შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-25 - უთარიღო


1. თხუთმეტი წელიწადი იქნება მას შემდეგ, რაც პირველად ვნახე ეს არემარე (კრიმი) და მაინც ისე მახსოვს ის დღე, თითქო გუშინ იყოო.
2. გზაზე, მხარ-მარცხნივ, მესამე სახლში.
3. რა დიდებული სახლებია, სწორედ მეფურ გემოვნებაზე აგებული: წინ ბაღი, უკან აივანი, თეთრად შელესილი კედლები, ლურჯი ფარდები.
4. მთელი რაზმი [პაცანების] უსახლკარო პატარა ბიჭებისა, ზოგი კოჭებს თამაშობდა, ზოგს იქვე მზეზე მისძინებოდა.
5. გარეგანი შეხედულებით ეს ამბავი საკვირველს არას წარმოადგენდა, სრულიად არაფერს... და მის აზრს რომ ჩაუკვირდებოდით...
6. ეს ბაღი... დედამიწაზე ვერას ნახავთ იმისთანას. რა გინდა, სულო და გულო, რომ აქ არ გენახათ: ეს გუმმი კალებასიო, ეს ბაობაბიო. კაკტუსი – ვინ მოსთვლის!
7. გეგონებოდათ, შიგ შუაგულ აფრიკაში, კრიმიდან ცხრა მთას იქით, გადამაფრინა რაღაც უცნაურ ძალმაო.
8. რა თქმა უნდა, ამ მცენარეებს ბუნება ეცვალნათ.
9. ხე - ვეშაპი, იის მოსაყვანად დამზადებულ თიხის ჯამში მოთავსებულიყო.
10. მაგრამ ეგ არაფერი! თოფი, ხმალი, ხანჯალი, შუბი, ფარი, დამბაჩა, ჰოტენტოტური კომბალი. ვინ მოსთვლის!
11. გახურებული მზე ადგა და ისე ელავდა და ბრჭყვიალებდა ფოლადი.
12. თქვენი მტერი! ეს გაფრთხილება რომ არ ყოფილიყო, იქ რა შემიყვანდა.
13. არეული ეყარა კუკის მოგზაურობა, გუსტავ <ემარის> და კუპერის რომანები.
14. ნადირობა ბაზიერით, ნადირობა მეძებრებით.
15. გემზე ერთი პატარა კაცი დაიარებოდა, ასე ორმოცის, ან ორმოცდახუთი წლისა, ტანდაბალი, სქელი, ჩარგვალებული, პირ-წითელი, ფლანელის პერანგის ამარა; მოკლე, მაგრამ სქელი წვერი ჰქონდა. თვალები ანთებოდა.
16. ერთ ხელში წიგნი ეჭირა, მეორეში ხუთი ადლის სიგრძე ჩიბუხი.
17. რაღაც საშინელი, სისხლით გაუმაძღარი გამომეტყველება მისცემოდა.
18. ყველა, დიდით პატარამდე.
19. ბედისწერაო, რომ იტყვიან - სწორედ.
20. წერას აუტანიაო, რომ იტყვიან.
21. ზღაპარ-თქმულება - მოგვითხრობს.
22. ჭაობებში დაბუდებულ გველვეშაპივით.
23. აბა, წარსული ამასა ჰქვიან, აი!
24. ჰო-და, გათენდება თუ არა...
25. ხომ არაფერი ესმის ზღვას, ისიც კი მიხვდა ჩემს ხასიათს და რაკი მიხვდა, კიდეც დამშვიდდა.
26. ბათუმიდან ერთი დღის სავალზე.
27. ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რა მშვენიერია, რა მდიდარია ყირიმის ბუნება.
28. ზღვის პირად ჩაყოლებული ვენახები ქარვასავით დამკრახულ ყურძნის მტევნებით, ყოველ ნაირ ხილით.
29. ასე გასინჯეთ, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ფრინველები რომ შორეულ ქვეყნებისაკენ მიეშურებიან, [ამ ადგილს] ტარასკონს გზას აუქცევენ ხოლმე, იხვები მორთავენ: ჰარიქა ტარასკონი, ფრთხილად, ტარასკონიო! სამი დღის სავალზე უვლიან, ისე დაშინებულნი არიან საწყლები.
30. ერთის სიტყვით... ნადირს ვეღარსადა ნახავთ, გინდა წამლად გინდოდესთ.
31. იმ ახირებულ კერპ კურდღელს იოლად იყნოსებდენ.
32. ამხანად... სულ... იმედი გადაიწყვიტეს.
33. უნდა ნახოთ, რა დიდებით და ზეიმით შემ. უნდა ნახოთ, რა მამაცური სურათის დარი, რა ჟივილ-ხივილი ატყდა, რა ძაღლების ყეფა, რა...
34. ზედმიწევნით იცოდა ნად-ის საქმე და წესები, რადგან ძირის ძირობამდე შეესწავლა ყოველნაირი ნადირობის წიგნი.
35. ნად. გარდა ტ-ს ერთი სხვა ჟინიცა სჭირდა: რომანსების სიყვარული.
36. ჩვენში რომ ლექსებსა სწერენ, რომ მოგახსენოთ, მგონი, არც კი დამიჯეროთ. რაც კი სხვაგან სადმე ძველი, უკვე დავიწყებული, ჩაყვითლებული და ჩრჩილნაჭამი გენახოთ რამე, იცოდეთ, ქუთაისში ნახავთ. და ნახავთ ცოცხალს, სრულს სიყმაწვილეში.
„მკრთალო ვარსკვლავო, შენ გეტრფი“.
37. საკვირველი ის არის, რომ, მგონი, დასაბამიდანვე ამ რომანსებს მღერიან და აქამდის არ მოსწყენიათ. მოსწყენიათ კი არა, ფიქრადაც არავის მოუვა, ახალი რამე შეისწავლოს და ის იმღეროს. რომანსები მემკვიდ. დარჩენიათ და მათი შეცვლა ცოდვათ და წმინდათა გმობად მიაჩნიათ.
38. მუნჯს უფრო აალაპარაკებდით, ვინემ იმას აამღერებდით. ეს უსაქმური კაცის საქმეა, ყმაწვილი კაცის, რომელსაც სისხლი უდუღს და ტრფიალით ცოცხლობს.
39. ამაოება ამაოებათა და სხვა არაფერი.
40. დიახ, ვისაც ეს დუეტი არ გაუგონია, იმას არა გაუგონია-რა. მე კი ასი წელიწადი რომ ვიცოცხლო, ჩემს დღეში არ დამავიწყდება.
ქაჯური გამომეტყველება.
41. კარგი ის არის, რომ [მართლა] გულწრფელად სჯერა: მართლა დუეტი ვიმღერეო.