შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-9 - 1921 წელი


ფორმა შემოქმედებისა უნდა მოინახოს, ეს უმთავრესია.
პროლეტარიატი პოეტები არავითარ ფორმას ჯერჯერობით არ იძლევიან.

*
И мир захваченный красиво-смелым риском
Следит взволнованно за гения игрой,
Чтоб аплодировать при выигрыше близком.

*
Чтоб увенчать в веках все победивший гений,
Мир ждет.

*
Был всегда я гордым, был всегда мятежным,
Улыбался гордо, гнал унынье прочь,
Был всегда весенним, радостно-безбрежным,
Не пугала душу призраками ночь.
Был всегда спокойным, сдержанным и смелым,
Солнцем опьянялся, солнцу песни пел,
Не боялся муки за святое дело
И в идее яркой, как в огне горел.

И всегда я прямо, горделиво, ясно
Шел навстречу правде с бодрою душой,
Не считаясь „трудно“, „тяжко“ иль „опасно“
Жил я упиваясь вольною борьбой.

*
А теперь утром в восемь часов
Кричат гудки для целого миллиона.
Целый миллион берет молот в одно и
То же мгновение.
Первые наши удары гремят вместе,
Это утренний гимн единства.

*
Эти песни мне пропели миллионы голосов,
Миллионы синеблузых, сильных, смелых кузнецов,
В шуме фабрик, в криках стали, в злобном
шелесте ремней.

*
Во имя нашего Завтра - сожжем Рафаэля,
Разрушим музеи, растопчем искусства цветы.
Девушки в светлом царстве грядущего
Будут прекрасней Милосской Венеры.

Влад. Кириллов. „Мы“

(Психологический, но не идеологический момент, солдатский, но не рабочий девиз. Солдат может по приказу бомбардир. Рейнский собор, если там есть наблюд. пункт врага).

ზ. ჭ.
Позабыли мы запахи трав и весенних цветов,
Полюбили мы силу паров и мощ динамита.

Мускулы рук наших жаждут гигантской работы,
Творческой мукой горит коллективная грудь.
Сами себе Божество, и Судья, и Закон.

Железный Мессия.

Горы пред ним разступаются в миг,
Полюсы мира сближаются.

Влад. Кириллов

Хоронят героя,
Молчат дворцы угрюмо, соборы и здания
Молчат, молчат.

Где-то гремит гром орудий,
Все вздрогнули при звуках хора -
Забились новым ритмом сердца
В новых чувствах, отступают массы им следом,
А эхо доносит: Борьба до конца.
К победам, к победам.

При этих звуках плотнее сомкнулись штыки,
Колокол затрезвонил протяжный где-то.
Знамена, знамена, венки,
Союзов, Союзов, Советов, Советов...

Интернационал.
На перекрестке оратор
Льет в груди огненных слов железо,
Где-то гремит марсельеза.

Острым мгновеньем звучит каждый шаг,
Кто-то поднял флаг,
Что-то поют, поют,
Салют, салют, салют.

Нашей планете найдем мы иной ослепительный путь.
                            
Кириллов


წინანდელი:

Дай в сугробах нам тихо уснуть,
Пусть кручина туманом не стелется
И не давит солдатскую грудь.

(წინანდელია).

Немного сна, пронзительный гудок,
Проснется жизнь в скривившихся домах,
И пролетарии с проклятьем на губах
Позволят высосать машинам жизни сок.

В. Александровский, 1913 изд.

Смотрите - Я стою среди них: станков, молотков, вагранок, и горн и среди сотни товарищей.
Вверху железный кованный простор,
По сторонам идут балки и угольники,
Они поднимаются на десять сажень,
Загибаются справа и слева,
Соединяются стропилами в куполах и как плечи великана, держат всю железную постройку.
Они стремительны, они размашисты, они сильны.
Они требуют еще большей силы.
Гляжу на них и выпрямляюсь.
В жилы льется новая жизненная кровь.
Я вырос еще.
У меня у самого вырастают стальные плечи и безмерно сильные руки:
Я слился с железом постройки,
Поднялся,
Выпираю плечами стропила, верхние балки, крышу.
Ноги мои еще на земле, но голова выше здания.
Я еще задыхаюсь от этих нечеловеческих усилий, а уже кричу:
„Слова прошу, товарищи, слова!“
Железное Эхо покрыло мои слова, вся постройка дрожит  нетерпеньем, а я поднялся еще выше, я уже наравне с трубами.
И не рассказ, не речь, а только одно, мое железное, я прокричу:
„Победим мы!“

А. Гастев. 1918

Я люблю тебя, город, когда мятежный ураган проносится над тобой, и кровавым заревом возстания окрашиваются твои улицы.

