შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-16 - 1923 წელი


*
რა ციოდა, ეს ზამთარი
მალე ბაღებს გადათოშავს,
გადაჭკვანულ სახლთან ქარი
რას შუშურობს, რაებს როშავს?

ამდენ საქმეს კიდევ საქმეს მატებს,
მოიტანე, წყალი არ დგას დოქში.
გადასძახე აღელვებულ ბატებს
და ქათმებსაც შეუძახე: ოქში!

კურკანტელას შაშვი არ ფრენს
და ტყის პირად გუგული,
რამდენია ეხლა სახლი
თვალებ გადაფშუკული.

ცხოვრებაა მოედანი -
ეკრეჟიმით იყავ, ბიჭო,
სახლში უხვად მოიტანე,
გაიტანე - ჭიჭო, ჭიჭო.

პაპამ მძიმედ დაიგვნეშა
გულში რაღაც ჯავრი,
გადაქექა წვრილი შეშა
და დაუდო მძლავრი.

[ვით] მიტოვებული მრევლის
ხმა ებჟინება ყელში,
ქალი ბურვაკებს წყევლის:
„თქვენ გაგაცივათ წელში“.

ქუჩის ბიჭი უგრეხელი
მაჭარია უდუღი,
მუდამ გამოუტეხელი,
უტიფარი, უტუხი.

გზაზე მიდიან ხარები,
ჭიშკართან ძროხა მივიდა,
„ნტეინტე! ჭუჭუ, ჭუ-ჭუ-ჭუ,
მიოჰომ! დიიდა!! დიიდა!“

პაპა ჩიბუხს გააბოლებს,
კვამლი როგორც ალამი.
[კუთხეში] თახჩასთან დგას [ყველისა და] მჟავე მწნილის
ჩასადები ხალამი.

სხვენზე ფიქრობს გულის ნადებს,
ქუჩეჩი და ძველი ჩალა,
და დაჰყურებს კერის მჭადებს
ჭვარტლიანი ოჯინჯალა.

ინახავდა იამანის თვალივით,
უცებ ბზარი გაჩნდა ნაპერწკალივით.

მოდის ტობანიერით
ისე, თითქო ჩუმარა,
მეტისმეტი, ძლიერი,
უსაშველო ხუმარა.

ეხლა ცალიერია,
როგორც კაცი ურჯელი,
ღვინითა და ტკბილებით
მოცელთილი ჭურჭელი.

პაპამა [და], პაპის პაპამა,
შრომა კანონად დაგვიდო,
ერთი მეორეს ბაძვითა,
სახლს [აივანი] ნუ აავსებთ ნაგვითო.

[ეს რა არის] ვინ გაბანა, რა ჩაუცვამს,
აბა, მოდი, მოეჯარე,
თუ სადმეა ნაძველარი,
ნატეხარი, ნაგლეჯარე.

*
„სულ იის წყალი უნდა უსხა“.
[მაშ, ვიგრძნო რამე დაცინვის მსგავსი?]

გივიკისათვის პოემა
[როგორ უნდა მოუარო?] ხომ გინახავს გაჭირვება?
                                              ნათქვამია: ფერი ფერსო,
მუდამ მოელოლიავო, მოეფერო, უალერსო.
და როდემდის? პირფერობამ ჩემი გული გადასუსხა,
მე არ ძალმიძს, მას კი მუდამ იის წყალი უნდა უსხა.

