შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-76 - 1933 წელი


Георгий Александрович Мамиконян.
23-73 - ოლ. ტელ.
გოგოლის ქ. 57. გიორგი ნა.
Раффи 29. Госиздат Арм.
Н. С. Тихонов. Зверинская 2, кв. 21.
აკაკი წერეთლის ქ. (гапов.) 15. გ. ქუჩიშვილი.
Грузфото перешло на Плехановский просп. №164. Здание Госиздата.
Техническая №6. Георгий Сесиашвили (Скульптор). კოტე ერისთავი.

* * *
[და ხმოვანების მოვარდა სვეტი,]
როგორ ხმოვანებს ტალღათა სვეტი,
ხან ბედნიერი, ხან გულსაკოდი
[რეკავს] ოხრავს გობოი, რეკავს კლარნეტი,
ოხრავს ფლეიტა, გრგვინავს ფაგოტი.

Мих. Голодный.

ხის ინსტრუმენტები:
1. გობოი, 2. ფლეიტა, 3. კლარნეტი. 4. ფაგოტი.
Где черная... В. 58

1. ჩერნიავსკი, 2. ელსნერი, 3. გაფრინდაშვილი, 4. ბაგდანოვსკი, 5. პეტრენკო, 6. კრეიტანი. 7. Рюрик Ивнев.

მთავარი ფოშტა. „Союз-печать“. არქივი.

1. სიეზდისთვის წიგნი არ ესწრობაო.
2. მაშინ რა საჩქაროა.

ეგ არი და გორის ციხე.
ნელა წამოდიო, ჭიანჭველა არ გაჭყლიტოო! (დაკლადკა).

* * *
Размеры подлинника стихов: „Симфония Октября“ и „Поэт и Октябрь“ точно сохранены [самым подходящим образом] и в подстрочниках перевода.
Так что, переводчик [не имея под руку сам оригинал] смело может ориентироваться на подстрочник [выбирая подходящие, на]. В самом написание белым стихоми нужно рифмовать; а/б/а/б.
11 октября, в 3 ч. г. свидание с худ. Коплатадзе.

У Фальяна: Симфон. окт., Поэт. и октябрь, Пергамент, Портрет, Знамена скорей, Когда на смертн. одре, У взрыва вез., Буря, Цветы персика, Плечо в плечо, Янтарн. краски, Из поэмы, Этот стих, Неожид. город, Зеленый лес, Последний дилижанс, Октябрский оркестр, Арба и авт., Из <... ...>.

*
Ул. 25 февраля, 9, кв. 5. Р. А. Ивнев (кв. Товстоноговых).
Петренко: 3 стих.
Мандельштам, Кузмин Мих., В. Светлов, К. Бог.

ფოტო-სურათი. ბიბლიოგრაფია. ლექსი.
ბათუმისათვის. დ. დუმბაძე.

*
1. თუ მარტი წინ გიდევს, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებ.
2. ...აგერაა ყურის ძირში...
3. ...ღმერთს გეფიცები, ვერაფერმა ფულმა მე ვერ გამიძლო ამ სამ თვეში.
4. ადამწლის გაურეცხავი პერანგი.

*
25 თებერვალი, 1933. ერევნისკენ.
მივდივარ ნაირის ქვეყნაში. ძლივს არ მივუსწარი მატარებელს? კუპეში ვარ.
- მინდა ნახიჩევანში ჩასვლა, მაგრამ ეხლა იქ არ იქნება ადამიანი. ვიყავი ცაკში. ვიყავი გეპეუში. არ დამრთეს ნება.
დიდებულზე დიდებული მთვარიანი ღამეა. უზარმაზარი მთები. არაჩვეულებრივად ლამაზი რელიეფები. ცოტათი ჰყინავს.
კარაგესანში ვიყიდე პაპიროსები. კარაგესანში ღვინო არც ერთი არ ვარგა.
ერევანში ავიღე 400 მანეთი (პრესის გონორარი) და 1 მარტს დავბრუნდი ტფილისში საერთაშორისო ვაგონით.

აჭარისტანისკენ. ბათომი. 4/III. 33 წ.
ჩამოვედი აქ  2 თებერვალს. გავჩერდი სასტუმრო „აჭარისტან“-ში. ვნახე დათიკო დუმბაძე. მან სთქვა, რომ იუბილეი მოეწყობა 20-24 აპრილში. საიუბილეო კომპანია პრესაში 5 აპრილიდან დაიწყება. მპირდებიან ფულით დახმარებას (ცაკი, გორისპოლკომი და სხვ.). იქნება ჩემი სახელობის ქუჩა, სახლი ქობულეთში და სხვ. და სხვ. თბილისიდან უნდა ჩამოვიდეს სპეციალური პიროვნება ამ საქმისთვისაც. დღეს გემით „საქართველო“ მივდივარ აფხაზეთში.

