შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-107 - 1936 წელი


მოსკოვი. 1936. ივნისი-ივლისი.

3-28-48. ლიტფონდი.
3 საათზე 7 ს. Скорый.
„კომუნისტი“, „Заря Востока“, „Веч. Тбилиси“, მუშა, ლოკომოტივი, ახ. კომუნისტი, ნიანგი, ფიზკულტ., Молодой Рабочий.

100 გრ. კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი კონიაკი, 1 ჩაის კოვზი თაფლი ან შაქარი, 1 ჩაის კოვზი კაკაო, 1/2 ჩაის სტაქ. რძე ცხელი.
გრელკა.

ანთიძე. 18 сент., №219. 3936.
საათობით.
ქობულეთი. საქმშენის მეორე უბანი. ბუჰღალტერს ვალიკოს, ქიქავას.
3-55-25. არის. 500.

ორდენოსანთა წიგნის შესახებ
1. უნდა მოვახერხო, რომ მე დამეთმოს ხუთასი გვერდი: ხომ სთქვეს, რომ თქვენთვის დათმობილი იქნეს მაქსიმუმიო.
2. ტიხონოვის თარგმანი - გადაკეთდეს ორ-ორ სტრიქონად. ამითი ლექსი უფრო კონდენსაციური იქნება და ადგილსაც ნაკლებს დაიჭერს.
3. უნდა შევიტანო სამგვერდიანი განყოფილება: „Отрывки из разных стихов“, იმ წიგნიდან, რომელიც გამოცემულია. Четверостишия.
4. რათაც არ უნდა დაჯდეს, წიგნი უნდა გაიხსნას ლექსით: [„Я словно новь“] „Новь“. სათაურს უნდა შეცვლა.
5. ფოტო სურათი: ან ის, რომელიც კრემლშია გადაღებული, в обработке художников, ან ახალი, აქვე გადაღებული.
6. ჩემის აზრით, არ შეიძლება შეერთება ყველა ორდენოსნების: ვინც მიიღო ლენინის ორდენი, იგინიც ახლავე უნდა იქნას გამოცემული. კონსტიტუციაში პირდაპირაა ნათქვამი: [Каждому по своему труду отдается].
7. ა. როდის გამოვა წიგნი? ბ. ვინა სცემს? გ. ჰონორარი? (300-400 სტრ.).
8. არ იქნება ავტოგრაფი?
9. შემდეგ რა არის კიდევ საჭირო წიგნისთვის? უკეთესია ტიხონოვის თარგმანები იქნეს ამ წიგნში და ბრიკისაც.
10. ქრონოლოგიურად დაწყობა შეუძლებელია.

*
ის დრო წავიდა, როცა იკითხავდი:
- რა[მდენი] მოგცე?
და გიპასუხებდენ:
- რაც შენი ნება იყოს, ცავ!

*
9 პოეტი.
9 პოეტი იქნება მოყვანილი ამ წიგნში.
ოზურგეთი და მერია.
მიქარას. წიქარა.
რასი წაბულა. რაის? სილა. ბურვაკი.

*
[მთა უქი-მერიონი]
სდგა მთა უქმერიონი,
ქვევით ქუხდა რიონი;
[ქვევით] შორით კავკასიონი
[ელვარებდა დიდებით]
იდგა გულდამშვიდებით.

[ელვარებდა [ზენიტი] ღრუბელი
ფერად პირამიდებით.]
ჩადიოდა მნათობი,
ლალით, მარგალიტებით
[ჩადიოდა მნათობი,
უდიადეს დიდებით].
ზვიადი.
Трий.

უკანასკნელი ლხინი
[..........................................
...........................................]
ჩადიოდა მნათობი
ლალით, მარგალიტებით,
[უხვად გადანადნობი]
ნანგრევი და ნადნობი
დიდებით და შვენებით..
(მაინც თავის დიდებით)
[მთაზე შუქდანანდობი]
[ნაზი] მაინც სახე-სანდომი,
მთაზე შუქ-დანანდობი,
ჩადიოდა მნათობი -
მზიურ გულდამშვიდებით.

ჩადიოდა მნათობი -
მზე - [ზღაპრულად] დიადზე დიადი,
იყო ფერ-[განატოპი] გადამტოპი
ელვა ფრიად-ფრიადი.
ქვევით ჰქუხდა რიონი,
ქროდენ ბინდის სიონი -
შორით კავკასიონი -
იდგა მძლე და ზვიადი!

