შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-117 - 1938 წელი


გ. ტაბიძე. ბორჯომი. 1938.

ფედერაცია. 14 ფორმა.
Без 10-10.
ტელეფონები 16.

- არ გაინძრე მაქედან. ფეხი არ დასძრა. თვარა წამოვიდა ტყვია!
რატი? გატიანა?
- Налетай братва!
- უი, საყვარელო, რა კარგი...
Филипов. Ив. Титов.
რუსი ქალი ქართულად ლაპარაკობს.

*
„Тургенев новелист, мастер языка точного, четкого и прозрачного, великий изобразитель русской природы, жив по сей день“.
„Богатая ньюансами живопись, многообразие художественных интересов, умение изображать множество самых разнородных типов“.
„Русская природа облита тургеневским солнцем. Галлерея тургеневских <...>“.

*
5 ოკტ. ამხ. გვასალ.
ბორჯომი. სეკტ., 1938. 12 შეს. 35380. აკაკი გაწერელია.
მუნჯის ენა დედამ იცის!
რადიოში - რუსული და ქართული საღამო.
Myocardiopatia.

*
28/IX.
ბორჯომის მუზეუმში:
1. მონადირე ძაღლები გამოსდგომიან ირემს. ირემი მისცურავს შამბიან ჭაობში. ძაღლები დაეწევიან. ერთი ძაღლი მომაკვდავი გულაღმა წევს. მეორე გაცოფებული მისდევს.
მშვენიერი გრავიურაა. ლონდონიდან 1862 წ. (უთუოდ ჩვენი სანატორიიდანაა).
2. ოთხი მონადირე ძაღლი გააფთრებით მისცურავს შამბიან ტბაზე.. მეხუთე ყველაზე წინ არის - ისინი ალბად მიეშურებიან დაჭრილი იხვის დასაჭერად.
ლონდონის გრავიურა. 1863 წ. (ჩვენი სანატორიიდან).
3. ხეჭრელი (ხეშავი), მწირ კლდოვან ნიადაგზე - დაჩაგრულ-დაავადებული. მობინადრე ს. დაბის მახლობლად და ლომის მთის მწერვალზე. ისინი არიან 50 და მეტის წლისანი.
4. გაქვავებული უზარმაზარი ხე.
5. ჭანდარი (Чинар).
6. წაბლი (Каштан).
7. არყის ხე (Береза). მისგან კეთდება: ქალამნები, Деготь, смола, вар, уксус, древесный спирт, топорище, балясина, ложка, грабли, гвозди сапожные, метла, спицы колесные, дуга, веретено, оглобля, полоз.
8. მუხა. 9. თელა (Ильм горн.). პანტა (Груша обыкн.). 10. კოპიტი (Ясень). 11. რცხილა (Граб).

ბორჯომის რაიონში გავრცელებული მთავარი ტყის, ჭაობებისა და ბუჩქნარების ცხრილი:
1. ცაცხვი (Липа). 2. ნეკერჩხალი (Клен. пол.). 3. ლეკის ხე (Клен горн. красный). 4. კიდობანა (Бересклет широк.). 5. ნეკერჩხალი (Кл. острол.). 6. კაკალი. 7. თრიმლი (Кожев. дер.). 8. წყავი (Лавровишня). 9. მსხალი (პანტა). 10. ვაშლი სამოთხ. 11. კუნელი (Боярышник). 12. ჩიტ-ვაშლა (Кизильник). 13. ზღმარტლი (Мушмала). 14. მოცხარი (Крыжовн.). 15. შვინდი. 16. დიდგულა (Бузина черная). 17. მოცვი (Черника). 18. შქერი (როდოდენდრა). 19. იფანი (Ясень). 20. ბზა (Самшит). 21. რცხილა – Граб. 22. უხრავი - Хмель. Граб. 23. წიფელა - Бук. 24. წაბლი. 25. თხილი. 26. მუხა -  Стебелистый и зимний. 27. დგნალი (<...>). 28. ვერხვი (Осина). 29. თელა-შუშა (Ильм). 30. ყარაგაჩი (Кар.). 31. არყი (Береза). 32. მურყანი (Ольха черн). 33. ფიჭვი. 35. ნაძვი (Ель). 36. სოჭი (Пихта). 37. ურთხმელი (Тисс). 38. ღვია (Можжевельник). 39. კოწახური (Барбарис). 40. ასკილი (Шиповник). 41. ჟოლო (Малина).
მუხისგან მზადდება: 1. Ручка инструментальная. 2. Паркет. 3. Точеные изделья. 4. Рама для зеркала. 5. Вагонная стойка. 6. Клепка. 7. Спицы колесные. 8. Обод. 9. Бочарные изделья, полоз. 10. Дубильный экстракт. Таниан. Чернильные орешки.
11. გირჩები (Шишки). ელდარის ფიჭვის გირჩები.
12. კოდალები ოთხნაირია: შავი, დიდი ჭრელი, პატარა ჭრელი, მწვანე.
13. ტყავ. მუდო, ყავი (თრია, თრითინა) (Ласка), ციყვი (Белка), მაჩვი (Барсук).
რაიონის ნადირი: ჩლიქიანი გარეული ღორი (Дик. св.), ჩვეულებრივი შველი, ირემი ხვადი, ირემი ფური და ნუკრი.
დანიელი (Лань) - Даниэль, არჩვი (Серна), დაღესტნის ჯიხვი (Тур), გარეული თხა (ნიამორი) - Козел бородатый.
ბეწვიანი ნადირი (Пушнина), დათვი, კავკასიის ფოცხვერი, მგელი, კურდღელი, მელა, მაჩვი (Барсук), კვერნა ყვითელყელა (Куница), თრითინა, წავი (Выдра), გარეული ტყის კატა.
ირმები ბევრნი არიან, ლომიც.
კანიჭამია "სტენოგრაფი" (კრილი).
ბორჯომის საკასრე ქარხანა.