*
1. „სულ იის წყალი უნდა უსხა“ - რომ არ გაჯავრდეს - სულ უნდა მოეფერო, ელოლიავო, ეალერსო. წარმოშობა ამ გამოთქმის: ბატონებიან ავადმყოფს, თუ სტადია ავადმყოფობისა გაძლიერდა (ბატონები გაჯავრდენ), ასმევენ იის ფოთლებისაგან დაწურულ სასმელს, ან იის ძირისაგან, ან ყვავილისაგან გაკეთებულს. [ამავე ყვავილს] ან ასმევენ, ან ასხურებენ საწოლზე და ტანზე. მე დამილევია იის წყალი, როდესაც ყვავილი მჭირდა. ეს ძალიან ნაზი, ტკბილი და სურნელოვანი სასმელია. „სულ იის წყალი უნდა უსხა“ - ამბობენ კაცზე, რომელიც მუდამ გაჯავრებული, უხეში და მძიმე ხასიათისაა.
2. „მოცელთილი“ - დაკავებული ჭურჭელი ან ხელი. „ეს დოქი მოცელთილია“, „ხელი მოცელთილია“.
3. „ნაგლეჯარე“ - ტანისამოსის ნაგლეჯი, მათხოვრების ტანთსაცმელი.
4. „ნატეხარე“ - კეცის, საინის, დოქის, ჭურჭლის საზოგადოთ...
5. „ფხაკოურა, პანწკოურა“ - ფხაკაძის ქალი, ფანცხავას ქალი.
6. „უტუხი“ - უტიფარი, გამოუტეხელი, нахал.
7. „ვინ გაბანე?“ - რომელი მიცვალებული გაბანე, რომ მისი „ნაძველარე“ წამოგიღია: ე. ი. რას გავხარ, რა გაცვია?
8. „ნაძველარე“ - ძველა-ძვულა ტანისამოსი.
9. „ჭუ-ჭუ, ჭუ-ჭუ“ - წიწილებისთვის ძახილი.
10. „ნტეი, ნტეი“ - ღორისათ. ძახილი.
11. „დიიდა, დიიდა“ - ძროხისთვის.
12. „მოოჰომ! ე“ - ხარის გაჩერება, ან დაძახება.
13. „კერიის მჭადი“ - კერიის აგურზე, არა კეცზე გამოცხობილი მჭადი.
14. ოჯინჯალა - [მუხის] ჯაჭვების დამამაგრებელი კერაზე: შავი, ჭვარტლიანი ხე.
15. „ხალამი“ - ყველის ან მჟავე მწნილის მოსაკავებელი ჭურჭელი, პრტყელძირიანი პატარა ჭური.
16. „მოკავება“ - შენახვა, დაჭერა: ჭურში ღვინის მოკავება, დოქში წყლის მოკავება. საინი მოკავებულია, ჭური მოკავებულია და სხვ.
17. „ქაღალდი“ - ხშირია: ეწოდება წიგნს, წერილს, დოკუმენტს და თვითონ ქაღალდს.
18. „წიგნი“ - ხშირად ეწოდება წერილს: „ერთი ეს წიგნი წამიკითხე“. „წიგნი მომწერა“.
19. „იამანის თვალივით ინახავდა“ - ძლიერ უვლიდა. თავს ევლებოდა. ამირანი - იამანი.
20. ჭიჭო - ეკრეჟიმიანი კაცი.
21. თავშენახული - რომელიც შემოინახავს რასმე.
22. „მეპურეს პური გამოაცხობიე, ერთიც მისთვის ნუ გშურსო“ - ანდაზა.
23. „შენ გაგაცივა წელში“ - წყევლის მსგავსია ჭალა-იმერეთში.
24. „ოქში“ - ქათმებს აუქშევენ. „ქშიიი“.
25. „დავჭკვანავ“ - ქაღალდებით ან ყავრით გავაკეთებ ისე, ქარი რომ ვერ შემოვიდეს.
26. უსაშველო ხუმარაა - მეტისმეტად, ძლიერ ხუმარაა. „უსაშველო“.
27. ერთი მეორეს ბაძვითო, სახლი აივსო ნაგვითო - ანდაზა.
28. შუშურობს - როშავს.
29. ფოსტალი - ფეხის ჩასადებელი.
30. მიფშუკული - გაღარიბებული. ცეცხლი მიიფშუკა კერაში - თვალებ მიფშუკული და სხვ.
31. რაია? - რაა, რა არის.
32. ამოიგვნეშა - ამოიხვნეშა. „ტორი“.
33. მძლავრი - დიდი შეშა კერიის პირად.
34. საგებსახურავი - ქვეშაგები.
35. ფუტი - ბოლი, კვამლი.
36. წევე კაი დარი იყოს - პირდაპირ არ ითარგმნება.
37. ტოფსიკა - პატარა ტომარა.
38. ოყოჯირო - მყუდრო კუთხე.
39. ოწვეთო - სახურავიდან წვიმის ადგილი.
40. აი - ეს, ეგა.
41. ურწმუნო - გველი.
42. ჭამის ტომარა - ბევრის მჭამელი.
43. კერიის ძირში - კერიის ახლო.
44. გლახაა ღამე მგზავრობა - ცუდია.
45. დაჯანგული კბილები - წამხდარი კბილები. „მე რომ შენი ქმარი ვიყო, გაგაგდებო“ - ექიმი.
46. სხვა სიკეთეს გარდა ესეც მიემატა - სხვა უბედურებას გარდა.
47. თავსაცავი - ბოთლისთვის, დოქისთვის და სხვ. Пробка.
48. პირი გაისველა - ხილით.
49. წინაკარი, უკანაკარი - სახლისა.
50. ჯორკო - დაბალი სკამის მაგიერი.
51. საღადრია - ღადრის გამოსაღები ჩოგანი.
52. ღადრის ჭადი - არა კეცზე გამომცხვარი.
53. საკეცე - კეცის ასაღები.
54. დაიწყებს ბუნჯგვას -  начнет рыться.
55. ხვადაგი, ხვადგები - ოთხფეხი საქონელი: ძროხა, ხარი, კამეჩი.
56. ისე გაარონინებს დღეს - ისე გაატარებს დღეს, რომ...
57. ტუტა - ნაცარი.
58. ტოვე ბიჭი - კარგი ბიჭი, მაგარი ბიჭი.
59. ბჟოლა - თუთის ხე.
60. ორი ღერი მუხა - ორი ცალი.
61. ზენამ შეშაზე მიაშხეფა - ზენამ მიაწვიმა.
62. კრილი.
63. ლიჟრი - შეშა, გაჟღენთილი წყალით.
64. თვალებს წამოგაყრევინებს - ასე სოველი შეშის დაწვა.
65. მოშუშდება - გამოშუშდება - დამშვიდდება, ნერვებს დაიწყნარებს, ტკივილიც გაივლის.
66. ყრუალა - გამოყრუებული.
67. შეხედე, სადაა მზე! - გაშუადღდა, ან ასაღამოვდა (დაგვიანებაზე).
68. ძღაბი - ქალიშვილი, გაუთხოვარი ქალი, მოსამსახურე ქალი.
69. მისი გულის ხეთქა - აქვს; აღელვება, შეწუხება.
70. ღერღილე - სიმინდი, არა წმინდათ დაფქული.
71. შეხვდა ისე საქმე - ისე მოეწყო.
72. ანაგდებასავით, ისე - ზერელეთ, უგუნებოთ, უხასიათოდ გააკეთა საქმე.
73. რამდენჯერ - რამდენჯერ, რამდენჯერ (3).
74. მის-მის-დროზე - თავის დროზე, თავთავის დროზე.
75. ერთი ხელი - ტანისამოსი, ქამარი და სხვ.
76. ბაღანა, ბაღნები - ბავშები.
77. დედა, რას ვგავარ - (სარკეში რომ ჩაიხედა).
78. დეიღუპოს იქით ჩემი მტერი - დაიკარგოს იქით.
79. დაჯდა და დააღამა - მთელი დღე.
80. პირსარჩული - საგებ-სახურავის.
81. ჩაითუთქა ნაცარში - დაიწვა.
82. ერწამა, ერცახე - წუთით, წამით.
დადოდღავს - დაბორიალობს, დადის.
ტრიცი - სულელი.
მე ახლა ჯავრიანი კი არა, გაფრენილი უნდა ვიყო.
გუგუ-გუგუ - ბუხრის ხმაურობა.
გათენდა და გატოლდა, ჩიტმა შექმნა რიჟრაჟი.
დედაია, ბაბაია, გათხოვება რა კაია.
ბაბუწვერა - დაბურდულწვერიანი კაცი.
აწი და... - დასაწყისი წინადადების: აწი და ვერ ჰქმნი? აწი და სულელი ხომ არ იყო?
ხორხონცი - დიდი მჭამელი.
ლიჟღი - სიმინდი, შეშა, საცვლები.

*
20/I-23  წ.
1. გ. ტაბიძე. 2. იგი სოსანი. 3. ირ. ქავჟარაძე. 4. ალ. ნაქერალელი. 5. ირ. ყანჩელი. 6. ნ. კეჭაღმაძე. 7. გ. ბააზოვი. 8. თუში.

*
ორშაბათი, ორი აპრილი.
რედაქციის ბინის ქირა - 19.000.000 მან. მადროვეს 6 მაისამდე.
ჟურნალი გაიწერა „აფხაზეთის ქართ. კოლეკტ. გამგ.“ - სოხუმში. დასტოვა 400.000 მან.

*
ოთახი დისლოკაციის. წევრი, რომელიც ცნობილია არასასურველად. არასასურველი წევრის გამორიცხვა.
„მწერალთა საზ[...]“. ოთახი კეთილმოწყობის. მწ. კავშ.; შესაძლებელია?
მიწერ-მოწერის საქმეები.
20 черв.; Нищета - золото.
ირეთელი. ქუჩიშვილი. შენგელაია.
მდივანი. აგარელი.
Первый Мнатоби.
ძაღლების ალერსი. <Alhan’ture>.
გალაკტიონ ტაბიძე - 20. პოლიკარპე კაკაბაძე - 10. ვასო გორგაძე - 5. ვანო იოსელიანი - 5. [კოწია ჭიჭინაძე - 5.] ალექს. ჩოგოვაძე - 5. მოსე გოგიბერიძე - 5. 55 чер.
ტაბიძე, კაკაბაძე, გოგიბერიძე, გორგაძე, იოსელიანი, ჩოგოვაძე, ჭიჭინაძე, ქუჩიშვილი, ირეთელი.
ხოშტარია შემოვიდეს ჩვენ ასსოციაციაში თუ...
ხუთი კანდიდატი.
სარევიზიო კომისია.

*
            ო,
        დროა,
       ნიავის,
[სოფელი] საღამო,
     მყუდროა.
 არარას, არავის -

*
Сухуммм.  წერა, კითხვა... Нищета, Золото. [Дорогая, милая.] თვალტანადი. Жуковский.  Пушкин.
რეტა. რაკეტა. რეტა. ტა...

