შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-532-4 - უთარიღო


დაკარგული ხელნაწერები
1. სავსე ყუთი ხელნაწერებით, რომელიც წაართვეს სოც. დემ. გაზ. რედაკტორს - 1914. 2. პოემა შუანეთა - 1912. 3. დიდძალი მასალები (დაახლოვებით 10 ფუთამდე), შენიშვნები, წერილები, ლექსები, პოემები და სხვა მასალები - ტფილისში წითელი ჯარის შემოსვლის დროს. 4. 50 ახალი ლექსი დაიკარგა წაღვერში - 1925 წ.
დიდი უმრავლესობა დაბეჭდილი ლექსებისა არც ერთ წიგნში შეტანილი არ არის.

ფიზიკური კულტურა
1. ნაოსნობა, 2. ბურთი, 3. ჭიდაობა, 4. მთელი დღეები მთებში ჰაერზე, მზეზე, წყალთან. 5. კარგი მცურავი.