გიორგი სტურუა.
იდეა: ორი ქართველი ჯოჯოხეთში? (ყარიბი).

აფხაზეთში. სოხუმი. 6/III. 33.
რიურიკ ივნევი, ტ. პეტრენკო, ლ. ხრამელი.
ლექსები, ზღვა, ღვინო.
ხვალ გემით „ლენინი“ ვბრუნდები ბათომში, ან ფოთში.

სამტრედია. 7/III. 33.
შევხვდი ძმას. ვიყავით ერთად შუადღიდან შუაღამემდის. ვისესხე ფული. მივდივარ ღამის მატარებლით ტფილისისკენ. [ნუთუ არ გამოსწორდება საქმეები.]

ბათომი.
კომისარიატის სახლები: ლენინის ქუჩაზე, სადაც შადრევანია. Ц. К. Партии по ул. Коминтерна. დუმბაძესთან 2 საათზე.
დიდი თეატრი. კომინტერნის ქ. (ოპერეტა).
გან. სახ. კომ.

1. შარშანდელი. 2. განსახკომი.
ორი ტომი.
Ц Бриз. 11. H. К.

* * *
[ჩემს ბავშობაში აჭარისტანი,
ლურჯი ხავერდით არი...
არის პირველი ზღვა და ხმელეთი,
სადაც ზღვა პირველ არის ნახული.]
აჭარისტანი, დღე საიდანაც
ჩემგან პირველი ზღვაა ნახული.

*
ჩემი გულია - მშვენიერ მაისს
ხვევნად მუხლებში რომ ვუვარდები,
[ბუჩქები] სიმღერა ჩაის, [ვარდები] [ბაღები] სიცოცხლე ჩაის
და უყვითლესი ჩაის ვარდები.

[უამაყეს კაცს რომ აძლევს ნებას]
სულს ძლიერ...
დაუმორჩილებ...
მხარე...
[გულს ძალა მიეც...]

ისე ვიმღერო, გულს ძალა მოეცეს,
როგორც შეფერის პოეტთა მეფეს,
და რესპუბლიკის სახალხო პოეტს.
 
* * *
რა არის ქვეყნად ნეტა მისთანა,
რომ გამიცივოს გული მისდამი?
[მიჩვენოს მხარე აჭარისთანა,
სხვა მშვენიერი აჭარისტანი!]
[ამ მშვენიერი] მიჩვენოს სადმე აჭარისთანა,
სხვა რომელიმე აჭარისტანი?

ახალგაზრდობის დღე, საიდანაც
ჩემგან პირველად ზღვაა ნახული,
[არ არის] მიჩვენეთ სადმე ზღვა ამისთანა,
[არც] ან მთები, ზღვაზე გადასახული.

ამოანგრიე ქვიშა და ხავსი...

*
რა არის ქვეყნად ნეტა მისთანა
რომ გამიცივოს...

* * *
ტალღები გლეჯენ ერთი მეორეს:
რა გრიგალია, რა ხმაურობა.
უშენოდ [მარტო] ეხლა ღელვათა შორის
[არ ღირს] მიდის პოეტის მოგზაურობა.

[არ] ნუ გებრალები! ამ ქვეყნად არვისს
[არც] მე არ მოველი მოსვლას უშორესს,
[არვის არ ესმის] როდესაც ესმისთ სიმღერა მგზავრის,
ტალღები გლეჯენ ერთი მეორეს.

ჩემი სიცოცხლე ბრძოლამ დალია,
თუმც მწუხარებით არ ვითალხები,
ჩემი ცხოვრებაც [მსგავსი] ქარიშხალია:
ერთი მეორეს გლეჯენ ტალღები.

მაგრამ, რომ შემხვდეს შენი თვალები,
როგორც შეფერის თვალთა სისწორეს -
რა აღტაცებით [როგორც] მე და ტალღები
გადვეხვეოდით ერთი მეორეს!

