შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-23 - უთარიღო


დაპატიჟებულნი ბანკეტზე ჯოჯოხეთური ანბანით დაწერილ ადრესს ვუკითხავდით მას, ვინც გვშორდებოდა:
ჰაი, ჰაი, ზრდილობიანო, კბილებ-დალესილო ორაგულო!
ალყორანის ზღვებიდან მოსულო ალმასის ბრჭყვიალო!
ჰაი, ჰაი, გაუმაძღრობავ მსუნაგი ღორისავ!
შეხედეთ, ალისფერი სასიმინდე ანგელოსივით მოსჩანს შორს.
მაღალი ანტექრისტე ანტიპატიური აპატიით ხლეჩს ფორთოხალს.
მოციქულებრივად მომთმენი მადა, აპრილის შემდეგ,
ყვითელი აფთიაქის ურმით საზამთროებით დატვირთულა.
მოიჯარადრეს თოკჩაბმული მიჰყავს ახალგაზრდა ტყვე.
არითმეტიკული არმია სომხებისა გულღიათ სტკბება დამსკდარი ნესვებისა და ატმების და განავალის სურნელებით.