მზის ამოსვლა
მთით ამოდის მნათობი
ლალით, მარგალიტებით.
ათასფერად ნადნობი,
და შემკული დიდებით.
ლაღი, სახე-სანდომი,
მთაზე სხივ-დანანდობი,
ამოგორდა მნათობი
მზიურ გულდამშვიდებით.

ამოვიდა მნათობი
მზე დიადზე დიადი,
იყო ტბათ გადამტოპი
ელვარება ფრიადი.
ქვევით ჰქუხდა შავი ზღვა,
ჰქროდენ შორნი სიონი.
შორით კავკასიონი
იდგა მძლე და ზვიადი.

ყოფნის მთელი დროებით,
წლებით და საათობით,
დიდის უდაბნოებით,
ვრცელი უმარადობით
ჩემი დღე და სოფელი,
მკაცრი, უარმყოფელი,
ამ მხნე, ამ მახლობელი
გაჩირაღდნდა მნათობით!

გასწირა. ჩასძირა.

* * *
დაზგასთან იდგა მეტრნახევრიანი სიმაღლის ოთხფეხა წოწოლა სკამი, რომელ...
ბათომი.

* * *
ჩადიოდა მნათობი, ლალით, მარგალიტებით,
ნანგრევი და ნადნობი - მაინც თავის დიდებით.
მაინც სახე-სანდომი, ზღვაზე შუქ-დანანდობი
ჩადიოდა მნათობი მზიურ გულდამშვიდებით.

ჩადიოდა მნათობი, მზე, დიადზე დიადი,
იყო ტბათ გადამტოპი ელვა ფრიად-ფრიადი.
ქვევით ჰქუხდა [რიონი] შავი ზღვა, ჰქროდენ ბინდთა სიონი,
შორით კავკასიონი იდგა მძლე და ზვიადი.

[წლებით, თვით და დღეებით] [წლებითა და თვეებით, დღითა]
ყოფნის მთელი დროებით, წლებით და საათობით,
დიდის უდაბნოებით, ვრცელი უმარადობით,
ჩემი დღე და სოფელი, მკაცრი, უარმყოფელი,
შორი, თან ახლობელი, ჩადიოდა მნათობი.

*
- მაი არაა საქმე.
- რომ შეხედო, ჩაპაევი გეგონება. ხმაურობს, გულდიდობს; საქმე რომ მიდგეს, [ფრთხალია] თხილია: გასტეხ და ნამცეცა გული აღმოაჩნდება!

Т. 5-80. Библиотека им. Ленина. Доб. научный отдел. Гр. Каландаришвили. От 9 ч. до 1 ч. дня.

*
„ძველი ტფილისის კარგი მცოდნე“.
„მწერალი და პოეტი“. მ. გარიყული.
კამეჩი. ღამეჩი.
Горы Кавказские.
მიხ. ზანდუკელი. ახალი ქართული ლიტერატურა. I. 1935. ბათუმი (გვ. 36. 37).

* * *
კაცმა უნდა სწორებით
ქვის გული იქონიოს.

მეწისქვილის შვილი
ერთი მეწისქვილე იყო: მთელ სოფელსა სძულდა და სამართლიანადაც: ეს მეწისქვილე თავის წისქვილის ახლო ურმების გაჩერების ნებას არავის აძლევდა: აქაო და წისქვილის წინ მოედანი ამიტალახიანდება ან გამიბინძურდებაო. „ურმები დეე ა იმ მოხოულში დააყენონ, ტომრები კი აქ ზურგით ზიდონო“. მართლაც, გლეხებს რა გზა ჰქონდათ: ზურგით ათრევდენ შორს მანძილზე საფქვავს. ეზიზღებოდა ხალხს, ჯავრობდა ხალხი, იგინებოდა, მაგრამ რას გახდებოდა ყოვლად ჯიუტ და სინდისზე ხელაღებულ მეწისქვილესთან?
ერთიც ვნახოთ, მეწისქვილე გარდაიცვალა.
მეწისქვილის შვილმა კი იფიქრა:
- მამაჩემმა ხალხში ცუდი სახელი დასტოვა. ისეთი რამ რა მოვიგონო, რომ მის სახელს ყველა სიყვარულით ახსენებდესო.
ბევრი იფიქრა [თუ ცოტა იფიქრა] და ბოლოს ერთ გადაწყვეტილებას დაადგა: [და ეს გადაწყვეტილება სისრულეშიც მოიყვანა: გამოუცხადა] აიძულა სოფელი, რომ ამიერიდან ურმები უფრო შორს დაეყენებინათ, ვინემ მამა-მისის დროს იყო, ორჯერ უფრო მეტად შორს და ამ გარემოებით კიდევ უფრო გამწარებული სოფელი ერთხმად გაიძახოდა:
- ღმერთმა აცხონოს მამა მაგისი, წინანდელი მეწისქვილე - აბა, მართლა კაცი ისა ჰყოფილა და ჩვენ კი რა ვიცოდითო.