გ. ტაბიძე
გემი „ლენინი“, 1934, 6 მარტი, შავი ზღვა

* * *
სახეს გადაჰკრავს მოგზაურთა მზიური ლანძი,
მე მაგრძნობინებს მასთან გემზე გაბაასება -
ყოველი კაცი ქვეყანაზე [ყოფილა] არის ის განძი,
რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება.

გ. ტაბიძე
7 მარტი, 1934, მატარებელში

* * *
მე ვიცნობ ამ ქვეყნის
    ასავალ-დასავალს,
ქცეულს მწუხარებად...

* * *
სერაფიონ გუგუშვილი რას იბერება,
ვეცხლის ქამარი არტყია,ზედ იყურება.
როგორც კი ცეცხლ შუა ალმა <შამო...>
<ტალ...> <ტაში...> <ბერიკაცმა> <...>.

* * *
ფაცხა მეგრული, ოდა გურული -
ისლით და ყავრით გადახურული.
სულ ერთი არის ფაცხა და ოდა,
თუ სიყვარული არსებობს ცოტა,
პატარა სახლი, როგორც ნალია
თვით სასახლეზე იდუმალია.
სტუმართმოყვარე იმედით დაცხა -
გურული ოდა, მეგრული ფაცხა.

გ. ტაბიძე
7/III. 34. მატარებელში

* * *
- მათემ რუსული კი იცის...
- მაი რა რუსულია, რაცხა „მაია, ტვაია“.

* * *
ვარ გალაქტიონ ტაბიძე,
შორი გზა გამომევლოსა,
ჩემი ნიჭი და სიცოცხლე
ყველას თავს შემოგევლოსა.

* * *
ლამაზი, წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი ამბობდა: „მე ჯანმრთელი ვარ, ვარ, მაშასადამე, ქვეყანაზე“. იგი თარგმნიდა ოდესმე შელლის „ოზიმანდიას“ და მთელ რიგს ლირიულ ლექსებისას. სთარგმნიდა ედმონდ როსტანის „შანტეკლერს“. პირადათ იცნობდა ტფილისის ძველს და ახალ ლიტერატურულ ბოგემის წარმომადგენლებს, იყო მათი სული და გული, როგორც გულუხვი, სტუმართმოყვარე, ერთგული და გამტანი პოეტი. იყო მდგომარეობა ხანდახან ისეთი, როდესაც „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“ არ მოესმოდა რომელიმე ახალბედა პოეტს და უეცრად გაახსენდებოდა იგი. რამდენი გაშლილი სუფრა, საუკეთესო ღვინო, გულახდილი პოეტური საუბარი, ლეგენდები, მოგონებები ვაჟაზე, ყაზბეგზე, რ. ერისთავზე.. (ამ სტრიქონებს ვსწერ სწორედ იმ ადგილას, სადაც მას უყვარდა ყოფნა, ბაზარში. ამჟამად ტრამვაი სდგას და არასგზით ფეხს არ იცვლის).

*
ამხ. შმიდტ - [აღტაცებული ვართ] თქვენი გმირობა!
ამხ. ბობროვ, თქვენი მაგალითი!
ამხ. კრენკელ! (ო!).

[ბავში და გუგული]
ბავში გუგუსა და ჩიტი გუგული
ანაპის პირად გუგული
იძახდა „გუგუ-გუგუ“-სა.
ასე ამბობდა: „გეთაყვა,
როგორა მყავხარ, გუგუსა!“

გუგუსა ეტყვის: კარგად ვარ,
დარდი არა მაქვს ფულისო,
გავხდები გამხარებელი
ქვეყნის, მშობლების გულისო.

გუგული ძლიერ გაკვირდა, -
ეს რას ამბობსო გუგუსა?!
და გაკვირვებით ზევიდან
თვალები გადმოუკუსა!

1931, შემოდგომა

*
„მნათობი“-ს იუბილეი.

მე ვარ და ჩემი ნაბადი. დანაბადი.

1905.
აღ... ეპოქა. პ... რევ...
1908.
ქრონოლოგია.
აკადემიური 5.
На в... Худ...

„Вечерняя Москва“. შაქრო ნიკოლოზის ძე ბუსურაშვილი.
ბინა - Ленинград В. О. ვალიკოსი. 4 л., д. 29, кв. 11.
Ленинград. Академия Наук. Инст. Языка им.
Судебная 30. Качахидзе Константин Пиранович.
854. Чопурян. Госиздат Армении.
Ленинград. Площадь Островского, 4. Кооп. т-во. Издательство Писателей в Ленинграде, тел. 9-55.
Ананий Виссарионович Григолия. შარიფი.