შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 17


ავტობიოგრაფია
ქუთაისიდან 30 ვერსის მანძილზე მდებარეობს ჩემი სამშობლო სოფელი ჭყვიში; [გარშემო] ტრიალი მინდვრებითაა [გარს] შემორტყმული, მთები ოცნებასავით შორსა სჩანან, ისე შორს, რომ როდესაც შემთხვევით იქაური ვინმე ჩამოიჭრება ბარზე, ჩვენი სოფლელები რაღაც იდუმალ მოწიწებით უყურებენ მას... სოფლის გვერდით დინჯი და აუშფოთებელი რიონი მიდის, იმის კალაპოტად სალი ქვები კი არ არის, როგორც ეს რაჭაშია, - უბრალო მიწაა, რის გამოც ეს მდინარე ხშირად იცვლის სავლელ გზას და ანადგურებს, აქცევს  სრულიად მიდამოებს.
მე არ ვიცი, საიდანაა ამ სოფელში ჩამოსახლებული ჩვენი გვარი, ის კია, რომ ბავშვობისას სიამაყით ვათვალიერებდი ჩვენს სასაფლაოს, იქ ჩემი პაპის პაპაც კი მარხია, რომელიც მღვდელი ყოფილა; ეს საგვარეულო წესი იყო ჩვენი, რომ მამაჩემამდე ყველანი მღვდლები იყვნენ. გარდა თვით მამაჩემისა, რომელსაც წილად სოფლის მასწავლებლობა ხვდა და ამ ვალდებულებაშიც მოჰკვდა, სრულიად ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე... თუ რამდენად კეთილსინდისიერად ეკიდებოდა ის თავის მოვალეობას, აქედანაცა სჩანს: მაშინ გაზეთი „ივერია“ გამოდიოდა (ჭავჭავაძის რედაკტორობით) და მე ხელში ჩამივარდა ეხლახან ერთი ნუმერი ამ გაზეთისა, სადაც ნეკროლოგით გამოთქმულია ღრმა მწუხარება ახალგაზრდა პატიოსან მუშაკის სიკვდილის გამო. [მამა] დავრჩით ობლად, მე და ჩემი უფროსი პატარა ძმა.
დაბადებული არ ვიყავ.
 
[1920-იანი წლები]