*
10-წამიანი.
1. [ბედი რუსეთის.]
2. გზა ორი ომის /და სამი მწარე რევოლიუციის უწიეს [შემდეგ გარდატეხილი].
3. [გარდატეხის ხანები.]  არალეგალური ცხოვრების შემდეგ.
4. გზაჯვარედინი [მთელი] [ეფემერებით] ჩვენი ნიავით სავსე ეპოქის.
5. დაჩაგრულ ერებს.
6. ხმა: „ამხანაგი“ - სიმბოლო ახალ კაცობრიობის (მ. გორკი).
7. [ეს იყო] მასწავლებელი, / მოძმე, ბელადი და მეგობარი.
8. ადამიანი - / მასსა,
[რომელსაც მოძრაობაში მოყავდა] მოძრავი მილიონები.
9. 1917 წელს ჩამოსვლა ლენინის, 10 წამიანი სიტყვა ბრონევიკიდან / ფინლიანდიის / სადგურზე, რომელმაც უეცრად შეაკრთო მთელი რუსეთი.
10. თვითეული გამოსვლა ლენინის იყო მსოფლიო მნიშვნელობის გამოსვლა.
11. ოკტომბრის დღეები. ცხრაას თვრამეტი. 1918.
12. ბრესტის ხელშეკრულება.
13. 1918. ის, დაჭრილი, ებრძვის სიკვდილს.
14. მწარე წამები, წლები შიმშილის, ბლოკადის, თავგანწირული სამოქალაქო ომები.
15. ლენინის გარდაცვალების დღეები.

*
პოხიერ.
1. ნიმუში პოეტის ტირადისა პოეტისადმი.
2. ნიმუში ბელეტრისტული ნაწარმოებისა.
3. ნიმუში კრიტიკული დაფასებისა.
4. ნიმუში...
მისი პოზიცია <...>.

30X4 стр.=120 в месяц.X5=600.
Металлы. 3.

*
მაგონდებიან ტოლნი და სწორნი.
ტირის, საოცრად ტირის ვოლტორნი,
სადაც ბინდია ელვარე შუქის...
 
*
ელვარე შუქის ფრიალებს ფარდა,
ტირის, საოცრად ტირის ვოლტორნი.

*
[ეს ოკუჯავა ოლია,
თავში მწყერები ყოლია,
გაისეირნა მინდორზე,
უცებ გამოძვრა ბროლია.]

*
მღელვარება ღრღნის ქალაქის ქალას -
                 ჩავარდნილ თვალებს და ღია ბაღებს.
უძრავ ლენინის [მკვდარი - კიდევ სხვა] მრისხანე ძალას
                [სჭედს მზის] სძრავენ ზოლები.
[ყოველ დახშულ კარს] დახურულ კარებს [ქარი] გრიგალი აღებს,
                [მაგონდებიან] მახსოვს იმ დღეთა ტოლნი და სწორნი...
შფოთავს, საოცრად შფოთავს ვოლტორნი
                და აგოტები.

ასეთ დროისას ვსვამ მე ფიალას...
                [იგი] მსგავსია ქარხნების [ფანტომის
                            უგონო] დაბურულ კრთომის.
გრიგალი ღრღნიდა ქალაქის ქალას.
                [ეს იყო ზარი - ] იდეა ავლენილი.
ლენინი - მსხვერპლი ბოროტი ტყვიის -
                ორი ბოროტად ანთებულ ომის
და სამი მძაფრი რევოლიუციის
                [მსხვერპლი] დროშა - ლენინი.

დადგენ მედგარი მოიმედენი:
                ოცნება თოვლში დაკარგულ ქოხის
და რკინის დროის გზაჯვარედინი.
                პროლეტარიატი.
ეს გუგუნია მთელი ეპოხის,
                განწირულებით ის ეძებს ფერებს,
რომ მოეფინოს დაჩაგრულ ერებს
                [ასეთი ხატი] სითბო მარადი.

[დროშებს დაბლა ხრის მებრძოლთ ბანაკი]
                დახარეთ დაბლა დროშათ ბანაკი,
[ახალი] აქ ბევრი ბრძოლის [მოკვდა] გათავდა ვადა...
                [მაგრამ] მხოლოდ ბელადი და ამხანაგი
[დღეს აღარ არის.]
                გაქრა შიმშილი, მოკვდა ბლოკადა,
გათავდა ომი სამოქალაქო.
                [მაგრამ [ეხლა] არ არის შორს,]
მაგრამ ახლოა დრო, ამხანაგო,
                მსოფლიო ნგრევის.

გ. ტაბიძე
 
*
გიორგი ქუჩიშვილი (მოკლე დახასიათება).
ვანო იოსელიანი (მოკლე დახასიათება).
პოლიკ. კაკაბაძე (მოკლე დახასიათება).
მიხეილ ჯავახიშვილი (მოკლე დახასიათება).
 
*
ოლია,
ო! ლია.
ოლ-ოლ! ია.
აილლო!
ლიო! ლია.
ია!
გაზაფხულია ლია.
 
*
Если весь мир
Под трепетом твоих стихов,
Сдерни завесу с гения
И [стань] превратись в мой пьедестал.

*
მან დამიწერა, გიმნაზისტი რომ იყო, ლექსი, მაგრამ გეგონებოდა ვირის სიყვარულის ახსნა. იაშა ქვია, ივანგულოვ.

ბრწყინვალების დროს...

Посвящается тебе от меня:
 
В момент сиянья!
В миг сиянья,
В сиянья миг твоих очей
Я вижу отблеск злого духа!

Когда на дне,
На дне твоих чернильных кругов
Я застываю как от счастья,
Увы! Я чувствую лишь мороз.

ზემო-ავჭალის ჰიდრო-სადგური
საქართველოს სამხედრო გზაზე -
სადაც ერთდებიან მდინარე მტკვარი და არაგვი
სდგას ძველით ძველი მცხეთა - დედაქალაქი.

*
სიერთგულეთი.
[რა ყინვა...]

[დიდი] მკაცრი ზამთარი ტობანიერის
[გადაშლილია მეფისჭალაზე
[დადნა] [დიდი ყინვები ღამის ლანდისა.]
სარკე ყინულთა შუშაბანდისა
ეხლა არაა ისე ძლიერი.]
არ არის ეხლა ისე ძლიერი,
[რადგან შენა ხარ ჩვენთან, ანტისა,]
ჩვენ შემოგვესწრო ცეცხლთან ანტისა.
[...][...][ანტისა,]
[ჩვენ დავიძინეთ ცეცხლთან]
როგორც გამეძლება აქ ცეცხლის,
[გაჰქრა ფიქრები მისი]
დადნა ვით ყინვა (როგორც ყინული) შუშაბანდისა.
[რაკი, ვით...]
[შენი გამოვლა...]
[რა კი] გამოიარე ჩვენსა [ხარ ეხლა], ანტისა,
ვქრები, ვით ყინვა შუშაბანდისა.
[შენ ულოდნელის...]
[მსგავსმა ბავშობის დროის იერის]
შენ, მოგონებავ ყრმობის იერის,
რა კი ჩამოდი ჩვენთან, ანტისა,
მკაცრი ზამთარი ტობანიერის
[გაჰქრა ვით] და ყინვა შუშაბანდისა.

