შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-33 - უთარიღო


მგოსნები, მხატვრები
(წერილი რედაქციის მიმართ)
I
ხელოვნებას - ამ სფეროის კომპეტენტური წარმომადგენლების სიტყვით - რუსეთში აქვს ახალი და მსოფლიო ჩანასახი, რომლის სახელი არის ჩვენი დიდი რევოლიუცია. ამ საფუძველზე შეიქმნება მომავალი დიდი ხელოვნებაც. ჯერჯერობით არაფერი რამ მსგავსი არ არსებობს, და არც შეიძლება იყოს. მაგრამ რომ მთელი რუსეთი ახალი ხელოვნებით შეიმოსება, ეს ყოველ ეჭვს გარეშეა. ეხლანდელი დუმილი ხელოვნების სფეროში ნამდვილი ქარიშხლის მომასწავებელია. ქარიშხლის - ამ სიტყვის ანბანური ჭეშმარიტებით. ეს იქნება მეორე რევოლიუცია - თანაბრად მშვენიერი და დიდებული.
ამ სანატრელი და აუცილებლად მომავალი დროისთვის ემზადება დღეს ყოველი ხელოვანი.
ეს მზადება ხდება ჩუმად, ყოველ წამს, იდუმალად. პროცესსი დაწყებულია და ფინალის მოლოდინში მაინც და მაინც არც ისე მწვავედ [დაგიდევენ] გრძნობენ პოლიტიკურსა და ეკონომიურ [მწვავე] არევდარევას მგოსნები, მხატვრები, მსახიობები.
შესდგა, მაგალითად, რომელიმე პატარა ლიგა, წრე (უკანასკნელ ხანებში მოსკოვი თანდათან იფინება სახალხო სახელოვნო წრეებით). იგი თავდადებულად და თავგამეტებული სიყვარულით მუშაობს და ემზადება.
სადღაცა მგოსნები იკრიბებიან და მომავალ ხელოვნებაზე საუბრობენ.
სადღაც მხატვრები თავდადებით ეძებენ ახალ ფერებს თავიანთი სურათებისთვის.
მალაია ბრონნაიაზე ყველაზე მეტად საყურადღებო და სავსებით ახალი მუშაობაა გაჩაღებული: აქ რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან თავი მოუყრიათ მომავალ სახალხო რეჟისსორებს: ეს რამდენი ხანია გაცხარებით იკვლევენ ისინი პრინციპებს მომავალი სახალხო თეატრისთვის. მიდის ხალისიანი და [მუდმივი] გულმოდგინე მუშაობა ახალგაზრდა რეჟისსორების, რომელთაც [თვალცრემლიანი] მოხუცი მსახიობი გარინი თვალებზე ცრემლმომდგარი შესცქერის და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
[- ახალგაზრდებო! მომავალი თქვენია!].
მართლაც, რისთვის არ უნდა ექნეს მომავალი ამ ხალხს?
[იმათ ხომ ასე გატაცებით უყვართ ხელოვნება]. მთელ რუსეთში [გაზაფხული დგება] ჯერჯერობით ერთად ერთი სახალხო სარეჟისსორო კურსებია, [მაისში ყველა ეს ხალხი კურსებს დაასრ. ახალგაზრდობა ისევ ხალხს დაუბრუნდება]. მათ გატაცებით უყვართ ხელოვნება – და ამ სიყვარულს ისინი რეალურ სხეულს მისცემენ, როდესაც ხალხს დაუბრუნდებიან; ჩვენთვის აქ საყურადღებოა მხოლოდ ეს მუშაობა.
ასეთია თანდათანი სულიერი მუშაობა მომავალი ხელოვნებისთვის – მაგრამ აუცილებლად საჭიროა ცეცხლის შეკეთება..
მსოფლიოს დასაბამიდან ხელოვნება რაღაც ზედმეტ და неблагод. მუშაობათ ითვლება... ახალმა, განახლებულმა რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ გარემოებას: ნიჭს პატივისცემა უნდა და ხალხი, რომელიც თავდადებით ემსახურება ხელოვნებას, ისეთივე სწორუფლებიანი მოქალაქეა, როგორც დანარჩენები.
ყოვლად შეუძლებელია წარმოდგენა (თუმცა რამდენიმე შემთხვევა ყოფილა ასეთიც), რომ გაძვალტყავებული პროლეტარი მგოსანი უფრო მეტს შესძლებს, გააკეთებს [ამ] თავის სფეროში, ვინემ ჯიბე-სქელი ბურჟუა-მწერალი.
ამიტომაც ბურჟუა ეხლაც თავის მდიდრულად მორთულ კაბინეტში ზის და სერიოზულ ლიტერატურულ მუშაობას ეწევა. პროლეტარი კი, რომელსაც საკუთარი ჭერი არ გააჩნია...