შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-614-1 - უთარიღო


1. აკადემიაში: 1. მთავარი დამხმარე, 2. გიორგი...
2. სახელგამში: 1. ბროლი მინისმა... 2. მთავლიტი, 3. მაქსიმუმი... 4. ც. კ.-დან ამბავი-ხაბარი, 5. საბლიტგამის წიგნის ამბავი მთავლიტში...
3. „ზარია ვოსტოკა“: 1. ამბავი-ხაბარი ანანიაშვილის... 2. ანაბეჭდები:  „Заря востока“, „Молодой Cталинец“. 3. მზადება გამოფენისათვის.
4. „ქანდაკება“:
ტელეფონის №№. ნიკოლაძის ოჯახი მოქანდაკეები არიანო... გააკეთონ თვითონ მათ... დავაინტერესოთ ოჯახი ... ოც დღეში... რომ დაიდგას ძეგლი. ეს ოჯახი (პატარიძე დაეხმარება. სხვა ვინა ჰყავთ მეგობრები? ეხლა სად არიან ან როდის ჩამოვლენ? სახელი, მამის სახელი. იქნება. უნდა იქნეს... ქვა? სად იშოვება ქვა? ვის აქვს ქვა? სადაა ქვა? იქნებ მოქანდაკეებსა აქვთ? გვათხოვონ შეიძლება? იქნებ თვითონ მათ აქვთ ქვა? იქნებ მახლობლადაა ქვა? იქნებ მშენებლობებზეა ქვა? სადაა ეს მშენებლობები? შორსაა თუ არა? - არქიტექტორი, მხატვარი, მოქანდაკე...
აქ მთავარია ქვა? ქვის სიმფონია აქ იწყება. აგორებული ქვის სიმფონია. არის ქვათა ღაღადი! აქვთ თუ არა ოჯახის წევრებს უნარი ამის გაგების.