შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-63 - 1931 წელი


В Индии:
Вспышки крестьянских восстаний на обширной территории не прекращаются. Промышленные центры не выходят из полосы упорных [крестьянских] стоиких боев. Экономический кризис беспод.

28 აგვისტო.
რადიოს ქართული სექციის გამგემ მთხოვა, მივსცე შესაფერი მასალები რადიო-გაზეთისათვის. მე მგონია, ყველაზე უფრო შესაფერი იქნება ეს მასალები ამოღებული იქნას წიგნიდან „რევ. საქართვ.“ წიგნის გამოსვლის დღეებში.
კარგი იქნება, თუ მოეწყობა რადიო-საღამო - სპეციალურად მიძღვნილი წიგნის გამოსვლისადმი.
ამისთვის უნდა იქნას დაწერილი კარგი მოხსენება. არტისტებს უნდა დაურიგდეს ლექსები.

*
პეჩალინმა დათიკოს მამის გასვენებაზე დაუსწრებლობა თავისი მხრით ახსნა მით, რომ მას მარხავდენ საეკლესიო წესით. „Это не то получается“. დეპეშა გაგზავნა თუ არა, გამოურკვეველია. საჭიროა გამორკვევა. გ-გი და ჩ. კი ბ-სკისთან ქეიფობდენ მთელი ღამე. საწყალი ჩ., ხვალ კი იტირებს ცხარე ცრემლით.

- წადი, ძმაო, დილის შარი ხომ არა ხარ!
- ვაჰ! წადი, შე ოხერო!
- ოხერიცა ხარ, მუდრეგიცა ხარ, ვერანაცა ხარ, ტიელიცა ხარ!

*
ანდრო ანთაძე. საშა ჭაჭიაშვილი.
Скоро ВЕЧЕР КОРОЛЯ.

როგორც კინო გინახავს, ისე ტრიალებდა [მწვადი] შამფური მწვადით.
კ. რევაზიშვილი

Умирающему человеку не дают возмож. дышать.
ვ. პოპოვი

3 სეკტემბრისთვის პროლეტმწერლების პლენუმია. მოწვეულია მოკავშირე მწერლები, დამკვრელი ლიტწრეები და სხვ.

სიძუნწე
1. ჩემი თანამგზავრი სულ სდუმს. მისგან სიტყვის გამოტყუება ისე ძნელია, როგორც ეკლარის კლდისაგან [ქვის ხელით მოგლეჯა] ხელით ქვის ნატეხის გამოგლეჯა. თუ რაიმე წამოაცდინე, იცოდე, [სალი კლდის ნაპრალიანი] კაჟის კლდის ნაპრალი ხელით მოგიტეხნია.. (სიტყვებიც ისეთია). მაშ, ელაპარაკე ტკბილი სიტყვით. მიაწოდე ღვინო, ცოტათი შეათვრე?
2. ეს ისეთი კაცია, ერთ გროშს როგორმე წაართმევ, მაგრამ სამაგიეროდ ის სულს ამოგართმევს. რაღა გამოვიდა?
3. - გინახავს სადმე, რომ გველს ფეხები ჰქონოდეს?
- არა!
- დაგინახავს როდისმე ჭიანჭველას თვალები?
- არა, არ დამინახავს!
- ისე ვერც მაგის პურმარილს ნახავ!
4. ჩემი თანამგზავრი სულ სდუმს. ამ ეკლარის კლდისაგან ხელით ქვის ნატეხის გამოგლეჯა უფრო ადვილია, ვინემ მისგან სიტყვის დატყუება.

* * *
უფრო ადვილია ეკლარის კლდისაგან
ცარიელ ხელებით მოგლეჯა ნატეხის,
ვინემ თანაგრძნობის პოვნა ღორისაგან -
ან სიტყვით, ან სახის გამომეტყველებით.

გინახავს სადმე გველს ფეხები ჰქონოდეს?
ანუ ჭიანჭველას გინახავს თვალები?