В. Кириллов. Грядущее. 1918

К восстанию, восстанию...

По временам у него (крана) из-за плетения  балок и брусьев смотрели глаза, полные дальнего  замысла. И тогда в людских толпах  загуляли восторженные легенды и повести о будущих подъемах, о еще больших, о тяжелейших.

Гастев

დედამიწას (ჩვენს პლანეტას) შემოარტყეს რკინის, რკინისგზის ლიანდაგები.
 
[В железе есть стоны,
Кандальные звоны
И плач гильотинных ножей,
Шрапнельные пули...]
В криках стали...

Я знаю многое из мрака наших лет
Твой чуткий слух невольно оскорбит,
На многое ты не найдешь ответ,
Что нас теперь волнует и томит.
Но есть одно, пред чем склонишься ты,
То _ страсть мятежная, то _ буйство
гордых сил,
Чтобы сорвать скорей покровы тьмы,
Приблизить день любовью озаренный...

Вл. Кириллов

(Автор скорбит о жестокостях неизбежной борьбы).
                    
„Реют оркестров раскаты“ (или падают?).

Я вижу в Лиссабоне, Риме,
Берлине, Вене, Петрограде,
Чикаго, Лондоне, Царьграде,
Кидая к небу клубы дыма,
Буйствуя неудержимо,
Сотни мускулов рабочих,
Дни и ночи,
По металлу,
По закалу,
Молотами бьют,
Солнце новое куют,
Жизнь куют,
Куют.

C. Mалашкин,1918


Гений...
Луга, леса, поля и степи,
Опутал в рельсы.

Малаш. 1916

*
Московская трудовая артель художников слова. II год I века. С. Есенин. „Коммунист не ищет голубого покоя, он горит огнем красного энтузиазма и творчества“.

О том как богородица
Накинув синий плащ
У облачной околицы
Скликает в рай телят.

Есенин

Пролетарская революция - красный Бес.

გალაკტიონი

*
Искусство выведивать чужие тайны - самое интересное, самое занимательное, и заманчивое изо всех искусств жизни. Оно наполняет минуты безделья невероятными открытиями, до сих пор, будто не существующими. В этом и заключается весь смысл нашей пустой, суетной, общественно тягостной жизни; Нужно уметь открывать Камчатку, еще не обозначенную на карте.

С. В. XV

*
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12; Не дают возможности работать.
Наркомпрос.
ბრძანებაა მოკლე და მკაცრი.

*
პანიოლი:
(მძიმედ სულს ითქვამს და ირგვლივ იხედება).
ო-ო! რა სიმდიდრეა (იგი ბრუნდება, მიდის [კარებთან] და სიღრმეში მდგარ კარებს ყურს მიუგდებს).
ნათლია მათე:
ვიკონტ, ხომ არ ინებებთ მიიღოთ ჩემგან [ვიკონტ] ვარდი! (სხვა ხმით) ყველა [იმყოფება წასული] ჯვარისწერაზეა და ჩვენ აქ თითქო საკუთარ სახლში ვიმყოფებით.
პანიოლი (მოუსვენრად):
დასწყევლოს ღმერთმა! დიდ შარაგზაზე მე ფრთხილად ვერ მოვიქეცი. შენ კარგად იცნობ მეეტლეს? საზიზღარი შეხვედრა იყო, მან წარბქვეშიდან შემომხედა. ძლიერ კარგად [ვიზამდი] მოვიქცეოდი, [იგი] იქვე უსიტყვოდ გამეთავებია. მე კი გავიფიქრე [რაღაც] შენზე. თვითონ არ ვიცი, რაზედ.. მე მისთვის ხელი არ მიხლია!
ნათლია მათე:
ეს გაუფრთხილებლობაა (ღრმა სიჩუმეა). ბოლოსდაბოლოს შენ სრულიად უშიშარ ადგილას ჩემთან ერთი საათის შემდეგ... უფრო ადრე, სანამ ზარბაზნის [გასროლა] ხმა შეატყობინებს როშორის მცხოვრებთ და მიდამოთა გლეხებს, რომ [სახელ]განთქმული პანიოლი, „ავაზაკის“ სახელწოდებით ცნობილი, ეს-ესაა გაიქცა ციხიდან, ხელით მიაღრჩო რა თავისივე ციხის ამხანაგი და ორი „კონოპატჩიკი“ რეიდიდან...  ბოლოსდაბოლოს, ეს [არც] სულერთია.
პანიოლი:
სულერთია!

