შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-26 - უთარიღო


ჩვენი რევოლიუციონური პოეზიის მიღწევები
1. უპირველეს ყოვლისა, გაჰქრა ღმერთი. აღარავინ შესთხოვს მას არსებობის პურს, რადგან ყველა დარწმუნდა, რომ ღმერთისთვის სულ ერთია, თუ რითი საზრდოობს მასა. ღმერთი იძლეოდა აუტანელ ტკივილებს, მაგალითად, ბღერს და არ უტოვებდა ადამიანს ფრჩხილებს კანის მოსაფხანად. ადამიანის სულის ამომრთმევი, სრულიადაც ღმერთი არ ჰყოფილა. ასე იყო: ვისაც ღმერთი არა სწამდა, იგი საზოგადოებისგანაც გარისხული იყო. ღმერთის შეურაცხმყოფელი სიტყვიერად, ერთი მოთხრობის გმირი – გლეხი მთელი სოფლის მიერ თითით საჩვენებელი პიროვნება გახდა. მეცხრამეტე საუკუნის ქართველი პოეტები უმრავლესობაში რელიგიური ფანატიზმითაც იყვენ შეპყრობილნი. ლოცვა, ჯვარი, ეკლესია, ღმერთი – აი, მათი ტემები. რევოლიუციონურმა პოეზიამ სავსებით განდევნა... ჩვენი ღმერთი არის იდეა მსოფლიო რევოლიუციის.
2. გაჰქრა აგრეთვე ეშმაკიც. ეს იყო ისეთი სუბიექტი, რომელსაც არაფრის იმედი არ ჰქონდა. „დავრდომილი სნეული“... დემონის რწმენა ართმევდა ადამიანს სასოს... მისი მანქანება...
3. გაჰქრენ წმინდანები, წინასწარმეტყველები...
4. გაჰქრა მეფე და მისი იდეოლოგია: მეფე მეორე ღმერთიაო.
5. მოისპო თავადობა, აზნაურობა.
6. გაჰქრა სასულიერო წოდება.
7. გაჰქრა ბატონობა და ყმობა.

1. Маяковский. 2. Маяковский.
Паоло Иашвили. Паоло Иашвили.
რევოლიუციონური საქართველო.
К 1 маю. К 1 маю.
Крыловская 10.
VI конгр. Ком. VI Марта.