ღვინო
1. გულის ჟანგი ღვინოსა სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შემდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. [დაალევინებ კაცს ღვინოს] დალევს კაცი ღვინოს, და გადმოიღვრება ჟანგი, გამჟღავნდება ყველა საიდუმლო. [ღვინის დალევის შემდეგ] აღარ გეჩვენება, რომ კედლებსაც კი სმენა აქვთ - სხვა არა იყოს რა, კედლის ხვრელებში [ხომ] თაგვები მაინც სცხოვრობენ, თაგვებს კი [მოგრძო] ყურები აქვთ და ძალზე გამახვილებული სმენა. დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ: ღვინოს მე ვსვამ და თქვენა თვრებით?). ასეთია ღვინის ძალა: ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევს..

მეჩეთი
...მაგრამ ამ მეჩეთისთვის, ეს ლოცვა რაა, ესეც დიდია.

ბაზარი
ბაზარზე უამრავი ხალხია. როდესაც იქ შეხვალ და [დაინახავ] მოგეჩვენება, რომ ყველა ელამია, შენც თავი ელამად უნდა მოაჩვენო...

სახლი
როგორც ჯოჯოხეთში არ შეიძლება გაუწამებლად ყოფნა, ისე მეშჩანურ ოჯაში, სადაც მუდმივი ჩხუბი და აყალმაყალია.

ისეთი მტვერის ბუღი ადგა, თითქო უზარმაზარი კლდის სვეტი დაიფშვნა.

როგორც ქვა არ დაიძვრება იმ ადგილიდან, სადაც დაეცა.

თუ თვეში 15 ღამე ბნელია, 15 - ნათელია: 15 ღამეში ანათებს მთვარე, 15 - არა.

*
აიჲაზ ოლდი, ბულუთ ოლდი,
ქეჩჲან გჲუნნჲარ უნუდ ოლდი.
(Ясно стало, облачно стало,
Прошлые дни забыты стали). (Забылись).

საჭმელი
- რა ჰქვია ამ საჭმელს?
- ფითი - ან სხვა რამე.
- რა კი სახელი რქმევია, გაგვაშინჯე.

- რისგან არის, რომ ეს ქაში ასე თხელია? (ფლავი).
- რისთვისაა ეს ქაში ასე თხელი?
- თხელია იმის გამო, რომ მარცვალი ცოტაა.

- ფლავი გემრიელია, რადგანაც ზეთით ზომიერად შეუკაზმნიათ.

- ჯერ სადილი (ვახშამი, საუზმე) და შემდეგ მასლაათი!

- [ჩემს] მის სახლში არ მოხარჩულა, არც მეზობლისაგან [მოუტანია] მოსულა (მოსამსახურემ - ოფიციანტმა სრულიადაც არ იცის, როგორ მზადდება ესა თუ ის კერძი).

- დღეს მხოლოდ ჯიგრის ყაურმა გვაქვს, შილაფლავი ხვალ გვექნება.
- მაიტა [შილაფლავი] ჯიგრის ყაურმა. დღევანდელი შილაფლავი მირჩევნია ხვალინდელ შილაფლავს.

„ბულამაცა“ - ქვილს ხარშავენ წყალში, ხანდახან რძეში, გამოდის თხელი ფლავი: ჭამის დროს უმატებენ ცოტაოდენ ზეთს. კერძი არაა გემრიელი. Буламадж.
- ბულამჯა ნяბისმილლახ! (როდესაც ბულამჯას სჭამ, რა საჭიროა სთქვა: „ბისმილალახ“ (სახელითა ღვთისათა).
- ბულამჯა, სჲანი იემჲანჲამ, იჩჲუვა თჲუფჲურჲამ! (ბულამჯა, კი არ შეგჭამ, შიგ ჩაგაფურთხებ).

მისი ფლავი ჯერ არ მიჭამია, მაგრამ იმ ფლავის ბოლმა ლამის თვალები ამომჭამა.

რძის ქაშამ იმდენჯერ დასწვა პირი, რომ... ყველაფერს სულს უბერავდა!

- ნუ იტყვი ესა თუ ის კერძი უკეთესიაო. კარგად შეკაზმული ყოველგვარი კერძი კარგია.

მეაშპაშხანეს აშპაშხანა აქვს, ცოტას მისცემ, ცოტასა შესჭამ, ბევრს მისცემ, ბევრსა შესჭამ.

პური ყოველი საუზმის თავია.

