დღიური-580-3 - უთარიღო
1. ურმულის რიტმი თავისებურია ქართლ-კახეთში.
ცნობილი:
„აღზევანს წავალ მარილზე,
მარილს მოვიტან ბროლსაო“.
იგი მშვენივრად აქვს აწერილი ილია ჭავჭავაძეს.
2. „გასწი-გამოსწი, გუთანო‚ ღირღიტავ, ბანი უთხარო“.
3. გუთნის დედის სიმღერები.
4. ღამის მეხრის სიმღერები.
5. წისქვილში:
„ხომ გითხარი, დედაჩემო‚ ნუ გამიშვებ წისქვილშია‚
დამხვდებიან ყმაწვილები‚ ჩამაგდებენ სირცხვილშია“.
6. ნადირობა: „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, „ზამთარიო“.
7. მქსოველები:
„ხელსახოცსა გადმოგიგდებ‚ ოქრომკედით მოქარგულსა.
შიგ გავახვევ სულსა‚ გულსა‚ შენთვის დამწვარ...“