შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-36 - უთარიღო


* * *
[რევოლ.] მაიაკოვსკის ხშირად ამტყუნებენ, რომ იგი ცარიელი ბარაბანია, აუტანელი ხმაურობა, რომელშიდაც მუსიკის ნატამალი არ არის, რომ მისი პოეზია არის საშინლად მოუქნელი, დასაქცევი უნიჭობა მუსიკის შეთვისებაში.
მაგრამ არსებობს დიდი მუსიკალური ხმაურობა, რომელიც [კუდით] თავქუდმოგლეჯით გააქცევს მოწყენილობის დემონს. მე [ამასწინად კინო] გუშინწინ ახოფასტოში ვნახე კინო-სურათი „ჩანგი“. ციმბალები და ლიტავრები (ალბად, დიდი ხმაურობით) მიუძღოდა წინ ქარავანს, იმიტომ რომ გარეული მხეცები დაეშინებიათ, გაერეკათ... კარგია, როცა ეს ღრიალი ხშირად გაისმის, როცა ობივატელი ძლივსძლივობით დგას ფეხზე ასეთი გრიგალისაგან.

1. მატერიალური მხარე... (ერთადერთი მიღწევა - პალტო). ფეხსაცმელები არაა. ვსაზრდოობ საშინლად. ადრე ვბერდები.
23 საღამო უნდა ყოფილიყო.
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15.