*
С. А. Захаров. Почвенно-географический очерк горы Цхра-Цкаро и др. окрест. Боржома. Тр. Почв. ком. Москва. Общ. Сель. Хозяйст. 1913, т. II, вып. I, перв. сообщ. 48 ст. I карт.
С. Д. Захаров. К характеристике высокогорных почв Кавказа, изд. Конст. Межев. инст., 1914 г., вып. V, 368 стр., 5 карт. (монография).
Н. Н. Смирнов. Об андезитовой и базальтовой породе горы Цхра-Цкаро.

ბორჯომი. 6 სეკტემბერი, 1938.
მთელი ღამ წუხელი ვერ დავიძინე. ავდექი დილის ექვს საათზე. გამაოცა: მზე ყველგან აღმოსავლეთით ამოდის, აქ კი იგი დავინახე ამომავალი დასავლეთიდან! საინტერესოა სანატორია, სადაც მე ვცხოვრობ, დაფუძნებულია კარგ ადგილას. ჩაი - 9 საათზე. სადილობა - 2 საათზე. საუზმე - 5 საათზე. ვახშამი - 9 საათზე. მე სავსებით დაკარგული მაქვს აპეტიტი: არც მისაუზმია, არ მისადილნია, მაგრამ ასე არ ვარგა.
მთავარი ექიმი ჩემს ანკეტას ავსებდა. ვიგრძენი, რომ აჰა, საცაა ცრემლები გადმომცვივა თვალთაგან. რომ სირცხვილს თავი დამეღწია, დიდხანს გავჩუმდი.

7 [აგვისტო]  სეკტ.
ექიმმა მითხრა - მორჩები,
თუ ინახულე ბორჯომი.
დავტოვე ლოიდ ჯორჯები,
მდგომარეობა ორჭოფი.

1. ტატიშვილი, 2. ზურაბიშვილი - კანც., 3. სანატ. უფროსი ექიმი გაგუა.

8 [აგვისტო] სეკტ.
ბორჯომში 30 გრადუსი სიცხეა, გადავედი ცალკე ოთახში, წინად 8 კაცი ვიყავით ერთად.
როგორ უცებ მეგობრდებიან რუსები! პირდაპირ გასაოცარია. მთელი პარკი სავსეა წყვილებით.
საღამოთი იყო წარმოდგენა. არა ვარ კმაყოფილი თავის თავით.

ბორჯომის მუზეუმი
უმთავრესად ექსპონატები ამ მუზეუმის გადატანილია ჩვენი სანატორიიდან (თუ მიხეილის სასახლიდან). ამ სასახლიდან ბევრი (უამრავი ვაგონებით) წაღებულია თბილისში. აქაც: სასტუმროში თუ რამ არის კარგი, სულ ამ სანატორიიდანაა.

საუცხოვოა 1866 მოკლული ირემის რქები. ამ რქებმა პირველი პრემია მიიღეს ვარშავაში 1912 წ. გამოფენაზე.

*
12-14. კუბიკური - მის. რაბისი. 30. IX.

- სიტყვა და გულის ზრახვა სხვადასხვაა. რას ფიქრობს და რას ლაპარაკობს? რამდენი კონტრასტია.

ვაგონში კაცს ფეხზე რაღაცა კბენდა: თურმე ვაგონს ქვეშ კალათში ბატი იყო.