* * *
მოგონებები - თითქო მთებია.
რამდენ სიმძიმედ გულზე მდებია -
მტკვარი, რომელზეც ქანაობს ხიდი,
სად ძველისძველი წისქვილებია.

ის მეწისქვილე სძულდა მთელ უბანს,
გლეხს, მაგალითად, ვირი გაუბამს,
შორი მანძილით საფქვავს მიათრევს,
მეწისქვილე კი პირდაპირ ღუპავს.

დაიფშვნა.
ხაპი, „ფენჯერი“, ჩიტი და ვარდი, ბავშისნაირად.

15/IX-36.
ხელოვანთა სასახლეში რომ შევედი, იქ პირველად გაბესქირია შემხვდა: ვიღაცაის შეკითხვაზე, თუ რად არ ვატარებ ორდენს, მან წამოიძახა:
- რად უნდა გალაკტიონს ორდენის ტარება - შეხედოს ყველამ, თვითონ ორდენიაო.
ამ დროს ვნახე წერეთელიც. ძალიან ბევრს დამპირდა.
ჯავახიშვილი, რადიანი, ცეცხლაძე, ვარდოშვილი ერთ ჯგუფად იდგნენ. მივესალმე. დემეტრაძე, ჟღენტი, იაშვილი, ბააზოვი - ოთახში. გამოვიდა დემეტრაძე და მოველაპარაკე.
ეწყობა საღამო მოსკოვში.

შოფერი, ალი. კანდ. მარუსია.
„აუღებელი ქვეყანაა“.
„პროგრამა არა აქვს“.

ქობულეთი. 18/IX-36.
კოოპერატივში ვდგევართ. გარედ კოკისპირულად წვიმს. დუქანში შემოდის მოხუცი გლეხი და გულდაწყვეტით ამბობს:
- ეეჰ, საწყალი ძროხები, მინდვრებში გავუშვით უმწყესოდ!
- შე კაი კაცო, ღობეს გავუკეთებდი, - სთქვა ვიღაცამ.
- ღობე რას უშველის, - სთქვა გლეხმა.
ამ ლაპარაკში დახლში მდგომი ნოქარიც ჩაერია.
- რა ღობე, რისი ღობე, რისი ჭიშკარი? ეხლა არც ღობეა საჭირო, აღარც ჭიშკარი.
- თუ ეგრეა, - უპასუხა გლეხმა, - მაგ დახლში რასა დგეხარ. შენ შენთვის წადი, ბიძია, სახლში და ჩვენ რაც გვჭირია, წავიღებთ ამ კოოპერატივიდან და წავალთ. სოციალიზმიც ეს იქნება.
- ნუგეში, დურსუნ, - უთხრა ეხლა სხვა გლეხმა, - შენ თუ ვერ მოესწრები სოციალიზმში შესვლას, შენი შვილი ხომ მოესწრება...
- შვილს თავში ქვა უხლია. მე უნდა მოვესწრო, თორემ... - უპასუხა გლეხმა.
- შენ შვილზე ადრე მოესწრები სოციალიზმში შესვლას, - დაასწრო ნოქარმა.
- აბა, როდისღა მოვესწრები?
- საიქიოს ხომ შვილზე ადრე წახვალ, და ნამდვილი სოციალიზმი თუ გინდა...

*
კაპიტალია, პიტალია.
პოეტის შემოსავლიანობა ესპანეთში.

ესპანეთში ამჟამად
ერთად ერთი კაცია -
რომელს სხვა პოეტთაგან
განასხვავებს ნაცია.

ღომი ინდაურის საჭმელია. ბჟოლის ფოთოლი ღერღილაში.