- აბა, მანდ ბევრს ნუ ლაპარაკობ: სიტყვებით ფლავი არ გაკეთდება: ზეთი და ბრინჯია საჭირო.

დილის საუზმე სხეულის სიმაგრეა.

შილა-ფლავი - თხელი ფლავია, იჭმევა კოვზით, გაკეთებულია ცხვრის ხორცისა და ბრინჯისაგან. შილა ანუ შილაბრინჯი.

ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ.

ვიდრემდის კარგს, გემრიელს კერძს დავტოვებდე, უმჯობესია, ჩემი სუსტი მუცელი გასკდეს.

„არიშტა“ - ბეგების ფლავია (კერძია).
„ტუტმაჯი“ - მისი ამხანაგია, უმაჯი ბულმაჯით ცუდი ქალების საქმეა.
არიშტა - Лапша, ტუტმაჯი - იგივე არიშტა, მაგრამ არა ისეთი საკაზმით, საუზმის დროს უმატებენ ცხარეს: ძმარს, ნაშარაბაბს, ტყემლის, ალუჩის ან ბროწეულის წვენს.

ოღონდ კი სჭამოს ადამიანმა, ქონი კი [როდი] არ მოაკლდება, უფრო მიემატება.
132 გვ. XXIV.

აქლემი
უდაბნოში მიდის აქლემი. [რამოტელა რამ არის!] ის ისეთი ძლიერია, რომ რაც უნდა სუსტი იყოს, სიკვდილის პირზე რომ [იდგეს] იყვეს, მარტო მისი უნაგირი უზარმაზარი ტვირთი იქნება ვირისათვის. უყურებ და ფიქრობ, როდის უნდა ყოფილიყო პატარა, ბავშივით პატარა ეს უზარმაზარი ტანის ცხოველი? აქლემის ხორცს სჭამენ სამარკანდში. მე ვნახე, როგორ დაჰკლეს აქლემი: ჩვეულებრივად საქონელს ერთგან გამოსჭრიან ყელს. აქ კი ჯერ [გამოსჭრეს] დანა ყელს ქვევით ჩასცეს და შემდეგ, როდესაც სისხლი თქრიალით წამოვიდა და აქლემი დაეცა, დანა ჩასცეს პირდაპირ ყელში, როგორც სხვა ცხოველებს.
აქლემმა სთქვა: აბანოდან მოვდივარო. უთხრეს, ფეხებზე გემჩნევაო (ფეხები ყოველთვის ტალახიანი აქვს).
აქლემს უდაბნოის აგასფერს უწოდებენ: დიდი ხეტიალის მოყვარული ცხოველია. თუ [მას] მხარი ექცა, გზა დაებნა, შესაძლებელია, ავღანისტანისა და ინდოეთის საზღვრები გადალახოს და ისევ აჯიკაბულში დაბრუნდეს.
აქლემები წინად მდიდრების საკუთრებას შეადგენდენ, საწყალი დეჰკანინი კი ამბობდა: ვთქვათ, აქლემი ერთი გროში ღირს, მაგრამ ვაი რომ ეს ერთი გროშიც არ არისო.
დიდი შიმშილისა და წყურვილის ატანა კი იცის ამ დალოცვილმა.
ყელს რომ მაღლა ასწევს, ო, როგორ შორს იყურება!
აქლემსა ჰკითხეს...

ბათომიდან ბაქომდე
1. ბათუმიდან ბაქომდე.
2. ტფილისი - ერევანი - ჯულფა.
3. ტფილისი - წნორის წყალი - თელავი.
4. ბაქო - დარუბანდი.
5. ქუთაისი - ტყვიბული.
6. ტფილისი - ბორჯომ-პარკი.
7. ბორჯომ-პარკი - ბაკურიანი.

ბათუმი. ჩაქვა. ქობულეთი. ნატანები. ოზურგეთი. ლანჩხუთი. სამტრედია. ფოთი. ახალსენაკი. რიონი. ქუთაისი. ზესტაფონი. შორაპანი. საჩხერე. ჭიათურა. ძირულა. ხაშური. ბორჯომი. სურამი. გორი. მცხეთა. ტბ.

*
Кяль-ое Киак иаи.
Юяя оь Аио ееа!
12-99.
ქალაქ გარედ.