12 სეკტ.
პაპიროსების სახელები:
1. Палехской баян, 2. Герцоговина флор, 3. ელტეტი, 4. Стетбенк, 5. Стормоне зелен., 6. ელიტ, 7. Фестиваль, 8. სილვა, 9. ტრიუმფი, 10. დევიზი, 11. Москва-экстра, 12. Селям, 13. Люкс, 14. Ява, 15. ექსტრა, 16. ესმერალდა, 17. შედევრი, 18. Дюбек, 19. რეკორდი, 20. Артистические, 21. ეშერი, 22. ერა, 23. Кристалл, 244. აირი, 25. ალმა-ატა, 26. Пушкинские, 27. Москва-прима, 28. Дерби, 29. Пиковая дама, 30. დელი, 31. თეატრალური, 32. ანტრაკტი, 33. Для охотников, 34. რეისი, 35. კორეიზი, 36. Каскад, 37. ნარგილე, 38. ალპინიადა, 39. Пушка, 40. Яхта, 41. Броненосец Потемкин, 42. Поход в Арктику, 43. რიცა, 44. სამხრეთი, 45. Эпрок, 46. Клуб, 47. Рот-ронт, 48. Гурзуф, 49. Якорь, 50. ლაგი, 51. ნორდი, 52. Перекоп, 53. Планер, 54. Пилот, 55. Авто, 56. Диск, 57. Прибой, 58. Оборона, 59. Чайка, 60. Прыжок, 61. მეტეორი, 62. ელექტრო, 63. სტადიონი, 64. Коктебель, 65. №9, 66. სპორტი, 67. Моряк, 68. სპილო, 69. Чабан, 70. ტენნისი (ჩოგბურთი), 71. Вратарь, 72. Ракета, 73. საზღვაო, 74. სნაიპერი, 75. ბოქსი, 76. ფეხბურთი, 77. Рыбак, 78. ტირი, 79. Дымок, 80. მოტორი, 81. რადიო, 82. Тропика, 83. პალმა, 84. შახმატი, 85. Пограничник, 86. იაფი, 87. Рейд, 88. Ява, 89. Трубка мира, 90. ფიგარო, 91. Пакателос, 92. Кварта, 93. ვირგინია, 94. კოლიბრი, 95. Охотничий клуб, 96. კარმენი, 97. ფლორიდა, 98. Багдад, 99. Нюхательн., 100. Прейс-Курант.

*
- ე ოხერი, სახლში როდესაც ხარ და მუშაობ, მიიხედ-მოიხედავ, დრო ისე სწრაფად მიდის, რომ გაკვირდები. აქ კი, როდესაც იცდი, თუ როდის მიგიღებენ, რა ზანტად მიდის დრო.

„Толкуют о гостинных, и допускаются только в передние“.
Гоголь

„Слава не может дать наслажденья тому, кто украл ее, а не заслужил. Она производит постоянный трепет только в достойном её“.
Гоголь („Портрет“)

ჭიდაობა გლეხსა და ინტელიგენტს შორის (რომანიულ ნიადაგზე).

35 წლის შემდეგ ადამიანს სიმაღლე აკლდება. იგი პატარავდება! (საუბარი ფიზკულტურაზე).
 
პატარა, როგორც ღობემძვრალა.
სამწვადე. 29. IX.

ფიქრთ-გასსართველო. საქართველო. სამმართველო?
გადასართველო. უსართველო. ჩასართველო. განმმარტველო.

14 სეკტ.
თვალის ჩინივით დაიცავით წამგლეჯთა, ქურდთა და მუქთახორებისაგან საზოგადოებრივი სოციალისტური საკუთრება - საბჭოთა წყობილების საფუძველი.
პლაკატი სანატორიაში

*
15/X.
ქალები მღეროდნენ:
Если Волга разольется,
Трудно ее переплыть,
Если милый не смеется,
Трудно его полюбить.

*
მაქციერა-ჩიტი. როდესაც დაიჭერ მაქციერას, იგი ყელს მკვდარივით ხან აქეთ გადაიგდებს - ხან იქით. ჩვენი დიასახლისი მაქციერას ერთ ქალს უწოდებდა. ძალიან მაქციერობს ყელითო.

16/IX.
ორანჟერეაში:
1. იაპონური ჭინჭარი. ძალიან ლამაზი ყვავილი.
2. კაკტუსების კოლექცია (ფილლო ცაცტუს).
3. ბუგემ-ვილია (Вьющаяся).
4. ბეგონია - რეფს.
5. ცინერარები გაზაფხულის.

*
სამდივნო და პრეზ.:
ჩარკვიანი კანდიდ - 3-71-88. ეული - 3-63-55. ბუხნიკაშვილი გუგული - 3-17-17. გვეტაძე - 3-73-18. რადიანი - 3-06-34. ჟღენტი ბ. - 3-20-49. დემნა - 3-31-54. ჩიქოვანი სიმ. - 52-32. ლორთქ. კ. - 62-94. ბობოხიძე - 52-70. სულიაშვილი დავით - 3-32-88.
მწერალთა ბინები:
აფხაიძე შალვა - 01-94. გამსახურდია - 08-11. გორგაძე ვ. - 3-72-51. დადიანი შ. - 3-08-74. ლეონიძე გ. - 3-67-38. ლისაშვილი - 48-35. მარიჯანი - 34-33. ჟურული - 44-24. ხიდისთაველი სიო - 3-62-87. ქორქია რ. - 3-04-56. ქუჩიშვილი - 3-31-34. მოსაშვილი - 58-92. პოლუმორდვ - ... კრეიტანი გ. - 3-69-55. 3-11-22. მაჭავარიანი ივანე - 3-42-12.
მწ. კავშ. ტელეფონები:
მასიური სექტ. - 3-69-68. კანცელარია - 3-54-90. ლიტ. საქ. - 3-47-10. საერთო - 3-55-25. ლიტფონდი - 3-54-15, 3-28-48. „მნათობი“ - 3-13-67.
რედაქციები:
კომუნისტის რედაქტ. - 3-06-68. Заря В. - 3-11-24. მუშა - 3-72-23. პროლეტარი - 3-40-26. Веч. Тб. - 3-19-49. წით. არმიელი - 3-46-45. პიონერი - 3-02-61. "ჩვენი თაობა".

