შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-7 - უთარიღო


დომენტი
[სოფელი წყნეთის.]
წყნეთში საამო დარია.
ვირებს დაუდგათ მომენტი.
[აქ სოფლის თავმჯდომარედ[აც] ზის
ვირი, სახელად დომენტი.]
თავმჯდომარედაც ვირი ზის,
სახელად ჰქვია დომენტი.

*
[დედამ] ტყემ ღრმად ამოიოხრა...
[მან] ტყემ უეცრად იგრძნო, რომ უძოს გზიდანაც, ბეთანიიდანაც, ყოველი მხრიდან მოდიოდა გასასეირნებლად ამოსული ხალხი. ტყემ მხოლოდ ეხლა გაიხსენა, რომ დღეს კვირა დღე იყო. ტყეს უხაროდა, ო, ძლიერ უხაროდა, რომ არავითარი რამ გადაუდებელი საქმე არ ავალებდა მას დაძრულიყო ადგილიდან, გაჰყოლოდა ამ ახალთახალ მოასფალტებულ გზას ტფილისისაკენ, ტფილისიდან კიდევ უფრო შორს, ზღვისაკენ, ზღვიდანაც... მაგრამ არა... ის ადგილიდანაც არ დაიძვრის, ის თავისთავს მაღლა აყენებს, ამ განზრახვებზე უფრო მაღლა. მას უხარია. არავითარი გადაუდებელი საქმე არ ავალებდა მას დაძრულიყო ადგილიდან.

*
სადღაც არის ერთი წიგნი,
ყველა წიგნზე მშვენიერი.