შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-500-1 - უთარიღო


ამხანაგებო!
[დღევანდელ ჩვენს შეხვედრაში [აღსანიშანვია] თავი იჩინა ერთმა მეტისმეტად] ძვირფასი და ამაღელვებელია ის სიახლე, რომელიც გამომჟღავნდა დღევანდელს ჩვენს შეხვედრაში და რომელიც [უფრო მეტის] უდიდეს სარგებლობას მოუტანს [იმ დიდ მოძრაობას] ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას [რომელიც ასე აშკარად ახალ...] [მიკვირს, და გამკვირვებია, ამხანაგებო, თუ იგი] ვინაიდან ეჭვი არაა, რომ ამიერიდან იგი გახდება სისტემატიური, ყოველდღიური, მუდმივი [როგორც აუცილებელი, ყოველი დღე უნდა იყოს სიახლე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ...] ზრუნვის საგანი.
რაში გამოიხატა ეს სიახლე?
მე მხედველობაში მაქვს ჩვენთა მიღწევათა დაფასების ცდა, იმ მიღწევათა, რომელთა ისტორია თითქმის ნახევარი საუკუნის ხნოვანებისაა.
ცოდნა ამ მიღწევებისა, მათი ათვისება და მზის სინათლეზე გამოტანა, ეს დიდზე უდიდესი პატრიოტული საქმეა და მან უნდა ააგოს ხვალინდელი დღე ჩვენი სიტყვაკაზმული  კულტურისა.  
ხოლო ხელოვნურ მიჩქმალვას მიღწევებისა, სწორედ ამ მიჩქმალვას შეაქვს არევ-დარევა, რაც ასე მკვეთრად ახასიათებდა და ახასიათებს ჩვენს ზოგიერთ ჟურნალ-გაზეთებს [უკანა ხევს მას, საერთოდ კულტურის საქმეს]. მაგრამ ამაზე სხვა დროს.