად დაბნელდა, არა, ამ სულიერ სიცალიერეს აქვს დიდი, ძალიან დიდი ხნის ისტორია. [გულში დიდი ხნით ადრე იკუმშებოდენ ეს ტყვიისფერი ღრუბლები]. ყველაფერი ეს დიდი ხნის ამბავია.
და იმ ღამიდან მე მტკივა გული.