ლექსები

 
 
შუალედი - დან - მდე
 
 

4 იანვარი

საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა 1943 წლის სტალინურ პრემიაზე გალაკტიონ ტაბიძის წარდგენა. გალაკტიონს პრემია არ მიუღია, მიიღო გიორგი ლეონიძემ პოემისთვის „ბერშოულა”.

8 იანვარი

გალაკტიონმა მწერალთა კავშირში მონაწილეობა მიიღო სამამულო ომის მებრძოლთა გამოგზავნილი ლექსების კითხვაში. სამამულო ომის მებრძოლთა ლექსების შესასწავლად გალაკტიონმა დაიწყო მუშაობა გაზეთის “კომუნისტი” რედაქციაში.

* * *

აჭარის სახელგამმა გამოსცა გალაკტიონის წიგნი „ოქრო აჭარის ლაჟვარდში”.

* * *

გაიმართა გალაკტიონის საღამოები გორში, ბათუმში, ქობულეთში.

22 თებერვალი

გალაკტიონი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

დამატებითი ინფორმაცია

18 მარტი

მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე გამოიტანეს დადგენილება მოსკოვში ქართული ლიტერატურის საღამოებში მონაწილეობის მისაღებად გალაკტიონ ტაბიძის გაგზავნის შესახებ.

9 - 30 მაისი

მოსკოვში ჩატარდა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის საღამოები. გალაკტიონმა მონაწილეობდა ქართული ლიტერატურისა და მუსიკის საღამოებში მოსკოვის მწერალთა კლუბში, არმიის ცენტრალურ კლუბში, მსახიობისა და კინოს სახლში, საქართველოს წარმომადგენლობაში, “პრავდას” რედაქციაში, კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში და სხვა.

სექტემბერი

თბილისში ჩატარდა მხატვრული კითხვის დიდი საღამო, სადაც გალაკტიონის ლექსები წაიკითხა სსრკ სახალხო არტისტმა, მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობმა კაჩალოვმა.

 მოგონება _ როგორ კითხულობდა ჩემს ლექსებს კაჩალოვი

დამატებითი ინფორმაცია