შუალედი - დან - მდე
 
 


წინასიტყვაობა


[როდესაც ჩემი ლექსების ნაწერებიდან] ძვირფასო მკითხველებო! [დღემდე] სხვადასხვა დროს გამოცემული კრებულიდან [მე შევუდექი] ჩემი რჩეული ლექსების ამოკრების დროს [ვიგრძენი, რომ ეს, მართლაც, ძნელი საქმეა. წინ გადამეღობა ერთგვარი სიძნელე. მართლაც, რას ნიშნავს „რჩეული ლექსები“? როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ სრულიად მოულოდნელად] ვიგრძენი, რომ ასეთ შემთხვევაში მრავალ ტეხნიკურ სიძნელეთა დაძლევასთან ერთად [ასეთ შემთხვევაში] [წინ გადამეღობა] [პოეტს წინ ეღობება დილემა: როგორ უნდა შეარჩიოს მან თავისი ლექსები? ისე, რომ მართლა რჩეული გამოვიდეს? [ცხადია], ცნობილია, რომ ბევრ შემთხვევაში პოეტი ყველა თავისს ლექსს იმთავითვე]... ხომ ცნობილია, რომ თვითონ პოეტისთვის ბევრ შემთხვევაში თვითეული მისი ლექსი რჩეულია. მეორე საკითხია, თუ როგორ უნდა დაალაგოს მან ეს რჩეული ლექსები? შემეძლო მოვქცეულიყავი ასე:
პოეტმა უნდა [გამოარკვიოს] გადასწყვიტოს [შემდეგი] ორი პრინციპიალური ხასიათის მთავარი საკითხი: 1. რომელი არის მის შემოქმედებაში საუკეთესო [რჩეული] ლექსი და 2. როგორ უნდა დაალაგოს მან [ეხლა უკვე გადარჩეული] ამის შემდეგ ეს ლექსები? როგორც პირველი, ისე მეორე საკითხის გადაწყვეტა პოეტისაგან მოითხოვს დიდს [დაკვირვებასა და] სიფრთხილეს; [მით უმეტეს, რომ გზები საკითხის გადასაწყვეტად მრავალია, მით უმეტეს, რომ] პირველი საკითხის [გადაწყვეტის] გამორკვევის დროს სრულიად ადვილია მრავალი შეცდომის დაშვება, მით უმეტეს, რომ [თვითეული] ყველა, რაც კი დაუწერია ლექსი, თვითონ პოეტისათვის რჩეული [რადგან უყვარს თავისი შემოქმედება] და საყვარელია, როგორც შემოქმედება. მეორე საკითხისთვისაც  არსებობს მთელი რიგი [სისტემების] ჩვეულებათა: 1. შეიძლება გადარჩეული ლექსები [დაალაგო] დაბეჭდო სრულიად [არეულად] დაულაგებლად, როგორც მიღებულია დღემდე. 2. შეიძლება [დაბეჭდო] დაალაგო ისე, რომ უმთავრესი ყურადღება მკითხველისა მიქცეულ იქნას ავტორის შემოქმედების თანდათანობით [განვითარებაზე] ევოლიუციაზე. 3. შეიძლება უბრალო ქრონოლოგიური წესით: და მრავალი სხვა, პირადათ ჩემთვის, მართლაც, ძნელი იყო ამ წიგნისათვის ლექსები ამომერჩია ჩემს მიერ დაბეჭდილს 5.000 ლექსიდან! [ჩემს განკარგულ.] [ჩემს წინ იდო] მე ხელთა მქონდა, მრავალ ჟურნალებთან ერთად, რომლებშიაც კი ვთანამშრომლობდი, 1. წიგნი, გამოცემული 1914 წ.; 2. „Craine aux fleurs“ - გამოცემა 1918; 3. პოემა „ჯონ რიდი“; 4. „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ - 1922, 23, 24 წლებისა; 5. ჟურნალი „მნათობი“ უკანასკნელი ხუთი წლის; 6. „პოეზიის დღე“; 7. მწერალთა კავშირის გამოცემანი; 8. ლექსები, გამოცემული სახელგამის მიერ 1927 წ. და სხვ. აქ ნახსენებ გამოცემებიდან მე [ამოვიღე] შევარჩიე ლექსები წინამდებარე გამოცემისათვის. [მე შევარჩიე მხოლოდ რევოლჲუციონური ლექსები. ვფიქრობ, ასეთ [განცხადებას] ნაბიჯს არავითარი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. აგრეთვე ლექსები მხოლოდ რევოლიუციის შესახებ, რომელიც მიმაჩნდა ჩემს შემოქმედებაში საუკეთესო ლექსებად. მართალი არის ჩემს ლიტერატურულ მუშაობას არ ახასიათებს მარტო ეს მხარე, მაგრამ სხვა ხასიათის ლექსებისათვის მე შემიძლია მივუთითო მკითხველს ზემოთ დასახელებულ წიგნებზე [განსაკუთრებით უკანასკნელზე]. რაც შეეხება აქ მოთავსებული ლექსების კლასსიფიკაციას, საჭიროდ ვსცანი ისინი, დამენაწილებია [ასეთნა.] [მათი] თემების მიხედვით ჩვენი [საუკუნის] ეპოქას [თანდათანობითი] მომენტებთან ქრონოლოგიურად დაკავშირებით. წიგნი იწყება რეაქციის წლებიდან და თავდება დღევანდელი დღით: I. რეაქცია 1905 წ. შემდეგ; II. ქალაქი და სოფელი; III. მსოფლიო კაპიტ. ომი; IV. რევოლიუცია; V. სამოქალაქო ომები; VI. ლექსები შრომისა, ამშენებლობის, ინდუსტრიალური, აღმოსავლეთის, ევროპისა და VII. თანამედროვე ეპოქის ხელოვნებათა შესახებ.

გალაკტიონ ტაბიძე

ტფილისი, 1927