შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-64 - 1931 წელი


1. წიგნის „რევოლ. საქ“. საქმე.
2. „სინკლერ ლუისი, ვაისკოპფ“.
3. შენ მოელოდი, არა? (ლექსი).
4. ოკტომბერი (ლექსი).
5. ქისტაურის მასწავლებელი (ლექსი).
6. თამარა ჭავჭავაძის გამოსვლა 4 ოკტ.
7. სია ბრიგადირების.

*
Что ты вертишься.
მჟავანაძე - ექიმი.
ბოჩხუა. 13-83.

„რევოლიუციონური საქართველოს“ შესახებ.
25. 27. 28. აპოლონ ქუთათელაძე. 3 დღეშიო.
М. Шагинян. „Гидроцентраль“. Сот.

ორი დღის საქმე ორ თვეში.

*
1931. 19 სეკტემბერი.
მაშ ასე: „რევოლიუციონური საქართველო“ დაბეჭდილია. არაა ყდა. ყდის გაკეთების და აკინძვის შემდეგ წიგნი მზად იქნება (მე მგონია, წიგნი მაინც არ იქნება მზად ერთი თვის განმავლობაში).
რა ჯოჯოხეთი გავიარეთ მე და ჩემმა წიგნმა, ჯერ არ გამოსულმა!
ის უნდა გამოსულიყო ჯერ ისევ მაისში (დოკუმენტები ამის შესახებ სტამბაშია).
მაგრამ მაინც
Viva la „Revolusion Georgien“.
Viva la Galaktion Tabidze!
Viva la cultur Georgien!
„ინტელიგენტს ერთს დაუცაცხანებ და გათავდა“. ჩემს პიროვნებაში ეს იდეა არის ფიქცია.

*
პირველზე პირველი მაგალითი
          არის ის, რომ ფული არ არის.
კიდევ კარგი, რომ
         „მნათობი“ ეხლა სხვისია.
არავისი არ მაქვს ნისია.

*
მყუდროვ. უდროო.
[Ст. Ст.]
„შროშიდან ჭურჭელი მოაქვთ თუ არა?“

*
რადიო-საღამო.
სპეციალური რუსული გაზეთი.
Печалин. რუსული გაზეთი.
1. Какая пустота здесь.
რადიო საღამოში: აკ. ვასაძე, თ. ჭავჭავაძე.

- იმდენი იცინა, რომ ბოლოს გული შეუწუხდა.
იმდენი იცინა, რომ გული კინაღამ შეუწუხდა.

*
 [„ნიანგი“.]
1. აკაკი ვასაძე. 2. თამარა ჭავჭავაძე.

კაკაბაძე პოლიკარპე. პიესა I მოქმ. „მოჰპარა“. ვასო ბახტაძე, ქუთაისი, ხონელი მაღალმაღალი.
მაგარი ბიჭი. კაი ბიჭი.
ნამიჭეიშვილი.

Луна
Ближайшее к земле небесное тело, ее спутник, движущийся вокруг земли и вместе с нею вокруг солнца. Среднее расстояние от луны до земли 384. 000 километров или около 60 земных радиусов. Это расстояние меняется в течении ея оборота от 410 до 350 тыс. километров. Масса луны равна 1/81 массы земли.

*
ერმილე. ერმილე ჭუმბურიძე.
კაკაბაძე.  1. 600 р.
 კომუნისტი, მუშა, ახ. კომუნისტი, ტარტაროზი, წითელარმიელი.
პოემიდან: XV წელი.
600 рублей.


*
ღვინის გადაჰკარ თასი,
ასი ათასი ასწი,
ეს ადვილია, ვინემ
შველად მოვიდეს ვინმე.
 ეს ადვილია უფრო,
ვინემ ღამეა კუპრი,
დროთა სიკვდილი როა,
ასწი, გადაჰკარ, დროა!

*
საბავშო წიგნი. აბრეშუმი.
ოკტომბერი. კომუნისტი.

