შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-516-5- უთარიღო


- ო, ეს მოხუცებულები, - ბაგეზე დამცინველი ღიმილით ამბობდა ახალგაზრდა ექთანი ქალი.
- როგორ, თქვენ პატივს არა სცემთ განა მოხუცებულ ქალებს? - დინჯად შეეკითხეს მას.
- არა, პატივს როგორ არა ვსცემ, - ისევე ღიმილით განაგრძობდა ექთანი და თან ექიმს შესცქეროდა, რომელიც იღიმებოდა, ასეთ ნაირად, რომ აშკარად სჩანდა, მხარს უჭერდა ახალგაზრდა ექთანს.
- მაშ, რაშია საქმე, რატომ იღიმებით, როდესაც მოხუც ავადმყოფზე გსურთ რაღაცა სთქვათ?
- აბა, როგორ არ გავიღიმებ... ეხლა გაზაფხული დგება. მოხუცნი მოაწყდნენ ჩვენს საავადმყოფოს, და თქვენა გგონიათ, რისთვის: მხოლოდ იმისთვის, რომ ზაფხულზე გარანტირებული ექნებათ აგარაკები.
- მერე რა არის აქ სასაცილო? მითხარით!
- რა თქმა უნდა, არაფერი. ეს მე... ისეო მხოლოდ.
მართლაც და, რა არის დაუშვებელი აქ, რომ ხანში შესული ავადმყოფი ცდილობს, გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა? ავადმყოფი ზრუნავს თავის თავზე. მას კი მხარს არ უჭერენ ექთნები!!!
საბრალო მოხუცი ავადმყოფები!