1934

17 ივნისი

ლენინგრადის ხელოვნების აკადემიის შენობაში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საღამო. მოხსენება გალაკტიონის შემოქმედების შესახებ წაიკითხა ასპირანტმა ელენე ვირსალაძემ. საღამოს დაესწრნენ ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები: ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, გიორგი წერეთელი, სერგო ჯიქია, ვარლამ და კარპეზ დონდუები, კიტა და იოსებ მეგრელიძეები, ელენე და გრიგოლ ჩხიკვაძეები, შალვა ხიდაშელი, მიხეილ ჩხაიძე და სხვები.

ჟურნალი „მნათობი“, 1973, # 10