შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 20


დავიბადე 1892 წელს, [სოფლის მასწავლებ.] [მამა იყო სოფლის მასწავლებელი; იგი] მამა [მე] არ მახსოვს, ვინაიდან იგი, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა ჩემს დაბადებამდე ორი თვით ადრე. იგი თურმე იყო იშვიათად კულტურული ადამიანი, ილია ჭავჭავაძის მაშინდელი გაზეთი „ივერია“ აღნიშნავს მამაჩემის გარდაცვალებას, როგორც კულტურულ დანაკლისს. მას დარჩა [უზარმაზარი] იშვიათი წიგნთსაცავი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მთელს ჩემს ცხოვრებაში. [ბავშობიდანვე ხარბად დავეწაფე ამ წიგნებს, ასე რომ, მე არ მახსოვს, თუ როდის დავიწყე წერა-კითხვის შესწავლა. [ახალგაზრდა დედის [თავდადებულმა მზრუნველობამ] საარაკო თავდადებამ], [ამას ზედ დაემატა] [ახალგაზრდა დედის საარაკო თავდადების წყალობით, მიუხედავათ] [აუ] [თავგადადება] [თვითგანვითარებამ უფრო მეტი მომცა ვინემ სოფლის შკოლამ, სასულიერო სასწავლებელმა, და შემდეგში ტფილისის სემინარიამ] ამ წიგნთსაცავმა და ახალგაზრდა დედის საარაკო თავდადებამ, მიუხედავად აუტანელი სიღარიბისა, მეტი მისცა პოეტს] [პოეტმა] [მე გავატარე უზრუნველი ბავშობა] ამ წიგნთსაცავმა, სოფლის შკოლამ, სასულიერო სასწავლებელმა, ტფილისის სემინარიამ და განსაკუთრებით ახალგაზრდა დედის საარაკო თავდადებამ] ამ წიგნთსაცავის წყალობით მე ყოველთვის [ბავშობიდანვე [გაცილებით] უფრო მეტი ვიცოდი, ვინემ] ვიცოდი ბევრი ისეთი რამ, რაც [ბევრ] [არ დაესიზმრებოდა] სიზმრადაც არ მოელანდებოდათ ჩემს მასწავლებლებს [ჯერ] არც სოფლის სკოლაში, არც სასულიერო სასწავლებელში, არც ტფილისის სემინარიაში... ამ [ახალგაზრდა დედის საარაკო თავდადება] [შესამჩნევად ანელებს] წიგნთსაცავში დაგროვილი იყო [უმთავრ.] ძველისძველი ხელნაწერები; [და] ნაბეჭდი წიგნები, [რაც კი დაბეჭდილა ქართულ ენაზე 1891 წლამდე] და „ცისკრიდან“ მოყოლებული თითქმის მთელი ქართული პრესა [პირველი „ცისკრიდან“ მოყოლებული 1890 წლამდე. მე  განსაკუთრებით ვეწაფებოდი  მხატვრულ ლიტერატურას].
1902 წლიდან იწყება [პირველი] სალიტერატურო ცდები, [რომელიც გრძელდება 1904, 1905] 1905-6 წწ. სწერს რევ. ლექსებს და პიესებს, რომელიც იდგმება ოჯახებში.
1908 წ. [თანამშრომლობა] პირველი ლექსები იბეჭდება რევოლიუციონურ ჟურნალში „ჩვენი კვალი“ და გაზ. „ამირანში“. [სემინარიაში ვარ] აქტიური მონაწილეობა პირველ მარქსისტულ სალიტერატურო წრეში.. რედაქტორობა არა-ლეგალური ხელნაწერი ჟურნალისა „შუქი“. ტფილისში იგი უკვე ცნობილი პოეტია. სემინარიაში.
1909 წ. [თანამშრომლობა ჟურნალებში „პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“]. [უახლოესი] თანამშრომლობა [სამ.] [პირვ.] სამხატვრო ჟურნ. „ფასკუნჯში“, აგრეთვე ჟურნალებში „პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“ და სხვ. აკტიური თანამშრომლობა მარქსისტულ სალიტერატურო წრეში. [ამ წელშივე პოეტს სურს, სისრულეში მოიყვანოს დიდი ხნის გადაწყვეტილება თვითმკვლელობის, 1910 წ. [თანამშრომლობა] წიგნად განზრახული თვითმკვლელობა] რის გამო განიცდის დევნას. განიცდის დიდს სულიერ კრიზისს, რის გამოც პოეტს სურს, სისრულეში მოიყვანოს [დიდ.] განზრახული თვითმკვლელობა. [გადაარჩინეს].
