შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 15


ავტობიოგრაფია რესპუბლიკის სახალხო პოეტის
დავიბადე 1892 წელს. ვსწავლობდი ჯერ ქუთაისში, მერე ტფილისის სემინარიაში, ვითვლები რესპუბლიკის სახალხო პოეტად.

*
მე დავიბადე 1892 წელს.
ვსწავლობდი ჯერ ქუთაისში და მერე ტფილისის სემინარიაში.
გახლავართ რესპუბლიკის სახალხო პოეტი.
მაქვს ლენინის ორდენი.
წინად: ვიყავი რევოლ...

*
დავიბადე 1892 წელს. ვსწავლობდი ჯერ ქუთაისში, მერე ტფილისის სემინარიაში. ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. ჩემმიერ დაწერილი არის ხუთი ათასი (5.000) ლექსი. ამ წამში, როდესაც ამას ვსწერ, ვარ ძლიერ ავად გრიპით. მე მინდა, ეს ჩემი ავტობიოგრაფია გადასინჯოს ჭკვიანმა.

[1950-იანი წლები]