*
სინკლერ ლუის: 1. გულუბრყვილონი. 2. მოგზაურობა ფეხით. 3. გაპარვა. 4. ფსიხოპატი ქალიშვილი. 5. შეხვედრა მაწანწალებთან. 6. პალტოს დაკარგვა. 7. ადგილს რომ ვერსად შოულობს. 8. კონკურენცია ძველი და ახალი წარმოების.
ვაისკოპფ: 1. უბინობა. 2. სურვილი ციხეში მოხვედრის. 3. შიმშილი სანაგვე ყუთთან. 4. ფეხსაცმლის დაკარგვა.
შანდორ ბარტა: 1. ღარიბები არისტოკრატიულ თეატრში. 2. პანიკის დასაწყისი უბრალო რამიდან. 3. განაპირა უბნის კარგი აღწერა.
პ. ისტრატი მიხაილ: 1. ადგილი საშინელი წვიმის ზღვის პირად.
ვაიან კუტურიე: 1. ბრმა კაცი ხვდება ავტომობილის ქვეშ. 2. ბრმა უკრავს კარგად.
გელსოურტი: 1. ბავშის სიზმრები. 2. ბავშის დამშვიდობება დედასთან. ბავშის სიყვარული დედისადმი.
ბირს: Словарь сатаны: 1. ტელეფონი და სხვ.
ხაიასი: 1. ძაღლის დამარხვა. 2. კოლონისტები. 3. ბავშები საბჭოთა კავშირში.
ლეონარდ ფრანკ: 1. გაღარიბებული მეშჩანების შეხვედრა და ძებნა.
2. პალტოს დაკარგვის ისტორია. 3. ემმა. 4. სულიერად გაუდაბურებული ინტელიგენტი. 5. შეხვედრა ემმასთან. 6. ბავშების ცელქობა (სწვავენ სახლს).
7. დედა, რომელიც... 8. ახალგაზრდა ვუზოველი. 9. სიყვარული ღარიბი მოხუცის. 10. ანარქისტის პორტრეტი.
ანდრე ჟიდ: 1. წინასიტყვაობა კონგასი.
ჟან ტუსსელ: ორგანიზაციული გამოსვლა სამუშაოდ.
მარიანო ასუელა: 1. ბოზი ქალი. 2. ლოთი მეომარი. 3. საიდან იწყება გახრწნა არმიის. 4. ძარცვა-გლეჯა. 5. მკვლელობები. 6. უორგანიზაციობა. 6. ინტელიგენტის როლი.
ფლასერტი: ტავერნა 1. ყაჩაღთა ბინა.
აბულკ. ლაურ: გემების მტვირთავი მუშის სიკვდილი.
ანრი პულანელ: Безумные <ночи>.

* * *
შენ მოელოდი - არა?
ისიც მოვიდა - არა?
შენც გაგიხარდა - არა?
მასაც, გამხნევდა - არა?
 
ერთად წახვედით - არა?
შენ მას ჰკოცნიდი - არა?
მაშ, რაში არის საქმე,
სთქვი, ქალბატონო, კმარა!
 
მაინც უარობ? განა,
ისეთი არის ხანა...

*
ისიც მოვიდა, არა? შენც გადაკრულში, არა?
ისიც მთვარეში, არა? მაშ, [გავუკეთოთ საქმე] რაში არის საქმე?
ასე არ არის განა?

ასეა ხომ, ხომ ასეა.
რა ვიცი! განწირულია, მაშა!
ჰეი... მაშ. ჰეი... ჰეი...

*
1. მაგრამ ოკტომბერი,
დიდი ოკტომბერი,
მძლავრი ოკტომბერი -
ქარით ამოვარდა.

2. მაგრამ ოკტომბერი,
დიდი ოკტომბერი,
მძლავრი ოკტომბერი -
იქაც დაიქროლებს...

3. მაგრამ ოკტომბერი,
დიდი ოკტომბერი,
მძლავრი ოკტომბერი...


გადამწყვეტი წელი.
გულის დამწყვეტი. წელი გადამწყვეტი.
კალატოზი. მერხი.
შეჯიბრის თუ აქვს მუხლები.

*
ქისტაურის მასწავლებელს
ძალიან უნდა ქებაო,
ნაკვეთად ერთი ბაღი აქვს
ბირკით აივსებაო.
კალატოზი თელავში ჰყავთ,
თვითონ აშენდებაო!
 
მერხებიც მეტად ბევრია,
ყველა ყირაზე დგებაო.
ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი,
ზოგიც ემზადებაო,
ზოგსაც თავი ჩამტვრევია,
ზოგსაც ეცინებაო.
ათიოდე მერხი არის -
შვიდწლედათ გადაკეთდაო.

*
წულუკიძე - ყვავივით რო დამიჯდება.
იდეა?
Ударов.
1908.