*
1931. 6 სეკტემბერი. კვირა.
მას შემდეგ, რაც [ბაღს] მას ჩამოსჭრეს დასავლეთი ნაწილი, ბაღმა მიიღო რევოლვერის კობურის ფორმა.
ტრამვაი ყოველთვის ჭრიალით უვლის გარს (ჭრიალი გამოწვეულია ლიანდაგის [არასწორი] რგოლისებური ფორმით).
ბაღი ახდენს სიახლის შთაბეჭდილებას. დღეს [აქ] არაჩვეულებრივი მოძრაობაა მის გარშემო, ვინაიდან ტრამვაის ხაზი ვერის დაღმართის მხრით დახურულია რემონტის გამო, და ყველა ტრამვაები, თითქმის ტფილისის ყველა ტრამვაები აქ იყრის თავს. ისინი მოდიან პლეხანოვის პროსპეკტიდან ვორონცოვის ხიდით, ავლაბრიდან, ვერიდან, ფუნიკულიორიდან, ორთაჭალიდან. აი, მე ვზივარ ეხლა ამ ბაღში და ჩემს გარშემო დიდი ხმაურობაა: ტრამვაები განუწყვეტლად ჭრიალებენ.. ამ წამში ქალაქის საათმაც ცხრა დაარტყა. ავტომობილები სდგანან და უცდიან სამხედრო გზაზე გაქროლებას. სხვადასხვა ფორმის დროგები ხრიგინებენ: მოაქვთ და მოაქვთ [სადღაცა] შეშა. მიდიან მუშკოოპის ფურგონები, მიჰქრიან ეტლები. ყვირის ავტოების დუდუკი. წკრიალებს ტრამვაის ზარი. ხმამაღლა წყალის გამყიდველი ბიჭები ყვირიან: ცივი წყალი, ტონელის წყალი. მიდის პაპიროსის გამყიდველი მოხუცი. ფეხსაცმლის მწმენდელები. „ჰეეი“, - იძახის მეეტლე. ვიღაცა სტვენს...
შუაში სდგას პუშკინის ბიუსტი. კამო იყურება (ეპარება) თავისუფლების მოედნისაკენ. ბაღის ფოტოგრაფის წინ სდგას სამფეხი აპარატი: თვითონ რეტუშს უკეთებს სურათს. მის წინა სდგას მსხვილი მოქალაქე, რომელიც სურათს უცდის. იქვე პატარა „ბუდკაა“ (მგონი, ცარიელია). მებუდკე გაზეთს ჰკითხულობს. ბაღში სხედან უმუშევრები, და ისინი, რომელნიც ისვენებენ. დედას მოუყვანია ძუძუს ბავში. ბავში ტირის. ქუჩის ხმაურში ბერლიოზმა აღმოაჩინა რიტმი, შრომის საწყისი.

Как они обрадовались, когда Бенито упомянул о схематичности некоторых моих вещей (ს. აბაშელი, ტიციანი).

Кретин.

*
5 სეკტ.
[ბაირონი და მე?]
[საქმე ისაა...]
არის თუ არა მელაძის გამოსვლაში ცინიზმი? მუშიშვილი სერიოზულად ამბობდა, რომ წინად მე ვიყავი ქართველი ბაირონი. შემდეგ მე უნდა შევიქნე მიაკოვსკი.
მელაძემ სასაცილოდ აიღო ეს ამბავი. რაღაცა სთქვა ისეთი, რომელმაც გააცინა „აუდიტორია“.
უფრო ადრე იმავე კრებაზე (პ. მ. ასოც. პლენუმი) ბენიტო ბუაჩიძე ამბობდა ჩემს სქემატიურობაზე.
ჩაითვლება თუ არა ეს გარემოებები ჩემს წინააღმდეგ პირველ ნაბიჯებად?
შესაძლებელია, მათ აქვთ პლანი - რომლის განხორციელებას ფიქრობენ მოკლე ხანში? მაგრამ შეიძლება ისიც, რომ საერთოდ აღებულ დღევანდელს პირობებში, თვითკრიტიკის ამბებში, დიფერენციაციის საკითხებში ეს ამბავი უბრალო იყოს იმ ამბავთან შედარებით, რომელიც სხვა თანამგზავრებს დაათიეს.
ყოველ შემთხვევაში, ორივე ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო აუცილებელია რაიმე ნაბიჯის წინ გადადგმა. აკტიური საჯარო დემონსტრაცია. საღამო, კრიტ. წერილები და სხვ.
[მარტო] მე ამ ამბავში ვერაფერს გავხდები. მჭირდება ერთგული დამხმარეები. მჭიდრო ორგანიზაციული გამოსვლა, მოულოდნელი და მტკიცე. აწონილ-დაწონილი ყოველი მხრით. მედგარი და მიზანს დაუცდენელი. როგორ გაუხარდათ ტიციანსა და აბაშელს ეს ამბავი... (ისინი პირში მეუბნებოდენ, ბაირონზე აქ ითქვა სიტყვაო (ს. აბაშელი), ყველას ჩვენ სქემატიურობაში გვამტყუნებენო და სხვ.).
ტყუილი ამბავია, ისინი ვერ გაიმარჯვებენ (გვეტაძე?).

