შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 13


დავიბადე 1892 წ.
ვმუშაობდი ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ბუნებით პოეტად ვრჩებოდი. ჩემი ტრიბუნა იყო პოეზია, და მე არასდროს არ დამიტოვებია ეს ტრიბუნა და არ გადამიცვლია რაიმე სხვა სამსახურზე.
1907-8 წლის ძნელი იყო გარკვევა რევოლიუციონური ცხოვრების რთულ პირობებში. პოეტისთვის ძნელი იყო, მიეცა სწორი პოლიტიკური შეფასება ყოველივე იმისთვის, რაც მაშინ ხდებოდა. მაგრამ მე ღრმად განვიცდიდი მაშინდელ ამბებს.
1898-1899.
1899-1900 - ვერ. შკ.
1900-1901 - I მ.
1901-1902 - II მოსამზ.
1902-1903 - III მოსამზ.
1903-1904 - III მოსამზ.
1904-1905 - I კლასი.
1905-1906 - II კლასი.
1906-1907 - მე-III კლ.
1907-1908 - მე-IV კლ.
1908-1910 - სემინარია.
1911. მასწავლებლობა. თანამშრომლობა პოლიტ. და პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებში. შეჯახება თ. ჟორდანიასთან. შკოლა დახურეს. მასწავლებლობას დაანებებინეს თავი. ვუბრუნდები ქუთაისს.
1912. ვთანამშრომლობ გაზეთებში. მძიმე ცხოვრების პირობები. ვიწყებ მუშაობას არალეგალურ ბოლშ. [წრეში] უჯრედში. ვბეჭდავ პროკლამაციებს - ღამით.
[1913] მსურს, გამოვსცე პირველი წიგნი. წიგნი წინასწარ ხელის მოწერით უნდა გამოსულიყო. განზრახვა წარმოუდგენელი კატასტროფით თავდება. წიგნს წინასწარ ხელი მოაწერა მხოლოდ 15 კაცმა. [მიუხედავად ამისა, მე განვაგრძობ ენერგიულად მუშაობას გაზეთებში].
1913. წიგნის გამოცემის განზრახვა მეორეჯერაც სრული ფიასკოთი დამთავრდა. გამომცემლობები როგორც ქუთაისისა, ისე ტფილისის კატეგორიულ უარს აცხადებენ ჩემი წიგნის გამოცემაზე. ეს გარემოება სულით ხორცამდე მაშფოთებს, მაგრამ მე თავს ვიჭერ და მოთმინებით ვუცდი: ვიცი გამოიდარებს.

1908. როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა რაღაც ახალი, მე მეჩვენებოდა, რომ სადღაც გაიღო კარები და მე ვიწრო და ბნელი საკანიდან ამოვედი თავისუფალ ასპარეზზე და ყველგან, სადაც კი თვალი გასწვდებოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე. ამ სულიერმა განწყობილებამ გასტანა მხოლოდ რამდენიმე დღეს: მე მოველოდი უფრო მეტს.
1911. [მომიხდა] სულ ადვილი იყო დარწმუნება, რომ მე საქმე მქონდა არა ცოცხალ, კულტურულ ადამიანებთან, არამედ უხეშ ბიუროკრატთან.

1908. [მთელი ზაფხულის განმავლობაში ენერგიულად ვემზადები ტფილისში ჩამოსასვლელად]. ტფილისში ჩამოსვლისთანავე ოცამდე [მოზრდილი] დიდი პოემით, რამდენიმე ასეული ლექსით, [რამდენიმე] რომანებით, [პროზად] დრამატიული ნაწარმოებით მიმაქვს მედგარი იერიშები ყველა რედაქციებზე. რედაქტორებისაგან ყველაზე [გულწრფელად] ამხანაგურად მებყრობა რევოლიუციონერი ლადო დარჩიაშვილი, რედაქტორი ჟურნალის „ახალი კვალი“.

1. მარიამ ორახელაშვილი. 2. დადიანი.

[1920-იანი წლები]