*
[რაკი მოიტან იერიშს,
გაჰქრა, ძვირფასო ანტისა,
ზამთარი ტობანიერის,
ვით ყინვა შუშაბანდისა.]

*
მთის ძირას სადღაცა, მიუვალ სიღრმეში
        ხმაურობს მდინარე.

ფერადი მოცხარის მტევნები დიდი
        წყალს გადაცქეროდენ.

კლდის პირად მზეზე ლივლივებს
შავი და ტკბილი მაყვალი.

[აიმანისი] ის მონადირეც მაყვალს შეექცა,
წყაროს ანკარა წყალი დალია
        და გზას გაუდგა.

არ მავიწყდება როსმე მე ეგ ცა,
ცას ქვევით მთები [ქარიშხალია] და მაყვალია,
        დარი დაუდგა.

ვიწრო ბილიკით ადიოდა სულ ზევით, ზევით
და მონადირის სავალ ბილიკით ბუნებრივ,
ბიბინებდა ბალახი
და ბალახის მაგიერ ქვები ხავსს დაეფარა.

აიმანისი ხავსზე წამოწვა.
ხეობებში გრიგალი და ქარია,
ხეობებში გრიგალი და მეხია
და ნაძვები აბურძგნულნი არიან,
ბევრი ძაძვიც ავდარს გაუტეხია.
 
მთვარის ჩრდილი ყვითელ ხავსზე წამოწვა,
ლალისფერად და ცისფერად ამოწვა,
გაიშალა თეთრ-ყვითელი [ყვავილი] თრთვილს იქით,
მონადირეთ გასავლელი ბილიკით.

არა ჰგავს ბარის ყვავილებს.
მოლში მოსჩანან ცისფერი, ყვითელი, ლილისფერი და თეთრი ყვავილები.
უღელტეხილით ახვალ მწერვალზე, დიდი თოვლი დევს.
ყავისფერი ლოდის კვდომა.
და მდინარის შეტეხილ ნაპირს ეძინება მდევს.
ყველგან მთებია, მთები -
სადაც მისწვდება თვალი.
მთები ისეთია, როგორც ზვირთები ქარიშხალში,
მწერვალებზე ელვარებდა თოვლი.
თოვლით და ყინვარებით.
და ნაძვების ქვეშ ეყარა ხავსი.
უმარჯვეს ოქრომჭედლის ხელით.
შარშანდელი, გაუდნობი თოვლი.
ბალახის და ყვავილების საამური სუნი იდგა.
წელიწადის [საუკეთესო] [კარგო] ნაზო დრო, ნაადრევო შემოდგომა.
მთებს შორის ჩაჭედილი ტბა.
წითელი, ყვითელი და ყავისფერი ფოთლებით. მთოველი.
ყვითელი და ყავისფერი [მიხარია ფოთოლთ] და შრიალებს ველთა კვდომა.

*
წელიწადის ნაზო დროო, ნაადრევო შემოდგომა,
დაგშთენია ყავისფერი და ყვითელი ველის კვდომა.
[ბალახის და ყვავილების საამური დადგა სუნი.]

დაგშთენია ლილისფერი, ალისფერი და ცისფერი
ბალახის და ყვავილების საამური [ჩრდილი] ძილისპირი,
დაგრჩენია ჩემი გულის [უიმედო] ჩუმი ბნედა, შორი კვდომა,
წელიწადის ნაზო დროო, ნაადრევო შემოდგომა.

*
[მთათა შორის] მაღალ მთაში ჩაჭედილო ტბაო,
შენს ნაპირად ჰყვავის ბზა და ბაო,
სწორი ნაძვი არის ალვის მსგავსი
და ნაძვების ქვეშ დაყრილა ხავსი.
მწუხარება ველის აქ არ არის,
არ ჰყვავიან ყვავილები ბარის,
სპეტაკია, როგორც სარკის ბროლი,
შარშანდელი, გაუდნობი თოვლი,
სისპეტაკით და სიწმინდით სავსე...

უღელტეხილი.

*
რუსულად, უკრაინულად.
1. აღმოსავლეთი. 2. ჯონ რიდი. 3. ...
Король поэтов.
შეთქმული ჩონჩხები. აკრობატები. ბოტანიკოსი.

შემოდგომის კორესპონდენტები.
„იოსელიანის პურმარილით ავალიანი შეიწყალეს“.
ყვავს შვილი მოუკვდა და ბუს მიუგდო: „დიდი თავი გაქვს და იტირეო“.

*
დაიწყო კოშმარებიდან - ისევე ღამით. კოშმარები დღით.
Ричард III. Может быть. Она возм.
ფრანგული ენა ხვალიდან.
დღევანდელი დღე იყო მეტად ცუდი აფიშა - ოჯახის, მისი, ჩემი და ყველასი, ყველასი.
Основать. 5 рублей.

*
ატამი.
სათლელი - ატამი. ქორფა - ატამი. კოხტა - ატამი.
მხატავი. „მადამი“. ტატანი. ადამი. ქათამი. ჟალტამი. ნატამალს. ათამდი. გიპაპატამი. რატომ. ატანი.
ვა, რა არის, ეს რა არის.
რა ჰავამ, დაბადა.
იგემეთ.