1912 წ. [სწერს] ცნობილი ლექსები: „მერი“, „მესაფლავე“, „ლურჯა ცხენები“, „მთაწმინდის მთვარე“, „ატმის ყვავილები“ და სხვ.
1913 წ.
1914 წ. გამოდის ლექსების პირველი წიგნი. 1918 წ. - მეორე.
პოეტი ისე მძლავრად განიცდიდა რეაქციის სუსხს, რომ 1907 წლიდან დაწყებული, 1917 წლამდე პოეტმა [ექვსჯერ] სამჯერ განიზრახა თვითმკვლელობა. [ერთხელ ასე] მაგალითად [1907 წელს] ერთხელ იგი გამვლელებმა [იპოვეს გრძნობა-დაკარგული, მოწამლული მორფით, და წაიყვანეს] გრძნობადაკარგული [წაიყვანეს] მიაცილეს საავადმყოფოში. მაშინდელი ერთ-ერთი ჟურნალი, (იხ. ჟურნალი [„მოწაფე“] „ახალი ტალღა“ 1909 წ. ა. მინაშვილის წერილი: თვითმკვლელობა [მოსწავლეებში]: მწუხარებით აღნიშნავს ამ ფაკტს და [დასძენს.] აღნიშნავს: [თუ რა დიდი იმედების მომცემი პოეტები] მხოლოდ 1917 წელმა სრულებით შესცვალა პოეტის [დამოკიდებულება საკუთარი ცხოვრებისად.] შეხედულება სიცოცხლისადმი. რევოლიუციის პირველ დღეებში ის მიეშურება პეტროგრადში, შედის სმოლნიში, ნახულობს ამხანაგ სტალინს, და ენერგიულად მოითხოვს მისგან [სადმე, საპასუხისმგებლო] მისთვის საყვარელ რევოლიუციონურ მუშაობაში ჩაბმას; [ამხ. სტალინი [უფრო საშიშარ] პოეტის დაჟინებულ სურვილს ასრულებს] ამხ. სტალინის [წინადადებით] თანხმობით პოეტი პროფესიონალ რევოლიუციონერებთან ერთად ემზადება გადაიგზავნოს შუა-აზიისკენ [გამგზავრებისათვის]. სადაც ეწყობოდა რევოლიუცია [უნდა]. მოულოდნელმა მძიმე ავადმყოფობამ ხელი შეუშალა პოეტს განეხორციელებინა თავისი მიზანი: შუა-აზიაში გამგზავრება.  ავადმყოფობისაგან ცოტათი გამოკეთების შემდეგ იგი ბრუნდება ისევ მოსკოვში, სადაც მუშაობს როგორც კომუნისტი, წევრი პარტიისა, [მანამდე] ამასთანავე აგროვებს დიდძალ მასალებს წიგნთსაცავისთვის, აწარმოებს...
ჯანმრთელობა მოითხოვს ისევ საქართველოში დაბრუნებას. მოსკოვის საზოგადოება პოეტს უმართავს გრანდიოზულს გამოსათხოვარს საღამოს. [და] გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ ტყვეების ეშელონთან ერთად პოეტი ბრუნდება. ეს იყო მეტად სახიფათო მოგზაურობა. ეშელონს  მოუხდა გამძაფრებული სამოქალაქო ომის მიერ გაშლილი ფრონტის ხაზით გავლა. ამ გზაზე პოეტმა დაჰკარგა ყველა ხელნაწერები, გარდა ერთი წიგნისა, რომლითაც იგი ჩამოვიდა ტფილისში. ჩამოსვლისთანავე ახალგაზრდობამ თავის დროშად გამოაცხადა პოეტი. კონსერვატორიის დარბაზში მოეწყო აგრეთვე მისი 10 წლის სალიტერატურო მუშაობის იუბილეი, ამავე ხანებში გამოვიდა მისი წიგნი „არტისტიული ყვავილები“, რომელიც გამოცემულ იქნა იმავე ახალგაზრდების მიერ.. უმთავრესად მოთავსებულია რევოლიუციამდე...
                                                                                                                                   
[1930-იანი წლები]