*
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, ჩვენი მწერლობის სახელით მხურვალეთ მოგესალმოთ. ნება მომეცით, მხურვალეთ მოგესალმოთ ჩვენი ძვირფასი აჭარისტანის მშრომელებს, მის ინტელიგენციას, მის მასწავლებლებს.

*
[ზღვა]. ეიფელი, ეიფელმა, ეიფელის. კოშკია.

ვისაც სხვად ესმის სიტყვა ხალხური,
რა ეკადრება? - კარგი პანღური.

პუშკინს ეხვევა საეჭვო ლანდათ
ყოველი ბანდა და კონტრაბანდა.

რა უნდა უთხრა? ბოლოს და ბოლოს
[სვას ცივი წყალი] სთქვას, რაც კი უნდა და შეაყოლოს!

*
5-25. ილარიონ ჟღენტი.
ადამოვი (მთ. ფოსტ). (ძვ. გაზ.).

- სალამი!
- იცოცხლე!
- სალამი.
- იცოცხლე, ჩემო ბეკო!
- რა ამბავია?
სხვაის.

ასპინძელი. მასპინძელი.
გოლიაძე.

*
ეს ამბავი ჩუმად მიამბოვო, სთქვა ქალმა, სოხუმის ერთმა მებაღემ, რომელსაც სხვა ქალაქებში გაჰქონდა ყვავილები და იქ ყიდდა, თან მოითხოვდა, რომ ეს საიდუმლო არ გაემჟღავნებინათ..

გორტენზიები
როდესაც შორს გზაზე გინდა წაღება: ყვავილები უნდა შეახვიო სოველ ჩვარში და ისე წაიღო. სხვა ქალაქში რომ ჩახვალ, ეს დამჭკნარი იქნება.
გააცხელე წყალი ძალიან და ამ მდუღარეში ჩააწყვე გორტენზიები ღერებით.
ყვავილები გაცოცხლდება ნახევარი საათის შემდეგ იმავე წყალში ყოფნისას.

*
Даешь!
მხატვარი, კომპოზიტორი.
განსახკომი (მწერალთა კავშირი). ორკესტროვკა. კლასიკ. მუსიკა. (ლიტოგრაფია).
ჯერ პრინციპიალურად და დღე.
საბჭოთა აჭარა - რედაქცია.
რა ჰქვია ქათამაძეს?
განსახკომი. ცეკა. ცაკი.
საქალაქთაშორისო ტელეფონი.
მწერალთა კავშირი.

საბჭოთა აჭარა. ბათუმი
25/IX-36.
12 საათზე - დ. დუმბაძემ მიშოვა ერთი დღით სასტუმრო. საღამოთი რვა საათზე შეხვედრა მწერლებთან (არაფერს არ ამბობს საქმეზე). ვნახოთ, რა გამოირკვევა ვახშამზე (მანიძე - მალაშხია).
1 საათზე - ვიყავი თეატრში. ღირს განათებით, მომსახურე პერსონალით 500 მანეთი. 700 ადგილია. ადგილები 12 მანეთიდან 3 მანეთამდე - იძლევა მთელ შემოსავალს - 5.000 მანეთს. ხვალ ჩამოვა თეატრის გამგე - ჭავჭანიძე და გამოირკვევა, მექნება თუ არა 5 ოკტომბრისთვის თეატრი.
სახელგამში ვათვალიერებდი „ქართველ მწერალთა ანტოლოგიას“: იქ სამი ახალგაზრდა ჰკითხულობდენ გრიშაშვილის ლექსს:
- ო, ეს მამაძაღლი! რა ნიჭიერია, რომ ეხლაცა სწერდეს.. - სთქვა ერთმა.
- გალაკტიონ ტაბიძე და მაგი, აი, ძმაო, - დაუმატა მეორემ, - პირველები არიან.
- გალაკტიონ ტაბიძე მაგასთან სად მივა, - შეაწყვეტინა მესამემ.
- გალაკტიონ ტაბიძე ეხლა რომ სწერს, ისე კი არ სწერდა - სთქვა მეორემ...
მე არ შეუმჩნევივართ, მაგრამ საგულისხმო საუბარი კი იყო. დავიმახსოვნოთ!
მე მგონია, ეს გრიშაშვილის, შანშიაშვილის, ყანწელების და სხვების პოზიციის გამოძახილია.
ეხლანდელმა მათმა მდგომარეობამ ცოტათი აამაღლა ისინი, მაგრამ როდემდის?
ეხლა მე ვიცი, დაპყრობილი პოზიციების გამაგრება როგორ უნდა.
რათაც არ უნდა დაჯდეს, უნდა ავალაპარაკო ყველა ჩემს პოეტურ მიღწევებზე, რომელთაც მარხავენ.
საღამოთი ვილაპარაკე მწერალთა შეხვედრაზე ბევრი, ძალიან ბევრი, შევეხე მრავალ საჭირბოროტო საკითხებს.
ბოლოს ვიღაცაის ერთი შეკითხვა:
- რატომ იყო რევოლიუციამდე თქვენი ლექსები უფრო დახვეწილი, ვინემ რევოლიუციის შემდეგ?

