შუალედი - დან - მდე
 
 


ყველა სიმები


გარრის ნოველის „სიმები“-ს მთავარი გმირი ინჟინერი შმიდტი, ერთი იმათგანია, რომლებიც ფოლადის ადამიანების სახელწოდებას ატარებენ. [მათ] ცრემლების ღვრა არა სჩვევიათ. [მიუხედავად ამისა, შმიდტი,] ერთხელ მწარედ ატირდა: ვიწრო წრეში, მეგობრებში; იგი ატირდა  ადამიანური ცრემლებით; მეგობრებისათვის ეს მომენტი იმგვარად მოულოდნელი და არაჩვეულებრივი იყო, რომ რამდენიმე წამს ენა დაებათ, გაშეშდენ. [მაგრამ] შმიდტის მხრები კი კანკალებდენ, იგი უფრო და უფრო სტიროდა, ეს იყო ნამდვილი ისტერიკა. ერთი მეგობართაგანი წყალის მოსატანად გაეშურა. როდესაც [შმიდტი] დამშვიდდა და თმები გაისწორა, შმიდტმა უმწეოდ [მიმოიხედა] შეხედა ამხანაგების აღელვებულ სახეებს; [ყველამ იგრძნო] ნათელი იყო, რომ მისი ყველაზე უფრო ძლიერი ნატვრა ამ წამში ის იყო, რომ მიწა გახეთქოდა და შიგ ჩავარდნილიყო. მაგრამ ეს ნატვრა [ხომ] აუსრულებელია! ყველამ დაინახა, როგორ სტიროდა შმიდტი. ერთი იმათთაგანი, რომლებიც ფოლადის ადამიანის სახელწოდებას ატარებენ, რომლებიც თითქო არასდროს არ სტირიან.
მისი ტირილი კი საყვარელი ადამიანის დაკარგვით იყო გამოწვეული: სამი საათის წინ ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ გაჭეჭყა მოწყვეტილმა ვაგონეტკამ!
- „არა თუ ახალგაზრდობაში, - ეუბნებოდა [მეგობრებს] შმიდტი, რამდენიმე დღის შემდეგ მეგობრებს, - არა თუ მაშინ, არამედ თითქმის ეხლაცა ვსტირი, როდესაც ვკითხულობ ანდრეი ბოლკონსკის სიკვდილის შესახებ... ან ზოგიერთ ადგილებზე, მაგალითად, ტურგენევის რომანებში.. ან ბებერი ვირი, რომელსაც ჰკლავენ მოპასსანის ნოველაში; რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ ხალისიანი და სრული (насыщенный) ცხოვრებით, მაგრამ თვითეულ ჩვენთაგანს გულის სიღრმეში, სადმე შეიძლება ჰქონდეს ნალექი პირადი მწუხარების: სიყვარული, განშორება, ღალატი,  სიკვდილი მახლობლების, სიკვდილი მეგობრების, და კიდევ რამდენი რამ...“
შმიდტმა ის-ის იყო დამარხა თავისი ბედნიერება. მეგობრები სიტყვას არ უბრუნებდენ. ისინი გრძნობდენ, რომ მას ჰქონდა სიტყვის თქმის უფლება დროის შეუზღუდავად. შმიდტი კი განაგრძობდა: „მე ვკითხულობ ყველა თანამედროვე წიგნებს, რაც კი ხელთ მომხვდება, მე ვიცი ახალი სიმღერები, ახალი ლექსები.. ისინი მე მაღელვებენ... მათში იმ ბრძოლის პათოსია, რომელშიაც თვითონ ვიღებ მონაწილეობას! მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: ხელოვნება უნდა იყო ყოვლის მომცველი, უნდა [თამაშობდეს] რეკავდეს ყველა სიმებზე... ხომ არის კიდევ მინორული სიმები?.. [თუ კი ისეთი ადამიანიც კი] და აი, მე ვფიქრობ, სრულებითაც ცოდვა არ არის, თუ, ვთქვათ, ისეთ ადამიანებსაც კი, როგორიც მე ვარ, ხანდახან შეუძლია... ატირდეს წიგნზე“...

N. B. „ვეფხის ტყაოსანში“ ისეთი გმირები, როგორიცაა ავთანდილი და ტარიელი, ხშირად სტირიან.
ლერმონტოვის პეჩორინი („ფოლადის კაცი“) მწარედ სტირის ღამეში, როდესაც ცხენი წაექცევა...
და რამდენი, რამდენი...

[1930-იანი წლები]