I
ევა. ვერონიკა.
ნინო - შენ არც ისე საშინელი ხარ, როგორც სხვებს ჰგონიათ. მე სრულიად არ მეშინია შენი. ამბობენ, მალე იქნება რევოლჲუცია. ეს ალბად შენი მოგონილია, არა. მალე იქნება რევოლიუცია?
- ეს შენი საქმე არ არის.
 
სასაფლაო ზღვისპირად.
ორი: თამაშობს ბანქოს (თანდათან ბნელდება).
- რა მშვენიერი ფეხები გქონია, ევა!
- (დაიხედავს) ისეთი, როგორც ყველას.
- [არა! პროლეტარებს ასეთი ფეხები არა აქვთ...] მე ვეჭვობ, რომ შენ მუშათა კლასის, პროლეტარიატის, და სხვა ასეთების ნამდვილი წარმომადგენელი იყო. შენში ბევრია არისტოკრატიული...
- ასეთი სიტყვების მე არაფერი მესმის: [პროლეტარიატი, მუშათა კლასი] არისტოკრატი... რა არის [პროლეტარი] არისტოკრატი? (პაუზა) [მე არ ვიცი] ოჰ, [რა კარგია ეხლა კარგი ვახშამი. ეხლა გვქონდეს პური, ყველი და ასეთები.] შენ არა გშია? მე ძალიან.
- აი ([გადაუგდებს] აწვდის პურს. პაუზა)...
- არ მინდა...
- აიღე... ნუ გეშინია, საწამლავი არ არის.
- არ მინდა.
- რატომ?
- შენგან არ ავიღებ... მე არ ვიცი, საიდან შოვილობ [შენ პურს]. ქურდობ, [არა?] მგონია. არ მინდა, არ ავიღებ...
- [შენ კი] ევა, გონს მოდი... შიმშილისაგან ლამის წაიქცე, საცოდავო...
- არ მინდა, არ მინდა, არ მინდა... ვიქნები მშიერი... უმჯობესია, გიამბობ სიზმარს... რომელიც [გუშინ] წუხელი ვნახე... გიამბო? არ გიამბობ... შენ მაინც ვერაფერს მიხვდები, ისეთი რეგვენი ხარ... (პაუზა).
[- შენ ეი, გონს მოდი!]
- ვიყავი სადღაცა, ვენახში... დიდი, უზარმაზარი ზვრები იყო გადაჭიმული... ოქროსფერი ვაზის ფურცლები ანთებული სანთლებივით ელავდენ.. მძიმე ქარვის ტევნები ესხათ, მიხაროდა რაღაც.. ძალიან მიხაროდა... ეს მწუხარებას ნიშნავს, არა? ამ დროს გამოიქროლა ქარმა, [იყო] რა მყუდრო, საამო ქარი იყო. [და] უხილავი სურნელებით აივსო მთელი ბაღი. ეს კარგს ნიშნავს, არა?
[- ძლიერ კარგს ნიშნავს...] დაჰქროდენ რაღაც ფრინველები, კარგად არ მახსოვს: ეს ჩიტები იყვენ თუ ანგელოზები.
- (ირონიით) ანგელოზები იქნებოდენ!
[- იი, რეგვენო! ანგელოზები კი არა, ჩიტები იყვენ...]
- დიაღ, ანგელოზები იქნებოდენ... მე აკი ვთქვი, რეგვენი ხარ და ვერაფერს გაიგებ მეთქი... შენ ეს მითხარი, რამდენი კაცი მოგიკლავს, გაგიქურდავს და გაგიძარცვავს. ამგვარ საქმეებს, რა თქმა უნდა, კარგად მოისაზრებ, ანგელოზებს კი თავი დაანებე... გაგიწყრეს იმ ანგლოზების მადლი, ავაზაკო!
- კარგი, ბევრს ნუ ყვირი, ევა! [განაგრძე შემდეგ...]
- უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი... მაღალმა ხეებმა რყევა დაიწყეს... რა გასაოცარი სიზმარი იყო.. ქარი [რომელიც] რომ ბერავდა ყოველი მხრით: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.. აღმოსავლეთის ქარი იყო თოვლივით თეთრი და სპეტაკი, ჩრდილოეთის ქარი იყო ნათლად წითელი. და ბერავდა ჩუმად, ჩუმად. ოდნავ იძროდენ მშვენიერი ფურცლები, მესამე ქარი იყო როგორც ქარვა, მეოთხე [როგორც] იისფერი... იდგა მთელ ბაღში.. შემდეგ ყველა ესენი იცელებოდენ სულიერებივით და მე აღარ ვიცოდი, ეს ქარი იყო თუ სხვა რამე...
- ანგელოზები იქნებოდენ... იქ, ვერონიკა.