შენიშვნები ერთი წერილის შესახებ
ალაგ-ალაგ წერილის ქაღალდს სიყვითლე აკრავს: უბრალოდ ხომ არაა ზედ აღნიშნული დატა მისი დაწერისა: 1888 წელი! წერილი დაწერილია სწორედ ორმოცი წლის წინად.
მას კონვერტი არა აქვს, დაკეცილია ოთხად; აი, ვშლი მე მას და ვკითხულობ, სულ ოთხი გვერდია გადაჭრელებული, არც დასაწყისში, არც ბოლოს თავისუფალი ადგილი არ არის. ხელი ააშკარავებს ავტორის სრულ ინტელიგენტობას: ლამაზი მხედრული ხელი, არც ერთი შეცდომა, არც ერთი გადასწორება, წაქცეული მწყობრი ასოები, შავი მელანი ცოტათი შეყვითლებულია რამდენიმე ათეული წლის მიერ. მხოლოდ ერთ ადგილას შუაში, სიძველეთა მტერის, ჩრჩილის მიერ ამოჭმულია სულ ცოტა ადგილი.
ვკითხულობ:
"საყვარელო ძმაო, პ-დ შენს მშვიდობას და წარმატებას უფალსა ვთხოვ. სხვათა შორის ჩვენს ამბავს იკითხავთ; ჩვენ შინაურნი და გადაღმოულნი ყველანი მშვიდობით ვართ; ჩემზე იწერები: როგორ ხარო, მე ძლიერ კარგად ვარ. არავითარ სისუსტეს არა ვგრძნობ, მხოლოდ ამ ზამთრის ჭვალებს თუ შესაფერი წამალი ვუშოვე, რადგან მეტად მჭიდროთ ჩამჭიდებია, სხვა არა მიშავს რა. საგრძნობლად სისუსტე ჩემში ინიშნების ზაფხულის თვეებში: ივლისში და აგვისტოში, სხვა დროებში ძლიერ ნაკლებად შესამჩნევი ხდება სისუსტე. სხვა, ეხლა კერძო საჭიროება მინდა აღვნიშნო: მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს საეკლესიო სამრევლო სკოლა, რომელზედაც ცნობა კიდევაც წარდგინდა ვისდამიცა ჯერ იყო. ამ სკოლების მოწაფეებთა შორის არის იმისთანა მოწაფენი, რომელნიც არიან მომზადებულნი მეორე განყოფილებისათვის და მომზადებულნი არიან რუსულზე სასწავლოთ და კიდევაც დავაწყებინე. ჩემდა და ჩემს მოწაფეთა სამწუხაროდ აღმოჩნდა ერთი ხელის შემშლელი გარემოება, შემოიღეს როგორც სახალხო სკოლებში, აგრეთვე მათი წაბაძვით სამრევლო სკოლებში სასწავლო წიგნი „რუსსკოე სლოვო“, для груз. школы, изд. Гогебашвили. ვერსად ეს წიგნი ვერ ვიპოვე სასყიდლად. ქუთაისში ჭილაძეების მაღაზიაში არ არის. ბევრის ხვეწნით და მუდარით თავს ვერ შეგაწყენ: სამ მანეთს გიგზავნი, ამით მიყიდე წიგნები, ზემო აღნიშნული შვიდი ეგზემპლიარი და მერვეც მისი რუკოვოდსტვოც, თუ იქნა დაბეჭდილი. ფასი თვით. ეგზ. 50 к.,  იკითხეთ გრიქუროვის მაღაზიაში და რაც შეიძლება დაჩქარებით გამომიგზავნე. შეგირდები მიცდებიან. საშობოოთ უსათუოდ უნდა ჩამოხვიდე და იმედია შემდგომ წიგნაკებს თან იქონიებთ: კარაბად., სამზარეულო წიგ., კალენდარი საქართველოსი - გუნიას გამოცემული, აგრეთვე რამე სასარგებლო გამოცემები. ქადაგება ამვროსი ნეკრესელისა თუმცა დიდი არაფერი საპიტნაო არის, მხოლოდ შემდეგში მწყემსის დროს ქადაგებისას მასალათ შესაძლოა დაისაჭიროს; იმასაც ვწერ, შესაძლოა ეს წიგნები „Рус. Сл.“ ვერ იშოვოთ, Руководство კალანდარაშვილის გამოცემა მაინც გამომიგზავნე. თუ ძმა ხარ, არ დამაღალატიანო, ან გრიქუროვის ან ჩარკვიანის მაღაზიაში როგორ ვერ იშოვით?
თქვენი სიამოვნების მოწადე ვასილ სტ. ტაბიძე.
P. შ. მღვდელმა გიორგი გიორგაძემ რომ გთხოვა ადგილის თაობაზედ საქმე საჩივრისა, გთხოვს, ის საქმე ამ მოკლე დროში შემატყობინეო.
7 ნოემბერი 1888 წელსა

რა სჩანს ამ წერილიდან?
1. ავტორის ცოტათი ოფიციალური დამოკიდებულება ძმასთან - „თქვენ“. 2. ავტორის ინტელიგენტობა. 3. „შინაურნი და გადაღმოულნი“ - ნათესავიანობას. 4. ავადმყოფობას: „ზამთრის ჭვალები“, სისუსტე ზაფხულის თვეებში - ივლისში და აგვისტოში (მალარია?). 5. საეკლესიო სამრევლო შკოლა ყოფილა 1888 წ. (მალე იქნება 40 წლის იუბილე?). 6. სწავლა დაყენებული ყოფილა კარგათ, მეორე განყოფილებისთვის საშ. სასწავლ. 7. სწავლობდენ რუსულზე. 8. 1888 წ. შემოუღიათ „Р. С.“ რა სახელმძღვანელო იყო წინად? 9. ამ წელს ძნელი ყოფილა შოვნა ამ წიგნის (ახალი გამოცემა იყო?). 10. ნახსენებია: ქუთაისში ჭილაძეების წიგნის მაღაზია (სად იყო? ვინ?). 11. ეგზემპლ. 12. გრიქუროვის წიგნის მაღაზია. 13. კარაბადინი. 14. სამზარეულო. 15. გუნიას კალენდარი. 16. „აგრეთვე რამე სასარგებლო წიგნები“. 17. ქადაგება ამვროსი ნეკრესელისა (თუმცა დიდი არაფერი საპიტნაო არის). 18. მხოლოდ შემდეგში მწყემსის დროს ქადაგებისას მასალად შესაძლოა დაისაჭიროს (მღვდლად ემზადება?). 19. კალანდარაშვილის გამოცემა. 20. ჩარკვიანის წიგნის მაღაზია. 21. P. S.-ში ჩვეულებრივი იმერული საჩივრების საქმე. 22. 7 ნოემბერი - წერილი დაწერილია გვიან შემოდგომაზე, როცა ზამთრის ჭვალები იყო?

ცნობები მამის შესახებ
1. წერილები მისი. 2. ბაბუა გიგოს ნაამბობი (საწყალი ვასო). 3. ივლიანეს ნაამბობი. 4. დედაჩემის შეხვედრა მასწავლებ. ვაგონში. 5. ნაცვალოვი (წყნარი..). 10. „ასე, ჩემო მანასეო“. 11. ქუდი მამაჩემისა. 12. აბრეშუმის პიჯაკი. 13. ნეკროლოგი „ივერიაში“. 14. წარწერები წიგნ. 15. პირვ. სიყვ. ლექსი. 16. სხვების წერილებიდან. 17. გარდ. ახალგ. ვერ მოასწრო. 18. მისი მოწაფეები? 19. ოთახი, რომელშიდაც გარდ. 20. ტახტი, რომელზედაც გარდ. 21. ღვინო, კარგი. 22. „მთვრ. იყო, როცა შენ დ.“ 23. მისი საფლავი. 24. ვინაა მისი ტოლები? 25. ვის ახსოვს კარგად? 26. რაში გამოიხატებოდა აკტივობა? 27. რატომ არ წავიდა სემინარიაში? 28. როდის იყო უკანასკ. ქუთაისში? 29. ვის მისცა შესაკერად ტანისამოსი? 30. მერყეობა სარწმუნ. რატომ? 31. წერდა თუ არა თვითონ? 32. უყვარდა ძველი წიგნები. 33. იყო პრაკტიკის კაცი? 34. სად დაიბადა, როდის? 35. ვინ იყო დედამისი და ბებია? 36. წრე, რომელშიდაც იგი ტრ. 37. მისი ნათესავები. 38. ნაცნობები. 39. სად არის მუხურა?
 
І
დეიდანები:
ლირსა - გათხოვდა გურიაში, ვანში, მახარაძეზე. იყო ყველაზე უფროსი, მოსიყვარულე.
გვიტია - გათხოვდა, [მახარაძეს, მღვდელს] რუსაძეს, მემამულეს.
ეკატერინე - ტყელვანში, ნამიჭეიშვილს, მღვდელს.
ანასტასია - საპაიჭაოში, ჯულაყიძეს, მღვდელს.
მაკრინე - ჭყვიშში, ტაბიძეს, მასწავლებელს, მღვდელს.
მართა - ისრითში, გაყვა ლორთქიფანიძეს, მღვდელს.
კოზმანი - დარჩა მღვდლადო. ითხოვა ლორთქიფანიძის ქალი.

