შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-492-12 - უთარიღო


29 окт.
– Хочу тов.Чарекишвили, – Молчание...
– Чарекишвили нет сейчас.
– А будет ли он сегодня.
– К концу дня.
ასეთი მოკლე, ლაკონიური საუბარი ტელეფონით - №3-00-40.
ამჟამად პირველის თხუთმეტი წუთია. წუთია. წუთიაა. დღის ბოლო კი არის, ალბად, 5 საათიდან - ექვსამდის.. მოველაპარაკები და გადაწყდება საკითხი ან ისე, ან ასე.
- ჩერექიშვილი თუ ჩარექაშვილი? მგონი,  ჩარექიშვილი უნდა. ხმა ტელეფონში როგორ უნდა გამოიცნო? ტენორის ტემბრისაა ([ფოტო] ჩლაიძისა).
იმ კაცსაც, მგონი, სათვალეები უნდა ჰქონდეს...
3-00-40.
- მომეცით „ჩარექიშვილი“.
- ეხლა მდივანთან არის შესული ჩარექიშვილიო. საღამოს დარეკეთ, ასე, 10 საათის შემდეგო, - მითხრა მდივანის მდივანის მდივანმა.
მე მგონია, გამოვა რაიმე!!!
- მოგეხსენებათ,  საიუბილეო დღეებია! საიუბილეო დღეებია, საიუბილეო დღეები! აბა, დაიმახსოვნეთ კარგად: საიუბილეო დღეებია! ვაჰ, ვაჰ! როგორი...
ხვალ - 10 საათზედო!