- შეხედე, კიდევ ანგელოზი! რა თქმა უნდა, შენთვის არც ანგელოზები არსებობენ და არც ეკლესია.. მართლა, გამახსენდა: რა საუცხოვო ეკლესია იყო, იგი იდგა ჰაერში, არც არავის ეპყრა, იდგა თავისით განათებული, როგორც დიდი და საშინელი ელვა... იყო რაღაცა ცეცხლი... და მე შევედი ამ ბრწყინვალებაში. კრეტსაბელიც დაკიდული ელვებისაგან იყვნენ... ზევით სჩანდა მტრედი... თავი მტრედისა ოქროიის იყო, მკერდი იისფერი, ფრთები წითელი, ძოწეულისფერი, ფეხებიც წითელი, როგორც სისხლი, მის თვალთაგან მოდიოდა ბრწყინვალება, როგორც ამომავალი მზისა... (პაუზა) ო... როგორ მშია... როგორ მშია... ღმერთო ჩემო.. (გამოცვლილი ხმით) შეხედე, არტურ, შეხედე... ხომალდები მოდიან... ხედავ, რა ლამაზები არიან... ნეტავი საიდან მოდიან (კულისებში ხმამაღალი ძახილი: ხომალდები მოდიან, ხომალდები მოდიან... ხომალდები მოდიან...). მოდიან ხომალდები: მოაქვთ ძვირფასი ფარჩები ინდოეთიდან, მოაქვთ ხორბალი კანადიდან, მოაქვთ ამერიკიდან, აფრიკიდან... ყველაფერი მოაქვთ...
- [შე] საცოდავო... შენ რა, რომ მოაქვთ?
- მე არაფერი... მე მუდამ მშიერი ვიქნები... [შეხედე, ხომალდები კიდეც მოვიდენ... გადმოდის მორთული და მოკაზმული ხალხი..]
- ევა, ვინ არის შენი მამა?
- არ ვიცი...
- არც დედა იცი?
- არც დედა ვიცი...
- სად ცხოვრობ? სადაა შენი სახლი?
- სახლი, ხა, ხა, ხა! მე სად მექნება სახლი... ვცხოვრობ [ქუჩაში] ერთ დედაკაცთან, პატარა ქოხში... ის დედაკაცი მეუბნება რომელიღაც ჩემს ნათესავზე, რომელიც ცხოვრობს შორს, ძლიერ შორს... და ამბობენ, რომ ძალიან მდიდარია... არც დედა მყავს, არც მამა, არც და, არც ძმა, არც რამე გამაჩნია, [არც მინდა მქონდეს...] ის დედაკაცი ჩემთვის სრულიად უცხოა. და ვცხოვრობთ მასთან ისე...
- დიდი ხანია, რაც მასთან ცხოვრობ...
- არა... შარშანდელ ზამთარს აქეთ... შარშან ძალიან ფიცხი ზამთარი იყო. ძლიერი ყინვები დაიჭირა. ვიყავი სრულიად შიშველი, სრულიად.. ერთ სახლში შევედი, რომ გავმთბარიყავი, მაგრამ სახლის პატრონი განრისხდა, საშინლად მცემა და გამომდევნა, როგორც ძაღლი. დავდიოდი ქუჩებში, არავითარი ძალ-ღონე არ მქონდა, ყინვას ძლივს ვუძლებდი.. მეგონა, რომ მოაღწია ჩემმა აღსასრულმა. [ერთ] ქალაქის გარედ, აქ იწვა ერთი ძაღლი, მე გვერდით მივუწექ, რომ მისი სითბოთი გავმთბარიყავი. მაგრამ ძაღლიც გაიქცა. მწარე სიცივისგან ცრემლები მდიოდა და ღმერთს ვევედრებოდი... ყინვამ კბილები შემიკრა და ისევ სიკვდილს ველოდი. ამ დროს გამოიარა მოხუცმა დედაკაცმა და თავისთან წამიყვანა... [შარშანდელ ზამთარს აქეთ მასთან ვცხოვრობ.] მთელი ზამთარი მასთან გავატარე. ძალიან ცივი ზამთარი იყო... სახლები თოვლით აივსო, სახურავები ტყდებოდენ,  ძლიერი ქარიშხალიც ხშირი იყო და ხალხს თან კიდევ შიმშილი ზედ ემატებოდა, რადგან ქუჩაში სიარული და პურის თხოვა აღარ შეიძლებოდა. მკვდარი ფრინველები ჰაერიდან თოვლში ცვივოდენ და იმარხებოდენ. გადავიტანეთ, როგორც იქნა, ეს უბედურება. აახ... ძალიან კეთილი დედაკაცია.
- ეხლაც ძალიან გშია?
- ძალიან...
- აიღე ეს პური...
- არ მინდა... არ ავიღებ...
- საცოდავო ევა...
[თანდათან ბნელდება, მოდის კიბით პატარა კაცი, რომელიც ანთებს ონარს, აიკიდებს კიბეს და...]
- [ზღვამ] შეხედე, რამდენიმე ხომალდი კიდეც მოადგა ნაპირს... (პაუზა. ისმის ხმა: ხომალდები მოვიდენ). [რამდენი ხომალდი...]
- არნო, შენ არც ისე საშიშარი ხარ, როგორც სხვები ფიქრობენ. აი მე: სრულიად შენი არ მეშინია.. შენ გულკეთილი ხარ?
- სრულიადაც არა... მე ბოროტი ვარ.
- სულ მუდამ ბოროტი იყავი?
- მუდამ. ბავშობისას  იქ, სადაც ბოროტებას არ ვგრძნობდი, მე ავად ვხდებოდი [ციებ-ცხელებით], მკლავდა უზომო მოწყენილობა და სულიერი  სიცივე. ავი და გესლიანი ადამიანები მე [უფრო] მიყვარს,  გულკეთილები კი მეზიზღებიან - არაადამიანურ [ტანჯვას] წამებას განმაცდევინებენ.
- მე მაინც არ მეშინია შენი..