8 სეკტემბერი.
კომუნის. კვირის, 6 სეკტ. ნომერში სწერია:
3 სეკტ. ხელოვნების სასახლეში გაიხსნა საქ. პროლეტ. მწერ. ასოციაციის გამგეობის გაფართოებული მე-VI პლენუმი.
(შემდეგ მოყვანილია რადიანის და ბუაჩიძის მოხსენებები, საიდანაც სჩანს, რომ ინგოროყვას და გამსახურდიას ვრცელი განმარტებითი წერილები მოუციათ პ. მწ. გამგისათვის. „კამათმა ცხოველი ხასიათი მიიღო, კამათში გამოსული ამხანაგების უმრავლესობა უმთავრესად შეჩერდა მარქსისტული კრიტიკის გაყალბების და მის სათანადო მომარჯვების მაგიერ ზოგიერთი კრიტიკოსები ლიბერალურად და ზერელედ აფასებენ ამა თუ იმ მწერალს (მაგ.: ს. ხუნდაძე, გრ. მუშიშვილი, აკ. ჭყონია და სხვ.). კამათში გამოსული ამხანაგები აღნიშნავდენ დიდ შეცდომას, რომელიც კერძოთ ამხ. გ. მუშიშვილმა დაუშვა პოეტ გალაქტიონ ტაბიძის შეფასებაში, როდესაც ამტკიცებდა, რომ გ. ტაბიძე თითქოს ბაირონია და უნდა გახდეს მაიაკოვსკიო“ და სხვ. და სხვ.
რას ნიშნავს ორაზროვნობა?
მე მგონია, ეს წერილი დაწერილია რ. გვეტაძის მიერ.
ეს უნდა გამოირკვეს.

1. რატომ მოხდა, რომ მხოლოდ ჩემი სახელი მოხვდა გაზეთში, მაშინ როდესაც ლაპარაკი იყო ბევრზე. ლაპარაკი იყო <...> რეცენზიაზე - მოხვდა იმიტომ, რომ რეცენზიის ავტორს თვითონ აქვს პოეტური პრეტენზიები.
არის თუ არა პროვოკატორობა ეს? ლიტერატურული პროვოკაცია.
2. სიმონ ხუნდაძეზე უფრო მეტი ლაპარაკი არ იყო?
ყანწელი, რისი ყანწელია, თუ...
მელაძეს ჩემზე არა უთქვამს რა, ესეც სიმპტომატიურია. თუ მას რაიმე კარგის თქმა უნდოდა ჩემზე, თავისთავად ცხადია, იტყოდა მუშიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებისთანავე. აქ ნამდვილი ღალატია.
უარყოფენ, მაშასადამე, ჩემს წარსულს.
კარტები გაშლილია!
სახელის გატეხის პრინციპი.

*
 [ძვირფასო ლადო.]
I. შალვა მამალაძე:
შურა დუდუჩავას შეუძლია „კინო ქრონიკა“ ამოგირჩიოს, სპეციალურად საღამოსთვის. Они продают. Между прочим, недорого стоит.

Выставка картин Константина Егоровича Маковского.
მოსკოვის ქ. №30. ილიკო ფალიანი. ტელ. 25-23.