*
ლიტ. საქართველოში: შალვა რადიანი - რედ. ბენაშვილი. ვანო წულუკიძე - მწ. კავშ. 1 - 3 საათ.
სასკოლო სექც.: 7-8 ფორმა, გეგმაში შეტანილია (პეტრენკო).
ფედერაციასთან: პავლე ინგოროყვა, აკაკი გაწერელია, კანდ. ჩარკვიანი.
სახელგამთან ხელშეკრულება დაიდება 5 აგვისტოს.
ცეკას ჩარევა აქ საჭირო არ იქნება, ვინაიდან დადგენილება არის ცაკის ჯერ ისევ 1933 წელსო.
აგრეთვე გამოსაცემად შეტანილი 1928 წლის გეგმაში (დამტკიცებულია). სტრიქონში მომცემენ 3 მანეთს.
არ გამოვიდა. [გვასალიასთან.]

საბავშო სექციაში: საკითხი იუბილეის შესახებ. აკ. გაწერელია, პ. ინგოროყვა.
3-09-64 - საშა სიგუა (რედაქცია).
3-16-14 - ალ. სიგუა (ბინა).
ჯუღაშვილის ქ. 15 - იასამანი.
ბენო ელიგულაშვილი - თეატრალური მუზეუმი.
პაციფიზმი. ღია ბარათებისათვის.
შოთა. ერასტი ტოროტაძე.

22/IX.
„ცხოვრობდა გლეხი კაცი ცოლით, შვილებით (სამი შვილი ჰყავდა). შრომობდა. შრომობდენ ყველანი. კარგი ოჯახი ჰქონდა, მხოლოდ მამა უკმაყოფილო იყო თავისი უმცროსი შვილით და ხშირად გულდაწყვეტით ეუბნებოდა:
- შენგან არასოდეს კაცი არ გამოვა.
შვილი ვერ ურიგდებოდა მამის ყოველდღიურ საყვედურს, წამოძახებას.
- გამოვა! - უპასუხებდა ხოლმე.
- არა, არასოდეს შენგან კაცი არ გამოვა.
ერთ მშვენიერ დღეს შვილი გაჰქრა, გაიქცა სახლიდან. სად, რომელ მხარეს? ალბად თვითონაც არ იცოდა, და რა უნდა გაეგო მამას, რომელიც შეუდგა ძებნას. კითხავდა ყველას, გამვლელსა და გამომვლელს, ატყობინებდა ნათესავებს, შორეულსა და ახლობლებს. ადამიანი გაჰქრა, ვერსად მის კვალს ვერ მიაგნეს. ან როგორ მიაგნებდენ? იგი გადაიხვეწა უცხო მხარეში. იგი გამწარებით ეძებდა ბედს. და ბედმაც მალე გაუღიმა: დიდი წვალების შემდეგ, მრავალი გაჭირვების გადატანის შემდეგ, მრავალი წლის გასვლის შემდეგ გაუღიმა ბედმა მოხეტე ადამიანს: იგი გახდა ფაშა, გამგე მთელი ვილაიეტის. „აი, ცხოვრება ეხლა იწყება“ - სთქვა მან. მართლაც, ძირფესვიანად შეიცვალა მისი ცხოვრება: იგი ფაშაა, მდიდარი, გავლენიანი, შედარებით ახალგაზრდა, შვენება სახელმწიფოსი.
როგორღაც გაახსენდა თავისი ბავშობა.
გადასწყვიტა, წვევოდა იმ სოფელს, სადაც დაიბადა: ენახა დედა, მამა, ძმები, ის ადგილები, სადაც ბავშობა გაატარა.
შეკაზმა ცხენი. შეკრიბა ამალა და გზას გაუდგა.
ვეღარ იცნო თავისი მშობლიური სოფელი.
- სადა სცხოვრობს ესა და ეს? - იკითხა მან.
- აი, მარჯვნივ... - უპასუხეს გლეხებმა.
- გამიძეღვით! - ბრძანა მან.
მიიყვანეს იმ კარმიდამოსთან... სახლში კი არავინ იყო. კარები დახურული დახვდა.
- სად არის ამ სახლის პატრონი? - იკითხა მან.
- ყანაში გახლავთ, - უპასუხეს მეზობლებმა.
- გასწით! ეხლავე მომიყვანეთ! უთხარით ფაშა გიბარებს-თქო.
[ორი] მეზობლებმა ყანაში შეატყობინეს მოხუცს, რომ მას ფაშა იბარებს, რომ ფაშა ახლა მის ეზოშია.
- ვინ? ფაშა? - გაიოცა მოხუცმა. თან შიშის ზარმა აიტანა:
- რა უნდა ჩემთან ფაშას. რა საქმე უნდა ჰქონდეს. ღმერთო, შენს მადლსა, ღმერთო, შენ მიშველეო და შეწუხებული, დაღონებული მოხუცის ნელი სიარულით გასწია სახლისაკენ..
- ფაშას ღვთის წყალობა და დღეგრძელობა ნუ მოეშალოს, - ასე ხელაპყრობით მიესალმა მოხუცი ფაშას.
- გაგიმარჯოს. დაბრძანდი.. ერთი ეს მითხარით, ცოლი სად არის თქვენი?
- აღარა მყავს - გარდაიცვალა კარგა ხანია.
- შვილები?
- სამი შვილი მყავდა: ერთი მომიკვდა, ერთი სხვას ჩაესიძა სხვა სოფელში, ერთიც სახლიდან გაიქცა.
- შესაძლებელია, ის შვილი ცოცხალია.
- რა მოგახსენოთ, მისი ავი და კარგი არა ვიცი რა. დიდი ხანია, რაც სახლიდან წავიდა.
მაშინ ფაშა წინ წამოდგა. წელში გასწორდა.
- ის შენი შვილი მე ვარ...
მამამ გაოცებით თვალებზე ხელი მიიდო და ისე გახედა შვილს.
- ჰო, მე ვარ... ის შენი შვილი, რომელსაც მუდამ მაყვედრიდი: არასდროს შენგან კაცი არ გამოვაო. ეხლა? შემხედე: ფაშა ვარ, ვილაიეტი მაბარია, მდიდარი ვარ, გავლენიანი. გამოვიდა თუ არა ჩემგან კაცი?
მოხუცი სდუმდა.
- არასდროს შენგან კაცი არ გამოვაო! ხა, ხა, ხა! რას იტყვი, მამავ!
მოხუცი სდუმდა დიდხანს, შემდეგ - ნელი ხმით წაილაპარაკა:
- მე მართალი ვყოფილვარ.. მართალი ვიყავი. შენგან არ გამოსულა კაცი. შენ კაცი არა ხარ.
შვილი გაფითრდა.
- შენ რომ კაცი ყოფილიყავი, მოხუც მამას ყანიდან შიშსა და ზარში, ჯოხით ხელში არ გამოითრევდიო... არა, შენ არა ხარ კაციო.