II
(თანდათან ბნელდება. მოდის კიბით პატარა კაცი, აიდგამს კიბეს და სანთლის ასანთებად მიცოცავს).
- გამარჯვება, პეტრე.
- იან, გაროლდ, გაგიმარჯოს (ადის, აანთებს სანთელს. ჩამოსვლისას ჩიბუხს გაიწყებს, უკიდებს ცეცხლს. კიბეს ამოიდებს და [მიდის] წასვლის წინ...
- [გაროლდ,] ხომალდები მოვიდენ: მოიტანეს ძვირფასი ფარჩები ინდოეთიდან, მოიტანეს ხორბალი კანადიდან, მოიტანეს ამერიკიდან... აფრიკიდან.. მოვიდა ერთი ხომალდი... (მოუახლოვდება არნოლდს და ხმადაბლა ყურთან) სავსეა ემიგრანტები... იქ რევოლჲუციაა... აქაც რევოლჲუცია დაიწყება, და ისინი ხალხს შეუერთდებიან, ხომალდებით მოვიდენ იქიდან გამოქცეული თავადები, ბანკირები, არისტოკრატები.. რევოლჲუცია მათ მოსდევს კვალდაკვალ... მაგრამ აქაც რევოლჲუცია იწყება. დღეს განაპირა [ქუჩებში] ხალხი უკვე ქუჩებში გამოვიდა და [უკვე] ისმის მარსელჲეზა... რა იქნება - არავინ იცის (მიდის).
- ჩუ... გესმის?
- ა? არაფერი მესმის... (პაუზა).
- სროლის ხმაა...
- არ მესმის...
- [რევოლჲუცია იწყება... მე] ჩუ...
- რა არის? (პაუზა).
- მარსელიეზა!
- წავიდეთ.
- სად? მე არ წამოვალ...
- რევოლჲუცია იწყება. მე შევუერთდები მათ.. აჰ, ესენი ვინ არიან? (ჩნდება [ათამდე] რამდენიმე მწყობრად. შეიარაღებულები. ხმაურობენ. ისინი ხელს არნოლდს...).
- დაიჭით მაგრად.. ეს გადაცმული არისტოკრატია..
- გადაცმული არისტოკრატია. მოიყვანეთ აქ, სანთელთან (მიყავთ სანთელთან, არნოლდი უძალიანდება. ბოლოს განთავისუფლდება და ხმამაღლა:)
- სიტყვა, სიტყვის თქმის ნება მომეცით, ამხანაგებო! დაიხით! მე [არავითარი] არისტოკრატი არა ვარ. მე, არნოლდ ჰეკელი, უსახლკარო და უბინაო პროლეტარი [ვარ]  ვამბობ: რევოლიუცია დაიწყო, გაუმარჯოს რევოლიუციას (ხმა: გაუმარჯოს რევოლიუციას). ამხანაგებო! ნება მომეცით, [ჩავეწერო] ვიყვე თქვენს რაზმში და ვიბრძოლო თქვენთან ერთად თავისუფლებისთვის, [სოციალიზმისთვის]. ნება მომეცით, მოვკვდე თქვენთან ერთად..
- კარგი, ჩადექი (ჩააყენებს რიგში).
- მშვიდობით, ვერონიკა. [არ დაგავიწყდეს ის..]
- მშვიდობით, არნულდ.
- (ბრძანება) მწყობრად! (მარსელჲეზა). ისმის ბრძანება უფროსისა: ერთი, ორი... ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი.
- არნულდ, მშვიდობით, არ დაივიწყო ვერონიკა!
[ - მშვიდობით, ვერონიკა.]
მიდიან.