დედა - ბერიძის ქალი.
დედის დედა - შერვაშიძის ქალი.
1. ამბავი გიორგი ადეიშვილის ცოლის შერთვის.
2. [ჩიჯავაძის] ლასხიშვილების ამბავი, როგორ გადასახლდენ, ცხვარაძეებმა რომ მოუსწრეს. „წითელი ღორის ამბავი“.
3. გლახუნია ადეიშვილი, კონფერანსიე.
გიორგი ადეიშვილი.

*
სულ ამ წიგნში მე ვიპოვე...
Хахермазом. Демонические женщины.
1891.
სასტიკი ჯაყო. სასტიკი ჯაყო.
სისასტიკის მომენტები „სურამის ციხე“-ში.
[Народные <...>.]

*
..............................................................
„იკითხეთ გლეხთაც კარგი ქალობა,
სოფელსაც ხედავ? აქვს ჩვილი გული,
სოფელმაც იცის, სცნას, სიყვარული,
შენ კი...“

ი. კერესელიძე
 
*
...აქ რამდენიმე ყმაწვილთა დადეს პირობა მთელს ზაფხულს ყოველ საღამოს შეყრა რიყეზედ, ანჩიხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდინ. იმ პირობაში სხვათა შორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა მოთხრობა, ანუ არაკი, ანუ სხვა რამე, ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან.

[დ. ჭ.] სურამის ციხე

იყო ერთი მშვენიერ საღამოთაგანი, რომლითაც, სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო.

„ს. ც.“

მუხლზე ედო თარი, უკრავდა და დაბალის ხმით დამღეროდა.

სათნო ხასიათი, პატიოსნება და გულკეთილობა, შესანიშნავი პირი იყო თავის დროის, მაგრამ იგი არც მარტო ამით ყოფილა შესანიშნავი, ყოველივე ამასთან იგი იყო მუყაითი და მშრომელი. ამ თვისების და თავისი ნიჭის მეოხებით მან მიიღო ისეთი განვითარება, როგორიც იშვიათი იყო მაშინდელ ქართველ საზოგადოებაში.

*
ცხოვრებაში არ მასვენებს ღორი, რომელიც ცუდათ სჭამს.
მრავალჟამიერი.
შურისძიების დადგა ჟამი.
ჩუმად, ჩუმად უნდა იყოს გული.
კნიაზ ლიბერალი? ლიბერალი.

*
რა მწარე დღეა. [დღეს მაისის] მარიობა თვის ცამეტია,
კიდით კიდემდე რა ფერებით ჟრჟოლავს სიმიდი.
სუს, [ჩემო გულო] მოგონებავ! დღეს ოცდაათ წელზე მეტია
ღმერთს გავეყარე, რას მაშინებ ეხლა იმითი.

*
სტამბა. მუშაობენ ძველი სისტემის საბეჭდავი მანქანები. 2 ნაწილად საბეჭდავი განყოფილება და მუშების განყოფილება.. ასოთამწყობები აწყობენ წიგნებს. სტამბა კერძოა. სტამბის პატრონი დადის, ათვალიერებს და ტუქსავს ასოთამწყობებს; ასოთამწყობები ზიზღით გადახედავენ კერძო მფლობელს. ერთი ასოთამწყობი აწყობს მეფის მანიფესტს. ააწყობს და ამოიღებს ოტტისკს პატარა მანქანაზე და შინჯავს აწყობილს. აწყობილია:
„შეწევნითა ღვთისათა ჩვენ იმპერატორი სრულიად რუსეთის და სხვათა და სხვ... მხარეში აღელვებაა. გავუსწორდებით...“
ასოთამწყობნი ერთმანეთს მნიშვნელობით გადახედავენ: შეხედეთ, როგორ ზრუნავს ჩვენთვის. ერთი ასოთამწყობი გაიღიმებს, მეორე წარბებს ჭმუხნის, მესამე მუშტს მოკუმავს, მეოთხე კი გაფაციცებით თვალყურს ადევნებს ყველას. ვინ იცის, შეიძლება ჯაშუშია. ერთი ასოთამწყობი ამოიღებს ოტტისკს შავრაზმული გაზეთებისას: „Газета Кавказъ“. მეორე: „Новое время“. მესამე: „Колокол“.
სტამბაში შემოდის ჟანდარმი - და მიაქვს „მეფის მანიფესტები“. შემოდიან პოლიციელები და მიაქვთ „ვედომოსტები“, შემოდის ბიუროკრატი შავრაზმელი და მიაქვს „Новое Время“. შემოდიან მღვდლები და მიაქვთ „კოლოკოლი“. სტამბიდან გამოცვივდებიან ორმოცდაათამდე გაზეთის გამყიდველი ბავშები ყვირილით:
„დღევანდელი გაზეთები. მეფის მანიფესტი“.
გაზეთებს ყიდულობს ბურჟუაზია, მეშჩანები, საუბარია მეფის მანიფესტზე, სოციალისტებზე. სტამბაში კი 28 მუშა განაგრძობს მუშაობას.

*
ეფემერიადა.
შეუდარებელი. Замечательное.
ტობა ტობანიერი.
ან დიმა. Казнь.
[როგორც კაკინა, ანტისა და ასინეთი.]

*
ისე გამოვლამ  შენმა, ანტისა,
[მოჰკლა ზამთარი ტობანიერის.]
მკაცრი ზამთარი ტობანიერის.

1. კედლებზე.  2. ამხანაგებში.  3. გადასაგზავნათ.
აისი.
Куралесил.
დაპყრობა.



ამბაკო
1. დელეჟანი რომ შეხვდა.
2. რუსი რომ შეხვდა მეფისჭალაში.
3. მჭედელთან (თვალების) რკინა გაუცივდა.
4. ძაღლი: წალდი (ნაჯახი) რიონიდან.
5. თევზი რომ მოჰყავდა სახლში (წამოდი, თევზი დაჭერილია).

ეგვენა
1. გლდანელი რომ დეეჭიდა. „გიგას შვილო ეგვენაო, გდანელს <დამ ... > ეგონაო“.
2. აგურები რომ გაყიდა.
3. მოწაფეობისას დაფინესთანო.
4. ატესტატი რომ დაუწვა ხელაძემ (მესტამბემ).
5. ორი ქცევა ყანაო?
6. Разлука, ты разлука.
7. ტრია-ტრია.
8. ბაღდავაძისას ლოგინის ქვეშიდან გამოაძვრინეს („პეტრე დადისო“).
9. მატარებლიდან კარზინკები.
10. ციმბირიდან რომ გამოიპარა.
11. ცოლის თხოვის დროს აქებენ ოჯახს: არა, ძმა, არა! მე ციმბირში ვიყავიო. „დავანტვრიო ფეხებიო“ - ამბობდა მაშვალი.
12. აქაური ქალებიო? რუსეთის ჯობია, პურით გაზრდილები არიან.
13. „ჰი, ძმა“.