Внутреннее достоинство человека.

22/IX.
რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი
მდიდარი ვაჭარი - ძალიან გულმართალი არ იყო, მაგრამ პურმარილიანი კაცი იყო. როდესაც ერთს უცნობს დაუმეგობრდა, სულსა და გულს მისთვის არ იშურებდა: შეუყვარდა რაღაც ეგ უცნობი. უცნობიც სათანადოთ აფასებდა მის ასეთ დამოკიდებულებას. ქალაქიდან დიდძალი ქარავნები მიდიოდენ უცხო ქვეყნებისაკენ. ვაჭარმაც გადასწყვიტა გაეგზავნა ერთი ქარავანი. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ თითქმის ყოველთვის მათ თავს ესხმოდენ საგანგებოდ ამ გზაზე ჩასაფრებული ყაჩაღები. არც ერთ ქარავანს, რომელსაც კი შეამჩნევდენ, არ გაუშვებდენ გაუძარცვავს. ჩვენმა ვაჭარმა მაინც გადასწყვიტა გაეგზავნა ქარავანი. წინამძღოლად ერთ-ერთი თავისი ნათლული გააყოლა.
მიდის ქარავანი.
ჩასაფრებული ყაჩაღები ხედავენ - რომ ქარავანი მოდის.
- ვაჰ! ეს ხომ ჩვენი ოსეფას ნათლულია, - იცნო ერთერთმა მათგანმა და ამხანაგებს უთხრა:
- ეგ ქარავანი გავუშვათ გაუძარცვავათო.
ამხანაგები დათანხმდენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ შემდეგი ქარავნის გაძარცვისას მას წილი არ ერგებოდა.
უცნობი დათანხმდა.
ქალაქში ჩასვლისას უცნობი მივიდა ვაჭართან. იქვე იყო მისი ნათლულიც, რომელიც ჰყვებოდა ამბავს, რომ ასე მშვიდობიანად მოიარეს გზა. როდესაც ნათლული წავიდა, უცნობმა უთხრა ვაჭარს:
- ჩვენ ერთმანეთის ყველაფერი უნდა ვიცოდეთო, - და მოუყვა დაწვრილებით ყველაფერს.
 