- ამხანაგებო, მე მიხარია, რომ დედამიწას ცეცხლი ედება. ერთი მათგანი ვარ, რომელსაც გაანათებს ვულკანიური ალი, ვიქნები მეც, თავდადებული და უანგარო, ჰარნოლდ ჰეკელი... მე მეზიზღებიან ისინი, რომელნიც ცხოვრობენ თავიანთი ბნელი ცხოვრებით, სისხლს სწოვენ პროლეტარიატს, იგი ინგრევა, ის მსოფლიო ბერდება. მილიონი თვალები რევოლიუციისა მრისხანებით უცქერის მას და [პროლეტარიატი] ფოლადის ბრბოებს შლის ათას ვერსობით, ქარხნებში გრიალებენ ძლევის გიმნები, [ჩიკაგოში მექანიკები ამზადებენ რევოლიუციის] ევროპის საუკეთესო მოედნებზე გაისმის თავისუფლების სიტყვები:
- მართალია, მართალია!
- მე გადაცმული არისტოკრატი [არ ვარ, არა!] რომ ვიყო, ამხანაგებო...
- გადაცმული არისტოკრატია, სტყუის, სტყუის, სტყუის.
- ღმერთო ჩემო! მე ვიცნობ არნულდ ჰეკელს. იგი რევოლიუციონერია...
- სიტყვა, ამხანაგებო!
ვერ...

*
ჰაუუ.
დანაშაული. დღესა-სწაული. აუურ-ზაური. არა-რაობა.
[რითმები ეხო.]

წვიმების ნანა,
წვიმების ნანა,
განა მე დანა -
შაულის კარი.

გათენდება.
დონჟუანი.
[Король поэтов.] გალაკტიონ ტაბიძე.

*
არ დაგავიწყდეს, რაც ცხოვრებაში უმთავრესია!
ახალგაზრდობა, სილამაზე, სიმდიდრე, დიდება და სახელი. ქალები, ღვინო და ყვავილები. გონება.
 
