შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-471-13 - უთარიღო


მსოფლიო სახელის მქონე აკადემიკოს ნ. მ. მარრს თავის უკანასკნელ მეტისმეტად საინტერესო [შრომაში] გამოკვლევაში (იაფეტიური სემინარიები, ტომი მეორე, [ქართული  სასაუბრო ენა] გამოცემა სამეცნიერო აკადემიის, 1916). [იწყებს რა უუძველეს] [ეხება რა ქარ] მოჰყავს ქართული სასაუბრო ენის ძეგლები უუძველესი დროიდან და ავითარებს მომდევნო საუკუნეებში. [და მთავრდება ჩვენი თანამედროვე პოეტით].
აკადემიკოსი ნ. მარი უუძველესი ხანიდან დაწყებულ ქართულ სასაუბრო ენას ამთავრებს გალაკტიონ ტაბიძის პოეზიით. ეს არ არის შემთხვევითი წიგნის, არამედ [ეს არის,] დიდი მეცნიერის ღირსეული შრომის ავტორი, თითქო ღირსეულად შეთანხმებულია ყველას მიერ [აღიარებ] ერთხმად აღიარებულ უდავო ჭეშმარიტებასთან, რომ [გალაკტიონი ამ ოცი წლის] ჩვენი პოეტი დიდი ხნის განმავლობაში იყო, არის და დარჩება თანამედროვე ქართული პოეზიის ცენტრალურ ფიგურად. ეს [უდავო] ჭეშმარიტებაა, [მიღებული ყველას მიერ, ჩვენი დიდი პოეტის მიერ მიღწეულია არა ამპარტავნული, არამედ რაინდული თავისი არაჩვეულებრივი უანგარო და რაინდული სიყვარულით ხელოვნებისადმი, რადგან არავისში დღეს ისე არ სახიერდება ჩუმი, მაგრამ არაამპარტავნული, მაგრამ არაჩვეულებრივი და უანგარო სიყვარული ძირითად ქართულ ხელოვნებისადმი, მეორე მხრით, იგი ყველაზე უფრო თანამედროვეა. ოდესმე მან დააფუძნა ახალი მანერა წერის, შეიქნა შკოლა, მაგრამ დღეს ეს] მასში სახიერდება მთელი თანამედროვე ქართული პოეზიის [ძლიერება] მიმდინარეობა, ლირიზმი. ლირიკა [არის] ძირითადი ფესვი ნამდვილი პოეზიის; [მისი ზედნაშენები (დრამა, ეპოსი) უფრო სადათ, რომ ითქვას] ფაკტიურად დედამიწაზე „არსებობს [მხოლოდ] ერთად ერთი პოეზია - ლირიული პოეზია“, [ლირიკა] გამომსახველი[ა] სულის, გრძნობის, ემოციის [აი, რაშია სიძლიერე] (ეპოსი, დრამა - სხვაა). გალაკტიონი კი არის „მშვენება და სიამაყე ქართული ლირიული პოეზიის“ [(დავით კლდიაშვილი)], ფენომენალური მოვლენაა ქართული პოეზიის ისტორიაში [მისი შემოქმედების ეს მხარე].