*
ნესტორ მანიძე (მალაზონია). პარმენ ლორია (300 მ.).

ისეიკოვი (მთ. ფოსტ. ძველი გაზ.).
Ротницкий Арон Давидович.
ბათუმი. ბუდიონის 14. გ. გრიგორიანს.
Ксениевская 11, кв. 11, Вера Несторовна Бархударова.
Чернишков - художник. Вещи для иллюстр.

აყვავებულა მდელო, აყვავებულა...

*
- Пожалуйста, счет с меня.
- 12 рублей.
- Пожалуйста, получите.
(ანგარიშს ვუსწორებდი ქობ. სადგურზე საუზმისთვის. იქვე ჩემ მაგიდაზე მდგომმა ქალმა შენიშნა. გურულია, მაგრამ მე რუსი ვგონივარ):
- 12 рублей мне в 5 дней хватит! Вы за одну закуску, да!
შემრცხვა!
რა არის 12 მანეთი?
რატომ უნდა სთქვან ასე?

8/X.
შემხვდა კომ. ინსტრუქტორი (გვარი არ ვიცი, მაგრამ კარგი კაცია, მან მითხრა, რომ დამეხმარება წიგნის გამოცემაში).
პარიკმახერი. სარაჯიშვილი შაქრო.
ნათიძე.


გალაკტიონ ტაბიძე.
* * *
[მიყვარს ასეთი მართლაც გმირობა]
[ვაშა ესპანეთს, აი, გმირობა]
აი, ნამდვილი გმირთაგმირობა
და თავდადება!
ვარდებით მისით [ქვეყანა] მსოფლიო მალე
ათავთავდება.
დრო მოვა, ძმებო, და ჩვენ შევხვდებით
გულით ერთმანეთს.
ვაშა [მებრძოლებს] მომავალს, ვაშა [რაინდებს] მებრძოლებს,
ვაშა ესპანეთს!

გ. ტაბიძე.
* * *
[აი, გმირობა და თავდადება!
მისი ნაყოფი,
უხვი ნაყოფით ათავთავდება
მისი ნაყოფი.]
აი [მადრიდი, აი] ნამდვილი გმირთა გმირობა
და თავდადება!
მისი [მზით] ნაყოფით მთელი ქვეყანა,
[ვით] ერთგულება და ერთპირობა
ათავთავდება!

რად არ ვარ მე იქ. რისთვის არ ვხვდებით,
ძმებო, ერთმანეთს.
ვაშა ესპანეთს, ვაშა იმედებს,
ვაშა ესპანეთს.

*
დრო მოვა, ძმებო, და ჩვენ შევხვდებით
    გულით ერთმანეთს.
ვაშა ესპანეთს, ვაშა ესპანეთს,
    ვაშა ესპანეთს.

*
ვაშა ესპანეთს! აი გმირობა!
        და თავდადება!
[ნაყოფით] ვარდებით მისით ქვეყანა [მთელი] მალე
        ათავთავდება.
რად არ ვარ თქვენთან. რისთვის არ ვხვდებით
        ნეტავ ერთმანეთს.

*
Дом. Отд. Сов. Антон Чумбуридзе.
ა. ჭუმბურიძე. სამხატვრო ბრიგადა.

Правда от 4-го сентября.
Лит. Газета от 10 или 9-го июля.

1-62. შმიდტის ქ., საკურორტო სამ. ერმილე ჩიგოგიძე.
ნეკერი.
Фрейлинск. д. 6. Кутателадзе.
№ книжки от изв. Написал для „Зари Вост.“    

* * *
- Федя, ты куда пошел, а Федь...
- Я знаю...

- Маруся, а Марусь... ты куда идешь?
- Я знаю.

- Нюра, а Нюрь...

1936