*
ხელოვნების მთავარ განყოფილებას
გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, ნება დამრთოთ, რათა კვირას, 22 მაისისთვის [მსურს] სახელმწიფო თეატრში გავმართო [სალიტ. პიეს.] პოეზიის, მუსიკის, დრამისა და მხატვრობის საღამო.. [(ამასთანავე გთხოვთ, ნება დამრთოთ დავაწესო ამ საღამოზე ჩემი ფასები).] თეატრის ადმინისტრაცია მზადაა [ყოველი მხრით] დამეხმაროს, თუ თქვენი თანხმობაც იქნება იმისა, რომ ამ საღამოს ბილეთებზე დავაწესო საკუთარი ფასები. მე სრული იმედი მაქვს თქვენი ამხანაგური თანხმობისა.
მართალია, არსებობს დეკრეტი თეატრის კერძო პირთათვის არმიცემის შესახებ, მაგრამ ჩემს შესახებ ყოველთვის შეიძლება გამონაკლისის დაშვება, რაც თვითეულმა თქვენგანმა კარგად იცის. თეატრის ადმინისტრაცია მზადაა დამეხმაროს.
საღამოს ექნება ყოველმხრივი ხასიათი: პოეზია, მუსიკა, დრამა და მხატვრობა თანაბრად იქნება წარმოდგენილი.

ფილიპე მახარაძე.
 
*
ადამიანი მაშინა.

საინტერესო აღმოჩენა:
უნდა აიწეროს ქვა, ალმასი, გველი თუ სხვა რამე ან ვინმე - სახელობითი. [წყობით და „მე“.]
შემდეგ ილაპარაკო ამნაირადვე თავის თავზე - от себя.
გამოდის შესანიშნავი ლექსი.
მაგალითად, ბორის სადოვსკოის:

Белоцвет

По грудам битого стекла,
Объедков, мусора и сора,
Задворкам темным, вдоль забора
Святая кровь моя текла! და სხვ.

აქ ისე კარგად ვერ არის, როგორც საჭიროა, მაგრამ როდესაც პოეტი კარგად ასწერს ამას და ილაპარაკებს თავის თავით უკეთესი გამოდის. წარმოიდგინეთ, რომ „ბელოცვეტი“ კი არ ამბობს ამას, არამედ პოეტი. ასეთი „სდვიგი“ კარგია. ამისთვისაა გამოსადეგი ყოველივე წიგნები: აწერანი ბუნებისმეტყველებიდან, ზოოლოგიიდან [პატოლოგიიდან] და სხვ.
 
*
 [ქვეყნის მეფეებს, ქ...]
[ნიკოლოზის მსგავს გვირგვინები [ძირს ჩამოვაგდეთ] ჩვენ დავამსხვრიეთ]
ნიკოლოოზის მოვსპეთ მეფობა,
[რადგანაც სძულდა პროლეტარი]
და გამოვედით დროშა-ალმებით.
და  გალაკტიონ ტაბიძეს, [კი პოეტთა მეფეს] [რჩეულს] მგოსანს
[ვულ.] [ვანიჭებთ  დაფნას [ვეტყვით ვაშას] და ყიჟინით მივესალმებით.]
[ვით პოეტს - მეფეს] სულით და გულით მივესალმებით.

*
თქვენ, მოწყალეო ხელმწიფევ!!!!!!!!!
უპირველესად ყოვლისა უნდა ითქვას, რომ არავითარი ძალა არ არის წინააღმდეგი, გამოყენებულ იქნას ასე თუ ისე ის გარემოება, რომ ჩვენი სულიერი მოძრავი ძალა წარსულისთვის იყოს ის შედევრი, რომელზედაც შეიძლება დაეყრდნოს ნაციონალური ერთეული. „დეфაკტოდ“ - გალაკტიონ ტაბიძე. ტაბიძე, ტაბიძე და კიდევ გალაკტიონ ტაბიძე.

Штандарт. Штандарт. Табидзе. Табидзе.
Л. Троцкий.
Меньшевики: [Табидзе.] Честное слово.
Р.С.Ф.С.Р. Республика.
წესისამებრ. მოთხოვნებისამებრ.
მე დავიცდი... ჯერ ეს მოვიდეს. 2 სიტყვა.
Ресефесер.

*
საზოგადოება უნდა დაინტერესდეს იმით, რაც მე მაინტერესებს.