*
ტინასამოსი დ.
[ჯერ საქართველოში არსმენილი უკულტურობა.]
[წერილი რედაქციას.]
Усмешка.

გამოფხიზლება
თითქო ხელებზე დადებული მომხსნეს ხუნდები!
რა კი ვეღირსე, მშვენიერო, მე შენგან სალამს,
[ჩემს დაობლებულს ვუბრუნდები ისევ მაგიდას,]
ჩემს დაობლებულს, ძველ მაგიდას კვლავ ვუბრუნდები,
ჩემს მიტოვებულს ვუბრუნდები ისევე კალამს!

[ვხედავ ბევრი რამ: ქვეყ...]
[ამ ქვეყანაზე რა არ მღერის, რა არ იცვლება.]
რა ენერგია არის ქვეყნის, რომ არ იცლება?
იმ ენერგიას მატებს მგოსანს დღეს აფხაზეთი:
[მინახავს] არსებობს ქვეყნად მრავალგვარი გამოფხიზლება
გამოფხიზლება, [არის ქვეყნად] ფრთების გაშლა... მაგრამ ასეთი?

*
ბალახებში მისრიალებს წყნარი რუ:
რარარარა, რარარარა, რუ-რუ-რუ.

ნათელი დღე, გულში ფიქრი არა-რა,
რურურურუ, რურურურუ, რა-რა-რა,
დაიძინეთ სურვილებო, მარა რა!

*
[აგერ ნანგრევიც. ის დრო წავიდა,
როს აქ დაეცა ასი ქართველი,
დამცხრალი უცხო სანახავიდა,
ნიავი...]

გადასართველი.

* * *
რა სიჩუმეა. შორით-შორს
შუადღის ფრთებით მიდის, თან
ცად უტრიალებს ქორი ქორს,
და მიწყნარდება თანდათან.

[დილით მუსიკა ნელდება,]
ნიავი არხევს, ბაუსა
[და] ტყედ მიდუდუნებს [როგორც] წყნარი რუ:
რა-რა-რა... [შემდეგ] რა, რა, პაუზა...
და ისევ ნაზი: რუ-რუ-რუ...

ლიტერატურულ სტიქიურ მოძრაობისათვის
(სქემა და გრაფიკა)

[„აღტაცება, ოვაციები“.]
1. ევგენი დვალი (მთელი რაჭა-ლეჩხუმის საზოგადოება).
2. კლუბების გამგეებთან (რამდენი კლუბია?).
3. [ლ. ძიძიგური.]
4. მასწავლებლების კრება.
5. უნივერსიტეტში.
6. არიфიონი II.
7. „მნათობი“.
8. „კომუნისტი“.
9. „მუშა“.

*
რა მემართება?
ვ. ბარნაველი. ვ. ბარნოვალი.

8 том энциклопедич. словаря. Драгоценные камни, стр. 703. Изнасиловали. Изобретения и открытия. 10 т.

იზაბელა.

*
 „[შავი] ღრუბელი“.
ცნობილი რევოლიუციონერი, ვლადიმერ დარჩიაშვილი.
[ს.-დემოკრატია.]
პირველი ჩემი ლექსი დაიბეჭდა 1908 წ. [ცნობილ] ჟურნალ „ახალ კვალში“, რომელიც გამოდიოდა ცნობილი რევოლიუციონერის [და შესანიშნავი ადამიანის] ვლადიმერ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ლექსი [ლირიულად იყო გადა...] დაწერილი იყო 1905 წლის შავი რეაქციის გამეფების გამო. ლადო დარჩიაშვილი განსაკუთრებული ყურადღებით [მექცეოდა] მომეპყრო: მან წარმადგინა თავის ჟურნალის თანამშრომლებთან [ჩემთვის] პატეტიური სიტყვებით: იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი. გახარებულმა იმავე დღეს შევიარე ეხლანდელ პრესსის ქუჩაზე გაზ. „ამირანი“-ს რედაქციაში: მანდილოსანი, რომლის გვარი შემდეგ გავიგე, გადამეხვია. იგი აღელვებული ამბობდა: თქვენ, ასეთი ახალგაზრდა, როგორა სწერთ ასეთ ლექსებს და სხვ. ჩემი ორი პირველი ლექსი ერთ და იმავე დღეს დაიბეჭდა და ეს იყო ყველაზე უკეთესი და ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში. [ამ დღიდან მე ვიბეჭდებოდი თითქმის ყველა გაზეთებში და სულ მალე ჩვენი] მალე გადავიქეცი პირველი ქართული სიტყვაკაზმული ჟურნალის „ფასკუნჯის“ ძირითად თანამშრომლად. ამ ჟურნალში მაშინ თავი მოიყარა საქართველოს ყველა გამოჩენილმა მწერალმა. ამ ჟურნალში მე მოვათავსე მთელი რიგი ლექსებისა. შემდეგ არ გამოსულა არც ერთი ჟურნალი და გაზეთი, რომ მე არ მეთანამშრომლოს.

*
საშინელი მარტოობა.
Полдень.. Табидзе. О делах житей.
ჭალა. კალა.

ხელოვნება და საზოგადოებრივობა.
„ერთი ნომერი ქართული გაზეთის“. Передовая статья.

ვ. ოკუჯავა. Ольга Окуджава.
[დახუჭე თვალი. დაუგდე ყური.]
ვ. იოსელიანი. პ. კაკაბაძე...

Что-то не позво.
Грано. [გრანელი.] Самое простое чтототоимати..
გაიძვერებია. ბიარული.
1    ჟურნალი. წიგნი.
ლექსები. ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

*
6 წლისამ ვიცოდი წერა-კითხვა. 7 წლის მიმაბარეს პირველდაწყებით შკოლაში.
„ვეფხის ტყაოსნის“ გაცნობამ მომცა პირველი შეგრძნობა სტილისა და ლექსთაწყობის შესახებ. ჩემმა ლირიულმა ხელნაწერმა ლექსებმა ყურადღება მიიქცია ლადო დარჩიაშვილისა.
გრ. ორბელიანის ლექსები, რომელშიდაც შექებულია ღვინო და სალომე.

*
პოეზია, მუსიკა, ქანდაკება, მხატვრობა, არტისტები, თეატრი, კინო.

ხელოვნება ფოტოგრაფიის კარგად გადაღებისა
ეს უსათუოდ დიდი და კარგი ხელოვნებაა: ცხოვრების ხელოვნება. თითქმის ყველა ფოტოგრაფიებში მე კარგად გამოვდივარ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
სინათლე. ეს უმთავრესია. გამოყენებული უნდა იქნას ლუი დელლიუკის პრინციპები კინემატოგრაფიული სინათლისა. საჭირო არაა რემბრანდტიზმი: ნათელი თეთრი ონი სჯობია (კალიორნიზმი). გარეშემო საგნები უნდა იყოს უსათუოდ თანამედროვე: ტელეფონი, ავტომობილი, ეტლი, გაზეთი, პორტფელი.
პირველი პლანები (დიდი სახე) ააშკარავებს წლოვანებას. ეს ხან კარგია, ხან ცუდი. აქ საჭიროა ნიღაბი.
ჯგუფებში - ცენტრალური ადგილი.
უნდა იცოდეთ - სინათლის სწორი ალგებრა.