26/IX.
პირველი ავადმყოფობა, რომელიც აღნიშნა ექიმმა: Myocardionethi Neurastheni eurastheni Rheritis dex. Laryngihech.
ისტორია: შრომა - გონებრივი. ალკოჰოლი - ეტანება ცოტას. ეწევა თამბაქოს. მემკვიდრეობა აღნიშნავს ჯანმრთელს. ავადმყოფი უჩივის ნერვიულობას, ცუდ ძილს, ხელების კანკალს, ავად არის 5-6 წელი გულისმხრივი მოვლენებით.
სტატუს პრეზენსი: მაღალი ტანი, სწორი აგებულებით, კანი - ვარდისფერი, კანქვეშა ქსოვილი კარგად განვითარებული.
ათს სეკტ. ავადმყოფის თვითგრძნობა კარგია. ობიექტ. გულის ცემა მიყრუებული და აჩქარებულია.
15/IX.
ავადმყოფი უკეთ გრძნობს თავს. ობიექტ. გულის ტონები ოდნავ მიყრუებული, სუფთა და რითმიული. პერკუსია: ფილტვის ხმა.
აუსკულტაცია: ვიზიკალური სუნთქვა. სისხლის მიმოქცევის ორგანოებში რაიმე თვალსაჩინო ცვლილებები არ აღინიშნება.
პერკუსია: გულის საზღვრები გადიდებულია.
საჭმლის მომნელებელი ორგანოები: ენა თეთრად შელესილი, ყლაპვა თავისუფალი, მუცელი ოვალური, რაიმე მტკივანობა არ აღინიშნება.
ნერვიული სისტემა: აღინიშნება წითელი ლეხმოგრ.
მხედველობის, სმენის და ყნოსვის ორგანოები დამაკმაყოფილებელია.
ყელი ნორმის ფარგლებში (გიორგობიანი).
ნერვო-პატ. ექიმის დასკვნა: ავადმყოფს აქვს მწვავე ფუნქციონალური (ა.) ნევროზი. სასურველია, დაენიშნოს მინერალური აბაზანები დღეგამოშვებით და დღეგამოშვებით კი 360 - 3: მტვერის შხაპი. შიგნით მოგრძო ბრომიდება კარითავოსთან ერთად (ჟვანია).
ყელყურის ექიმის დასკვნა: Laryngitis chromis დანიშვნა. ინგოლიაცია და ყოველ 15 წამის შემდეგ ზეთის ინგოლიაცია (ჯოჯუა).
ფიზიოთერაპევტიული ინსტიტუტი.
Высокое стояние диафрагмы. Сог. своей нижней границей широко соприкосается с последней. Эксцентрическое расширение IV душ. слева. Во II косом ретрокардианальное поле сужено за ვეულსიმ. Пульсация учащена, амплитуда укорочена. Тень сосудистого пучка усилена, в начальном отделе слегка расширена. Положение краниольного полюса высокое. Резко выражен არცულ აორხაე. Усиленный рисунок корней легких. Cheycer.
<...> и инфаменер... изменений не обнаружено.. Подвижность диафрагмы и Lieryse свободны. Заключение Myocardionethic... Явления склероза (სოლდატოვა).

27/IX.
აცივდა. სულ რამდენიმე დღის წინად ცელსი უჩვენებდა 270. დღეს კი არის 90. მთელი დღე სწვიმს.
 
28/IX.
ღრუბლიანი დღეა. მივიღე პროცედურები: ტალახი და ინგოლიასია. ზინა! ეს ხომ მშვენიერი პოემაა! განმეორება!
ვიყავი ადგილობრივ მუზეუმში.
სანატორიიდან ბევრი წავიდა.

მათრახის ჰაერში სივილი.

28/IX.
თითქმის თვეა, რაც ვმკურნალობ. მიღწევები ასეთია: 1. მომემატა სმა-ჭამის მადა (თუ თფილისმა არ მიმტყუნა შემდეგ). 2. მიკლო ხელის კანკალმა (ფუნქციონალური ნევროზი). 3. გაჰქრა ალკოჰოლის მოთხოვნილება. 4. გაჰქრა შედარებით ნერვიულობა (მანამდე მეშინოდა ქუჩაში გავლა, მეგონა, თუ ვინმე მომდევს-მეთქი. სანატორიაშიაც: ერთხელ კარები დაკეტილი იყო. მე შემიპყრო შიშმა, რომ ვიღაც შინჯავს ჩემს ოთახს მეთქი და სხვ. ასეთები). 5. გაჰქრა ადამიანების შიში (нелюдимость). ყოველ ადამიანში რომ მხეცი მელანდებოდა, ეს თურმე მხოლოდ დევნის მანია იყო. 6. გაჰქრა მელანჰოლია. 7. ხმაც თანდათან ბრუნდება (ინგოლიაციის შედეგი). 8. თვით გრძნობა საუკეთესოა. 9. დამიბრუნდა მშვიდობიანი ძილიც. მხოლოდ გულის მხრივ, მდგომარეობა, ვგონებ, უცვლელია, თუ არ გაუარესებული. ტალახის პროცედურა ხელს მიშლიდა მიმეღო ვანნების პროცედურა. ალბად, როგორც გული, ისე ნერვები კიდევ ხანგრძლივ ექიმობას მოითხოვს, რა თქმა უნდა, თბილისში.

*
სამფლობლო. სამშობლო.
- ყოჩობის დრო წავიდა! დედალ-მამლობა აღარ არის ეხლა. უკვე ყველა მამალია (ქალიც).
- იგი ყოყოჩობს!
- კოკოჩობის დრო ცავიდა! დედალ-მამლობა აგარ არის ეხლა. უკვე კველა მამალია, - განაცხადა ევამ.