Вечер Короля Поэтов
Табидзе

I
1. პოეზიის ჰიმნი. მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა. შეასრულებს ორკესტრი. დირიჟორობს მიზანდარი.
2. მოხსენებას წაიკითხავს გერონტი ქიქოძე: გალაკტიონ ტაბიძის პოეზია.
3. უვერტჲურა ჰიმნისა. შეასრულებს ორკესტრი.

II
1. სიმფონიური კვარტეტი. მონაწილეობენ... კლეიტცი...
ლ. ძიძიგური.

გალაკტიონ ტაბიძე
(სახელმწიფო თეატრში მისი საღამოის გამო)

[თუ კი პოეტის ჰქვია სახელი...]
თანამედროვე საქართველოს ახალგაზრდა, მაგრამ უდიდესი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, [ერთი იმათგანია, რომელ...]


თორმეტი სონეტი
ქვები ძვირფასი

1. ტოპაზი. 2. სარიდონი. 3. სმარაგდი-ზმური. 4. იაგუნდი. 5. საფირონი. 6. იამანტი. 7. ლვიგვირი. 8. აგატი. 9. ამეტისტები. 10. ძოწეული. 11. ბივრილი. 12. ონიკსი.
 
*
ძმა და და. და.
ყდა, ხდა, წდა.
ტოპაზი.
ბრწყინვალება. ჩამავალი ოქროს მზე.
ქვა ხალკიდონი.
ინდოეთი. ქარავანი.
ველური ინდოელი ისვრის ძვირფას ქვებს მდინარეში.
ალებასტრიელ ვაჭრებს მიაქვთ ძვირფასი ქვები ეგვიპტეში.
სმარაგდი - ეძებენ მდინარე განგის ნაპირად.
აფრიკა, სამშობლო იაგუნდისა.
საფირონით შემლოცველი.
ფრიგიის მწესი.
სკვით[ელებ]ი ეძებ[ენ]ს იაგუნდებს.
სკვითია, სამშობლო აგატისა.
ამეტისტების ცქერით მთვრალები (სალომეა).
ძოწეული, ბივრილი და...
 
Nocturnes
შვიდი მაისი

[ჰაერში შედის] [ღამეს კვლავ მოაქვს სიკვდილის შიში]
ღამეს შემოაქვს მკვლელობის შიში
(ღამემ წაიღო ფარდების შიში)
და საწამლავის  ელვარე სურა,
(სარკეს დაეცა ლანდების სურო)
ბალიშში [სტირის] [კვნესის] ფეთქავს სული ფეტიში, [ბალიშში]
[რომ შენ აღარ გგავს ძველი გრავჲურა]
[რომ გული შენით ამოიწურა]
ჯერ [ბედი] კიდევ რომ ვერ ამოიწურა.
[(რა აგუგუნდა კლავიატურა)].
მოვიგერიოთ, [მძაფრი] სულო, ისარი,
ფრთა შევუხვიოთ [ამაყ]  დაჭრილ მიმინოს,
[და] რომ [მოგონება] აღტაცება ნამაისარი,
[მსურს] [ცივ] სხვა ელვარებით რომ მიიმინოს.
ახალ ღელვათა ზღვაში შეველი,
დამსხვრეულია [ვნება] ღმერთი კეთილი...
(რაღაც მშვიდი ვარ, კარგი, კეთილი...)
ოჰ! საიდუმლო შეულეველი!
[ოჰ, ჩემი ბედი] ცხოვრება ჩემი [კარჩაკეტილი] კარდაკეტილი!
გალაკტიონი
 
*
ფრინველი. დამცინველი.
რკინა. ანგინა.
მხედარი. ცხედარი.
მგებელი. ამფეთქებელი.
ხეხილი. გულგატეხილი.
ყინული. შემორკინული.
ცეცხლის გაჩენა. გადააჭენა.
ლურსმანს. ბურუსმა.
სიცხე. სიფიცხე.
მჭედელი. კედელი. გასაკვეთელი.
მცირე. სიმწირე.
ხილვით. მოლილვით.
ცეცხლის მილი. ყვავილი.
მხეცი. ორკეცი.
ტახტები. გაპარტახდები.
ნიშანს. მიშენს.
მუდარით, შენაბუდარით.
ყვითელით. სასყიდელი.
ბუღმა. უკუღმა..
მაგრამ. სიმაგრემ. გამაკრა.
არა-რა. გაიბზარა-რა.
ჭიქები. იზნიქები.
ჯადო. ჩადო.
263.