შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 12


ილია.
1-ლი პერიოდი.
სასულიერო სასწავლებელი.
1. ნანგრევები. 2. რევოლჲუცია. 3. მ. ჩოგოვაძე... 4. ამხანაგები და სხვა.

ჩვენი პოეტის ლიტერატურული კარიერა.
1908 - პირველად გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზე. „ახალი კვალი“ (ვლადიმერ დარჩიაშვილის რედაკტორობით). ამავე წელს დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. 1909 წლიდან [ახალგაზრდა] პოეტი [უკვე] ითვლება პირველი ქართული მხატვრული ჟურნალის „ფასკუნჯის“ [ძირითად] მუდმივ თანამშრომლად. [1910 წ.] იგი თანამშრომლობს ყველა ჟურნალებში, გაზეთებში [„თეატრი და ცხოვრება“, „პირველი ნაბიჯი“, „პირველი ტალღები“ და სხვ.] და ალმანახებში. 1911 წ. იბეჭდება „თემში“ მისი დიდი პოემა და ლექსები. 1912 - 1914 წწ. თანამშრომლობს სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში. აგრეთვე პირველად იბეჭდება [მისი ლექსი] - „მე და ღამე“, რომელმაც არაჩვეულებრივი სიახლის შთაბეჭდილება მოახდინა. „ქალი და ხელოვნება“ და სხვ. 1914 წ. გამოვიდა ქუთაისში მისი ლექსების პირველი ტომი [3.000 ეგზემპლიარი] (წიგნი გაიყიდა სულ რამდენიმე კვირაში). 1915-1917 - „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“, „მერი“, „ატმის ყვავილები“ და სხვ. [1917-1919 - იბეჭდება ცოტა]. 1919 - გამოდის წიგნი „Craine aux fleurs“ [წიგნი მიღებულია კოლოსალური ენტუზიაზმით ახალგაზრდობის მიერ]. 1920 - იბეჭდება „ერთობაში“ სერია ლექსების „ლადო დარჩიაშვილის ხსოვნას“, „გადია“, ტ. გოტიეს „შენ და შემოდგომა“ და სხვ.
[1921 წ.] პოეტი მუშაობს სრულიად საქ. მწერალთა კავშირში. რედაკტორობს ჟურნ. „ლომისს“. იბეჭდება მისი „შემოდგომები“, „პოეზია“ და სხვ. 1922 წ. იგი მოგზაურობს კახეთში, ჩამოიტანა სერია ლექსების „ალზიორა“. 1922 წ. - 23 წ. გამოდის „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. ჟურნალში იბეჭდება მისივე „ეფემერები“. 1924 წ. იგი მიწვეულია ჟურნალ „მნათობის“ ძირითად თანამშრომლად, რომელშიდაც ენერგიულად მუშაობს. აქ იბეჭდება მისი წყება ლექსების: „ქარი“ - შვიდი ლექსი, „ჯონ რიდი“ - პოემა, „აღმოსავლეთი“ - პოემა, „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“ (რისთვისაც აპატიმრებენ „ჩეკაში“, მაგრამ მალე ისევე ანთავ.), „1917 წელი“ და სხვ. „მნათობის“ თანამშრომლად იგი ითვლება დღესაც. „ჯონ რიდი“ გამოდის ცალკე წიგნად...
[„ის იყო თანამშრომელი ჟურნ. „ახალი კვალის“, რომელშიდაც მოათავსა პირველი ლექსი. ჟურნ. „ფასკუნჯში“ თითქმის ყოველ ნომერში იბეჭდება მისი ლექსები. „თემში“ დაიბეჭდა მისი პოემა და ლექსები, „თეატრი და ცხოვრება“-ში იბეჭდებოდა მისი ნაწერები“.

[1950-იანი წლები]