*
29/IX.
1. Украинская ССР, 2. Таджикская ССР, 3. Азербейджанская ССР, 4. Белорусская ССР, 5. Киргизская ССР, 6. Р.С.Ф.С.Р., 7. Армянская ССР, 8. Узбекская ССР, 9. Туркменская ССР, 10. Грузинская ССР, 11. Казахская ССР. Абхазская АССР.
ამ ენებზე უნდა ითარგმნოს ჩემი წიგნები.

30/IX.
დღეს უკანასკნელი დღეა ბორჯომში. მივემგზავრები თბილისს.

*
ტურგენევმა ერთხელ უთხრა ფლობერს: „Вы знаете, что в комнате бывает иногда запах мускуса, который невозможно изгнать. То же самое происходит и со мною: вокруг меня, и притом постоянно, носится запах разложения, разрушения, смерти“.
Это дворянский минор.

სადგური. ეტლების თქარათქური.

*
- ბედი არა მაქვსო, - ამბობს ავადმყოფი, - აიღეთ ასეთი ბედისწერა. მაგალითად, ქვაბში ჩავარდა ერთი თმა ქალის. უსათუოდ კერძის დარიგებისას ის თმა მე შემხვდება. ეს ამბავი ვუამბე ცოლს.
 
*
ვასო აბაშიძე:
- როგორა ხართ, ვასო?
- ღონე მომემატაო. წინად, დილით რომ გამომეღვიძებოდა, ამიდგებოდა და „პალატკასავით“ იდგა საბანიო. ვერ ვღუნავდი ორი ხელით. ეხლა კი ცალი ხელითაც ვღუნავო.

*
მზეზე - აკვანში დარჩენილი ბავშვი (მ).

Прима. Рима. Сантима. Гримма. Гриммаса. Мимо. Неуязвимо. Неопомима. Цусима. Незримо. Непостижимо. Анонима. Гонима. Вымя. Нажима. Неотвратимо. Серафима. Авиохима. Отразимо. Имя. Дыма.
Экстра. Маестро. Оркестра. Реестра. Пестро. Манчестера. Днестра. Клитенместра. Семестра. Эздра. Палестра. Текста. Спектра. Экстравагантность.

*
- გატიანა!
- გატუნია!
- გატიონა.
სახელები. რომანის გმირი.

*
25/IX.
ჩეხოსლოვაკიაში საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.
- მთავარსარდლად ერთი ვიღაც ცალთვალა გენერალი დაუნიშნავთ. გაზეთში იყო დახატული.
- ეჰ, ძმაო, ცალთვალა კი არა, ორთვალა კაციც ვერაფერს გახდება, ისეთი მდგომარეობაა!

*
- სად არიან იური და ევა?
- მთვარის აბაზანებს იღებენ.

- რას შვება, რას შვება, აბა, რას შვება ეს ამიდი.
- Есть дождик, есть!
 
ვიღაც მირიანაშვილი ყოფილა, სახალხო პოეტი ვარო, იძახის. დადის კურორტებზე და გამოსვლაზე 150-200 მანეთს იღებს. ხლესტაკოვი!

- აიკირკლებიან ჩირებით.
- დილით გულზე გადაფერავ (ულამაზო ცოლის შერთვაზე).
- მთელი "ლიახი" წრიალებს.
- წაწკანებს.
- ამიწყვეთ ჩონგური, - იძახდა მოხუცი ქალი, რომელსაც ყურს არ ესმოდა, აუწყობდენ და მღეროდა, მაგრამ როგორ (ყრუ ბეტხოვენი).
 
- დიპლომატი, რომელიც ბავშვივით აიჩემებს რაიმეს და სტირის ერთა ლიგის კარებთან.

*
- სთქვა ხომ ილია ჭავჭავაძემ: „სინიდისი - ეგ ისეთი გაბმული ბაწარია, რომელსაც უსინდისო კაცი ხან ზევით მოექცევა, ხან ქვევით“ (ე. ი. ყირამალას გადადის რაღა).