*
[ეფემერა.]
მარიანა, უკანასკნელი თანამგზავრი - История одного комунара.
ოთხი დემონი.

თამაში ცეცხლთან. ფოთოლფენობა. რომელი საათია?
შემოსავალი და გასავალი.
ამფეთქებლები.
„მოცლილი ფიქრი მოცლილი კაცის“.
სამი აფიშა. ქრონიკა ერთი დღის.
გადამდები მთქნარება, გადამდები სიცილი.
ფერადი ბუშტები.
სკანდალი.
„Резвость и игривость“. Грандиозная от веч. полз.; Меланхолия. Запустение. Гордость Н. Строительства. Гордые мысли о будущем.

*
ქალაქი იმნაირია,
წამით არაა სვენება,
ხანდახან [შენი] სოფლის ძლიერი
[სხეული] აჩრდილი მომეჩვენება.

[და გავიფიქრებ]
რამდენი დიდი ქუჩაა,
რამდენი დიდი შენობა,
ადამიანი ისეა,
როგორც ტყის ფოთოლფენობა.

*
თიანეთი.
А. Пушкин, М. Лермонтов, Лев Толстой, გალაკტიონი.

Центральная библиотека - читальня союза транспортников (в Александр. саду, бывшая церковь).
На 3 месяца.

მოსე გოგიბერიძე.

*
და - (კავშ.) მე ქე წავალ და!
ქე - (კი) ქე მოვალ.
შტილი - ჩრდილი.
ძაღლის ნიაგავი (გინება).
ნაჭამადევი. ნასაუზმევი.

*
 [აჯანყება (ვასსილ ელლან).]

[სად მეოცნებე ხმა პოეტის,
ლურჯი სიბნელე მძინარე ქალაქს
რევოლБუციონურმა კომიტეტმა...]

ტ. შევჩენკო (გაიდამაკებიდან)

ის დროება სიზმარივით წავიდა,
ოდეს ბავში [ობლად] ვიყავ მოხეტიალე.
[უკრაინა] ქუთაისი სავსე სანახავითა -
[გონტას] მებრძოლთ ხმალი, მისი ველად ტრიალი.
სად ოდესმე ვლიდა [გაიდამაკი] ჩემი ოცნება,
მე, მშიერი, დასისხლული ფეხებით,
დავეძებდი მე ერთად ერთ მეგობარს,
თავგანწირვით, ცხარე გულგამეხებით.

ტაბიძე გალაკტიონ

*
ტირი - შორი. დირი - ჟორი.
ქულა - მითი. სულა - მითი.
შარა - ბანი. ქარა - ვანი.
მიყვა - რული. სიყვა - რული.
სჭედე - ფერი. როდე - რერი.

ქუჩაზე მიდის კარიკატურა.
რიგალი, შემთანხმებელი.

ო, როგორ მინდოდა ზეცაზე ვარდები. 26.

*
               და
             როცა
         [დაინთო]
           ავარდა
         გრიგალი
          საოცარი
          [ელვად]
    მაისის ნავარდი
    ელვარე ფერები
 ღვარული რიგალი
ქუჩებზე დაჰქროდა.

20 მარცვლამდე
L’art poetique

[ერთმარცვლოვანი.]
ქარი მწარედ ქრის - 5%.
1. 2 მარცვლოვ. -     ქარი
                                  მწარედ
                                  ქრის.
2. 3 მარცვ. -             ქარი ქრის,
                                  ქარი ქრის,
                                  ქარი ქრის.
3. 4 მარცვლ. -         ქარი ქროდა,
                                  ქარი ქროდა.    
5 მარცვ. -                 ქარი დაქროდა,
                                  ქარი დაჰქროდა.
6 მარცვ. -                 ქარი მთებიდან ქრის.
7 მარცვ. -                 ქარი მთებიდან მოქრის.
8 მარცვ. -                 ქარი მიმოქრის, მიმოქრის.
9 მარცვ. -                 ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს.
10 მარცვ. -               შემოეხვია ატმის ხეს ქარი.
11 მარცვ. -               შემოეხვია ატმის ხეს ქარი და
                                  შემოეხვია ატმის ხეს სიზმარი.
(უნდა დათავდეს ან ერთმარცვლოვანი ან სამმარცვ. რითმით).
12 მარცვ. -               შემოდგომაზე ლამაზ ველებს ედება (ქარი მთებიდან
                                  ქრის. ქარი მთებიდან ქრის).
13 მარცვ. -               შემოდგომაზე ლამაზ ველებს ედებოდა.
14 მარცვ. -               ქარი მთებიდან მოქრის (ორჯერ).
15 მარცვ. - -            [საით წარვიდა მწუხარება.]
1. შემოდგომაზე ლამაზ
ველებს ედება შხამი (7).
2. შემოდგომაზე ლამაზ ველებს ედება შხამი (14).
აქ განსხვავებაა რიტმით. მარცვლები ერთი და იგივეა. აქედან ცხადია, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რიტმს სიტყვათა დანაწილებისათვის.
თქვენ უსათუოდ გახსოვთ
ღამე ქვითინი ქარის. და სხვ.
 
აპოლინერის ჯგუფი.

*
მზის ჩასვლის ხეთა დაეცა ჩერო.
გულის მაგიერ მკერდში ლოდია.
მას არ ახარებს არც რომანსერო,
არც პასტორალი და მელოდია.

მშვიდობიანი
ხეებით მზისგან დაეცა ჩერო,
გულზე ვერ ვიტყვი ეხლა: ლოდია.
მას კვლავ ახარებს [ის] ზღვის რომანსერო,
ტყის პასტორალი და მელოდია.
კი არ ხმაურობს ჩანგი: დაგვითმეთ!
და სიმნი მისნი კი არ ჰკივიან -
აქ [განსხვავება] [ყველაფერი] მშვიდობის დღე სავსეა რიტმით,
[მარცვლები] მშვიდობაც ერთი და იგივეა.
(ზეცა სავსეა მშვიდობის რიტმით,
ცა, მიწა: ერთი და იგივეა!)

*
ყინვაა. თოვლის არის ბარბაცი.
გუშაგი დადის წამითი წამით.
ფუნიკულიორზე ასულა კაცი
და იქ მომკვდარა წუხელი ღამით.
[მამა...]

*
სომეხი.
ავანსი.
მანდ მიცვალებული ხომ <არავის> <...>.

8.000 ასოს აწყობს 1 ასოთამწყობი 7 1/2 საათში. თუ გვერდი შეიცავს 2.000 ასოს? - ააწყობს 4 გვერდს, 8 გვ. პატარას.

ვის უნდა შეეკვეთოს წერილები და რა ტემაზე

ლეო შენგელაია - ლიტერატურული პოლიტიკა.
პეტრე გელეიშვილი - პოეტის თანამედრ. მდგომ.
სეით დევდარიანი - შენიშვნები.
მ. ჯავახიშვილი.

*
[მიშა - 1 ადგილი. სერგო - 1 ადგილი.]
[პოღოს პოღოსოვი.]
Караван-Сарай. Манташев. Раствор №19-94.
Коллектив. поручение и посредничество.