შუალედი - დან - მდე
 
 


ბეზენჩუკელები საქართველოში


„ბეზენჩუკელები საქართველოში“

1. თემატიური სისრულე.
მნიშვნელობა ამ [პოემის] ნაწარმოების უმთავრესად გამოიხატება იმა...
ლიტერატურული ღირებულება ამ ნაწარმოების უსათუოდ ღირსაღსანიშნავია:
[1. უბრალო სადა ენა] იგი არის უბრალო, მკითხვ. გასაგები [სადა] ენით დაწერილი, [გასაგები] მასსისათვის [ხელმის.].
მას აქვს მნიშვნელობა აგრეთვე, როგორც დოკუმენტს; აქვს მნიშვნელობა აგრეთვე, როგორც ცდას ძველი ლიტერატურული ფორმებისაგან განთავისუფლებისას. შემდეგ უნდა აღინიშნოს ავტორის გულმოდგინე შრომა (შრომა მუდამ დასაფასებელია). [უნდა] ნაწარმოებში არის მშვენიერი ადგილები. ის გარემოება, რომ ნაწარმოები ფრაგმენტებზეა აშენებული, უნდა ჩაითვალოს მიღწევად.
ფრაგმენტების [კარგად] კარგი მონტაჟი იძლევა დადებით შედეგებს. ასეთი ნაწარმოები, ჩემის აზრით, უნდა გამოიცეს ყოველთვის თავის დროზე, მომენტის შესაფერად, [ლიტერატურული ენა].
ენა [ძალზე] წმინდა ლიტერატურულია. „ახალ ეტაპზე“.
აუცილებლად ეს ნაწარმოები, რა ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მას, უნდა გამოიცეს, როგორც დოკუმენტი.
„თქვენი სტუმრობით ქართველ გლეხებში, ახალი ხანა ზეიმით იშვა -
და დიდათ ვნაღვლობ, რომ ეს [ჩვენს] დრო[ში] ჩვენში მცირე ლექსითაც არ აღინიშნა“.
უდიდესი მნიშვნელობის საქმეა;
კარგია, როდესაც პოეტი [ამახვილებს თავის შემოქმედების არეს] კვალდაკვალ მისდევს თავის დროის ყოველ ღირსშესანიშნავ ფაკტს (რამდენი ამისდა მსგავსი ფაკტებია ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, მშენებლობაში და სხვ.). [რომელიც] ეს ფაკტები არავის არ აღუნიშნავს და ამის გამოა, რომ მწერლობა სისტემატიურად ჩამორჩება ხოლმე ჩვენს თანამედროვე გიგანტიურ დროის საკითხებს.
მცირე შეცდომები მხედველობაში მისაღები არ არის (მათი გამოსწორება ყოველთვის შეიძლება). უმთავრესია [მთლიანად იდეა] აღებული ნაწარმოების იდეა.
ჩემის აზრით, ამ მხრით, ეს ნაწარმოები უსათუოდ განირჩევა...

[ამგვარად...] [აღნიშნულია...]
ფრაგმენტიზმი.
რამდენადაც ლიტერატურული მოძრაობისათვის.
[აუცილებლად...]
ეს ნაწარმოები აუცილებლად უნდა გამოიცეს, როგორც დოკუმენტი. [რა ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს] რისთვის არის იგი დოკუმენტი? მას ბევრი სხვა ღირსებები [უფო მეტი] აქვს. ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებათაგანი [ვიმეორებ, მასშია ყოველი პოეტისა] ამ ნაწარმოების არის [ყოველი] ისეთი ღისშესანიშნავი მოვლენის აღნიშვნა, როგორიც იყო ბეზენჩუკელების ჩამოსვლა [საბჭოთა საქართველოში]. უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი სრულიად აღუნიშვნელი დარჩა ჩვენს მხატვრულ ლიტერატურაში [და პოეზიაში]. სავსებით მართალია [ამ პოემის] ავტორი, [ბეზენჩუკელებისადმი მიმართვაში] როცა ამ პოემის ერთ ადგილას სწერს:
„თქვენი [ჩამოსვლა] სტუმრობით ქართველ გლეხებში, ახალი ხანა ზეიმით იშვა -
და დიდათ ვნაღვლობ, რომ ეს დრო ჩვენში მცირე ლექსითაც არ აღინიშნა"-ო.
[კარგია, როდესაც პოეტი კვალდაკვალ მისდევს თავისი დროის ყოველ...]
ნაწარმოები საყურადღებოა აგრეთვე, როგორც ცდა ძველი ლიტერატურული ფორმებისაგან განთავისუფლებისა, სწორედ ამის გამო ფრაგმენტების ახალი მონტაჟი მეტად სასურველ შედეგს [აღწევს] იძლევა: იდეური მთლიანობა [ლიტერატურული დამოუკიდებლობა] ლიტერატურულად კარგად დამუშავებული, მეტად მშვენიერი ადგილები, რომელიც მე შემხვდა ნაწარმოებთა გადათვალიერების დროს. უნდა აღინიშნოს აგრეთვე ავტორის გულმოდგინე შრომა (N. B.) [შრომა ყოველთვის...] [შრომის დაფასება უნდა იცოდეს ყველამ]. შრომას კი ღირსეული დაფასება უნდა. საერთოდ კი კარგია, როდესაც პოეტი...

1934 წელი