შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-617-12 - უთარიღო


„Заря Востока“
1. ბარელიეფი ყდაზე (შებუევი და ქუთათელაძე). (შეიძლება ეხლავე დაწყება).
2. რამდენიმე ეგზემპლიარი საუკეთესო ქაღალდზე გამოფენისათვის.
3. დაგვიანება წიგნისა არ შეიძლება, ამიტომ შეიძლება ჭილაიას წერილს გვერდი ავუაროთ. ჩემზე სხვების გავლენის აღწერით ათავისუფლებენ სხვა პოეტებს, რომელნიც ჩემის გავლენით სწერენ (ჭილაია, ჭიაურელი).
4. პორტრეტი ქუთათელაძისა, დავახატვინოთ რამდენიმე ეგზემპლიარი.
Чилая мошенник. რაში უნდა <...> და რაღაც მეტი <...>?
5. საკითხის დასმა ჰონორარის მომატების შესახებ.
6. გამოკვლევა საკითხისა, რატომ დააგვიანდა ანანიაშვილს, რაზე ილაპარაკეს მოსკოვში შეხვედრისას ან ვინ დაავალა ანანიაშვილს ჭილაიასთვის წერილის დაწერის შეკვეთა.
7. რაც შეიძლება მეტი ადგილის დატოვება გვერდზე ლექსის დაწყებისას.
8. ბრძოლა საუკეთესო, სქელი ქაღალდისათვის.
9. Добиться во что бы то ни стало – страницы в газ. „Заря Востока“ (Ананиашвили вредитель) и в других русских газетах.
10. Почему мне не дали просмотреть напечатанную на машинке книгу?
11. სად ცხოვრობს შებუევი, ქუთათელაძე?
12. რამდენი ასოთამწყობი აწყობს? ვინმეს ქრთამები ხომ არ უნდებიენ? Книга должна была выйти в сентябре прошлого года по плану, а сейчас...

შეკითხვა მწერალთა კავშირის მოქმედების შესახებ.
გაზეთს „Заря Востока“-ს იუბილეის შესახებ.
იგივე ბარელიეფი გამოდგება საბლიტგამისთვისაც.