*
გაიძახის: ჰეიო!
ყოვლად უიდეიო.

*
1. რუსთ. თეატრის სეზონი.
2. ქუთათელაძე.
3. წვერავა. მანდატი.
4. ტაკტი.

*
4 ოკტომბერი.
შენის ლექსებით გუშინ გამოგვაყრუა თამარა ჭავჭავაძემ (მუშათა კლუბში სასახლის ქუჩაზე). იყო შეხვედრა კ. მარჯანიშვილისა საშეფო წარმოებასთან (სტამბა, კოლექტივი). ჰკითხულობდა ძალიან კარგად. წაიკითხა ორი ლექსი: ერთი - „დამკვრელებს“, მეორე - „რევოლიუციონური საქართველო“-დან. ვარლამ მიქაძე.
მარიაში მიწვეულია „Правда“-ში. [გვეტაძე] „ქართული წიგნი“ გადმოეცა მწერალთა კავშირს.
პოპოვი მიწვეულია „დროშა“-ში. წერს ნატახტარზე. №-ზე აკეთებს 50-60 მან.
ფული არ დაიხარჯება.
პურ.

*
I ბრიგადა: 1. მაშაშვილი, 2. ლორთქიფანიძე, 3. აბაშიძე ირაკლი, 4. ჩიქოვანი სიმ., 5. ნავთლუღელი შ., 6. გომიაშვილი ალ., 7. ნატროშვილი გ., 8. რადიანი შ., 9. დამკვრელი მუშა.
II ბრიგადა: 1. ნაროუშვილი, 2. კაჭახიძე, 3. ეული სანდრო, 4. ბობოხიძე კ., 5. ტაბიძე გალაქტიონ, 6. ქუჩიშვილი გ., 7. ხეჩუაშვილი გ., 8. სულავა ალკა,
9. რ. გვეტაძე.
იმორიგევებენ წარმოებებში. გამოვლენ ერთად.
 
მე უნდა დავამზადო 3 ლექსი.
„კედლის გაზეთი“ - ლექსი (ვინ არის რედაკტორი?).

დიდი საღამო ხელოვნების სასახლეში.
Будут стоять усилители.
ვასაძეს თან მოჰყვება ორკესტრი.
კ. ლორთქიფანიძე.
სპეციალური გაზეთი. ქართულ ენაზე. სამდივნოა? სიმ. წვერავა.
კლუბის გამგეობა. ცეცხლაძე. გვეტაძე.

*
არ შეიძლება ცოტათი ნელა?
[რა საჭიროა ასეთი აჩქარება.]
რა აზრი აქვსო ასეთ სიჩქარეს.

* * *
[ჩვენ [ახალი გზით] ამ ტემპებით მივდივართ ყველა.]
ჩვენ არმიასთან ვიბრძოლებთ ყველა.
[მედგარ ტემპებით ბნელი იცლება.]
რეზერვი ზღვაა: ის არ იცლება.
არ შეიძლება ცოტათი ნელა?
არა! არასგზით არ შეიძლება.
[ჩვენ ვაფართოებთ ხუთწლედის არეს]
უკვე თავს ადგას მსოფლიო არეს
სოციალიზმის[თვის] მახვილი ბასრი -
აი, რა აზრი აქვს ამ სიჩქარეს,
[რა უდიდესი ეძლევა აზრი -
რა უდიდესი, რა დიდი აზრი]
რა უდიდესი, მსოფლიო აზრი.
ხუთწლედის გული [აქ ვერ] სად დაეტევა?
წითელ არმიის გულია ისა.
[ხუთწლედს] წითელ არმიას შეჰყურებს ჩვენი
[და ყველა ქვეყნის პროლეტარ.]
პროლეტარები ყველა ქვეყნისა!
ხუთწლედი [და წითელ არმიას] მტრისთვის არის მახვილი -
აი, რა აზრი აქვს ჩვენს შეტევას,
პროლეტარებო ყველა ქვეყნისა!

*
12-76. დათა ჩხიკვაძე.
59 - კამოს ქუჩა. პედაგოგიური სადგური. ნიკო შარაბიძე. კომპოზიტორი.
დ. არსენიშვილი.

აკაკი ვასაძის მონტაჟი. პ. დ. საყვარელიძე.
მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სეზონის გახსნა - 5 ოკტომბერი - უსათუოდ.
Плеханова 116. ამბერკი.