ბორჯომი
21/IX-38.
კურორტი გაშენებულია 810 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს არის თვალწარმტაცი ხეობა კავკასიის მთების სამხრეთის კალთებზე მუდმივად მწვანე წიწვოვან მასსივში. ჰაერი სუფთაა, გამჭვირვალე და ოზონით გაჟღენთილი.
Щелочно-углекислые минеральные источники.
სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, სასტუმროები, ბალნეო-ფიზიოტერაპევტიული ინსტიტუტი, პოლიკლინიკა, ლაბორატორია და სხვ.
სეზონი - მთელი წელიწადი.
რაიონი წარმოადგენს ამაღლებულ ადგილს, მაღალი მთის ქედებით დასერილს, მშვენიერი ხეობებით მათ შორის. ერთ ამგვარ ხეობაში - დაბლობში, სადაც მტკვარია, ბორჯომი და გუჯარეთის წყალი (Черная речка). მუდმივად მწვანე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით შემოსილ მთებს შორის გაშენებულია კურორტი ბორჯომი. იგი გაოცებს სიმდიდრით და მრავალფერობით, მისი რელიეფი და ფერადები.
ბუნება აქ მშვენიერი და დიდებულია. ბორჯომის მთები წარმოადგენენ კალთებს (отроги) ვახანისა და თრიალეთის მთებისას; ვახანის ქედი, რომელიც ახალციხე-იმერეთის მთების ნაწილია, საზღვრავს რაიონს ჩრდილო-დასავლეთის მხრით. თრიალეთის მთა ჰქმნის რაიონის სამხრეთის საზღვარს და საშუალოდ აღიმართება 2400 მეტრამდე. თრიალეთის მთაზე აღსანიშნავია მწერვალები: საყველოს მთა - 2809 მეტრ. ზღვის დონეზე, საკისლო - 2852 მეტრ., წნაურა - 2693 მეტრ. და ცხრა წყარო - 2684 მეტრი ზღვის დონეზე. ცხრა წყაროზე (ბაკურიანიდან 12 კილომეტრი) სპეციალურად ადიან, რომ დაინახონ მზის ამოსვლა, გაოცებით უცქირონ სანახაობას, რომლის მსგავსი რამ არსად არ შეიძლება ნახოს ადამიანმა.
ჯერ ისევ შუაღამე იქნებოდა, როდესაც ვიწყეთ მზადება. ვიყავით ცხრა კაცი. ჩვენ შორის იყო ოთხი ქალი. ჯერ ისევ ბნელოდა, ცხრა წყაროზე რომ ავედით. რა დიდებული სანახაობა იყო. მაგრამ ამაზე შემდეგ. დავუბრუნდეთ ჯერ ისევ ბორჯომის რაიონს.
აქ, ხეობებში ხმაურობით და აღქაფებით ეშვებიან მთის ნაკადულები, ეშვებიან მთის მწერვალებიდან [მრავალ] მდინარე მტკვარში.

*
- აგერ-აგერ, მოსწყდება.
- გინდა დალიო?
- ხელი მამე, ხელი.
- ციდა.
- ესა და ისა ჯაფარიძე, ორივე უფსკერო გოდრებივით არიან.
- ღმერთმა შენს ოჯახში დურგალი მოიყვანოსო, ამბობს ანდაზა. დურგალი არასდროს ისე არაფერს გაგიკეთებს, როგორც შენ გინდა. გატყუებს, ძვირს დაგიჯენს, გააჯანჯალებს საქმეს, აჭიანურებს და ბოლოს... მაინც არა გამოდის რა.

*
ლაჟვარდის ცასთან
მდევივით მდეგი
გაბრწყინვებული
მოსჩანს ყაზბეგი.
იგი დგას მშვიდათ...
.....................................
გააფთრებული
მოგრგვინავს თერგი.
 
თერგი
იგი ჰქუხს წყრომით,
რისხვად და მოსვრად.
მწყრალი სასტიკად,
მწყრალი საოცრად.
 
ყაზბეგი
იგი [წევს] დგას მშვიდათ
და უმოძრაოდ,
მშვიდი სასტიკად,
მშვიდი საოცრად.
 
*
მოზაიკური სახელმწიფო - მრავალერიანი და ტომიანი სახელმწიფო (ჩეხოს., პოლშა).

პირსაბანის პატარა საცავი.

21/IX.
- ისე სწორად იარა შენმა გვარმა, როგორც შენ სწორად ლაპარაკობდე!
Мятное масло - თაგვების წინააღმდეგ. ძვირი რამ არისო.
- ეხლა ეგ წვიმა კარგია, სულ სიმშრალე რომ იყოს - გადაიგვალება.

*
1. У источника.
2. На мосту (обл.).
3. Под мостом.
 
- ექიმისგან დათხოვილი ვარ.. მჟავე არ სჭამოო, მწარე და სხვაო...
- კაბინეტიდან გამოვიდა მთლად გაწითლებული და ოფლიანი, თითქო გოგილოს გოგირდიან აბანოში ყოფილა.

ღია ავტმობილი სავსე იყო ფერადათ ჩაცმული ბავშებით და ერთი შეხედვით ყვავილებით დატვირთული უზარმაზარი კალათი გეგონებოდათ.
 
რუბენ ნურალოვი.
საიუველირო მაღაზია ერევნის მოედანზე.

- შენ გესმის? - იტყვის იგი, - მიუხედავად იმისა, რომ თორმეტს ესმის.
- გეთაყვა! - მაინც თორმეტს.
- შენ, იმანო!
 
კასტელიანშა - ქალი, რომელიც თეთრეულს არიგებს სანატორიაში.

ბორჯომი - პარკი. ფიზიოთერაპევტ. ინსტიტუტი. ქეთო (ზინა) ზურაბიშვილს.
 
Детские зубные щетки.
მტვერის საფერთხი ცოცხი. ჯოხი.
- ლეგენდარული ექიმი გრინიოვი (ბორჯომში).
16 კილო ფუთი.
 
- შენ ხარ ჩემი ბატონი, - გეტყვის იგი, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ერთი კი არა, თორმეტი ბატონია.
 
28 X 25 = 360 р.
3-22-85. ს. აბაშელი. 3-55-25. მწერალთა სასახლე.
3-18-20.

1938