შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-24 - უთარიღო


...საუკეთესო ჩუქურთმის მჭრელი.
...ყველაფერი მიღწეულია – დასრულებულია.
...როგორიც იცოდა მხოლოდ ძველმა საბერძნეთ...

II. აქ სიმღერები და ყვავილები საჭირონი აღარ არიან და მწუხარე გვირგვინით დადაფნული, ფერმიხდილი პროზერპინა სდგას შესავალ კარებთან. გაცივებული და უკვდავი ხელებით ეხება მოსულთ ყველა ქვეყნისაგან და შესრულებულ საუკუნეთ. ალერსი მისი დაკმაყოფილებული ბაგეების უნაზესია მისი ქვეყნიური მოჯიბრის სასიყვარულო ალერსზე, და მიდიან შეყვარებულთა სულნი, დაღლილ ფრთებ-დაშვებულნი. განთავისუფლებულნი ცხოვრების ვნებისაგან, იმედთა და შიშისგან, ისინი მადლობას სწირავენ ღმერთს, რომ ჩვენი ცხოვრება სამარადისო არაა და რომ მიცვალებულნი არასდროს აღარ აღსდგებიან, არ აღვიძებს მათ არც მზე, არც ვარსკვლავები, არ არის აქ არც სიცივე, არც სიმხურვალე, არის მხოლოდ სამარადისო ღამის სამარადისო ძილი და პროზერპინას ბაგეებს ტყვედ ჰყავს მსოფლიოს ბაგეები, როგორც გათხრილ სამარეს, მუდამ დაუკმაყოფილებელსა და მუნჯს. იგი დედოფალია მთელი ქვეყნის, რომლის ერთ მხარეზე მზეა, მეორეზე კი ვარსკვლავიანი ღამე. და სიკვდილი აქ თითქმის სასიხარულოა.