შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ბიუროკრატიულად ნუ მივუდგებით საკითხს...


ბიუროკრატიულად ნუ მივუდგებით საკითხს: ოო, ეს ჯგუფია! ეს არ არის ჯგუფი. [ბიუროკრატიულად არც] პირიქით ფედერაცია უნდა იქნას ისეთი ორგანიზაცია.
აქ არ უნდათ, რომ მე ვიმუშავო არა? ეს არ უნდოდათ მემარჯვენეებს ამ შვიდი წლის განმავლობაში, ეს არ უნდათ მემარჯვენეებს ეხლაც. ამას გაიძახიან მემარჯვენეები ეხლაც. თუ ახალი შემადგენლობა, რომელსაც არ სურს, რომ მე ვიმუშავო, ცხადია, ერთგვარ კონტაკს იჭერს მემარჯვენეობასთან, ეს მისი იდეოლოგიური კარნახითაა, ეს არის ბლოკი. ჩემს არ ყოფნას სამდივნოში მე და ჩემთან მთელი საზოგადოებრივობა ახსნის, როგორც ერთერთ გამარჯვებას ამ ბლოკისას. არ არის კუდიკუდს გადაფსკვნილი ბლოკი, „ცალკე ერთეული“ აქ არაფერ შუაშია; ცალკე ერთეული მე არასდროს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები: პირიქით, მე ვგრძნობ ჩემს ლიტერატურულ სახეს არა ცალკე, არამედ მთელ თანამედროვე რევ. პოეზიასთან ერთად.
გენერალური ბრძოლა მოხდება დღეს;
რაშია ბოლოს და ბოლოს საქმე? სალიტერატურო გაზეთში თქვენ გინდათ, სამდივნოში თქვენ გინდათ.
მე ვამტკიცებ, რომ ეხლანდელი შემადგენლობა ისეთი შემადგენლობაა, რომლის საშუალებითაც არას გზით არ შეიძლება არავითარი ბრძოლა. ეს, ამხანაგებო, არ არის კარგი საქმე, [ეს არ არის ნამდვილი საქმე].
მე კი არა ვარ ცალკე, სწორედ ისინი არიან ცალკე, რომელთაც ეს ჰგონიათ. ცალკე „ეპოქის“, „პაციფიზმის“, მთელი რიგი ნაწარმოებისა, სულით და გულით რომ უნდოდეს, არ იქნება ცალკე. აი, ეს არის სინამდვილე და ამ სინამდვილეს უნდა  გაეწიოს თუ არა ანგარიში.
ვინც მე არ მიწევს ანგარიშს, ის არ უწევს ანგარიშს საზოგადოებრივობას. მას უნდა, მოსწყდეს ლიტერატურულ სინამდვილეს. აქ საქმე გვაქვს სინამდვილის მიჩქმალვის ცდასთან.
როგორც სჩანს, ზოგს ამხანაგს ცუდათ აქვს გაგებული ცალკე ერთეულის, მე [მაინც] არ ვიცი ...
სინამდვილე კი აი როგორია: მე ვეკუთვნი ჯგუფს, რომელმაც დააარსა მნათობი, რომელმაც გადაიტანა მთელი სიმძიმე. [ამ ჟ.] დიახ, ეს დააარსა ჯგუფმა! რატომ გინდათ, მიჩქმალოთ ეს დღესავით ნათელი ამბავი?
დავალაგოთ.

[1930 წელი]