შუალედი - დან - მდე
 
 


* * * პოეტის ბარათაშვილის მწარე, გულსაკლავი ქვითინი...


პოეტის ბარათაშვილის მწარე, გულსაკლავი ქვითინი ის ის იყო შესწყდა. იგი ყველასათვის უცნობი და უცხო თავის უკვდავი განცდით და მზიური შემოქმედებებით ყველასათვის უცნაური თავისი საქართველოსათვის ახალი და მოულოდნელი მოტივებით, ყველასაგან დევნილი ბარათაშვილი უცხო მხარეში გარდაიცვალა და ილია ჭავჭავაძის არ იყოს, „ვინ უწყის თანა რაოდენი წარიღო ფიქრნი, რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელად ის ჩაესვენა..“ ბარათაშვილის პოეტურმა შემოქმედებამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაიმარჯვა, მაშინ, როდესაც საზოგადოდ ლიტერატურამ დაკარგული ძალა და გავლენა ისევ მოიპოვა საქართველოში... თუ როგორ ყურადღებას აქცევდენ ჩვენში მაშინდელ ლიტერატურას, ამის საუკეთესო მაგალითი ბარათაშვილია. იგი მსხვერპლი გახდა მაშინდელი [ქართული] საზოგადოებრივობის ინდიფერენტიზმის, [და] მწარე[დ], გულსაკლავი ტირილით [მისდევდა ილია ჭავჭავაძე] აღმოხდა [ამ საშვილიშვილო გოდების დროს] ილია ჭავჭავაძე, როდესაც ბარათაშვილის სიკვდილი გაიგო, მწუხარებით ქვითინებდა.. [უღვთო იყო შენი სიკვდილიო..] თითქო ილია ჭავჭავაძემ იგრძნო... ბარათაშვილი არ იყო პროფესიონალი ლიტერატორი.. ლიტერატურის პრესტიჟის ასამაღლებლად - საჭირო იყო უფრო გამბედავი, [და] მეტი ცოდნით, გამოცდილებით შეიარაღებული ახალგაზრდობა, რომელსაც ცოტათი ნიადაგიც და ასპარეზი სჭირდებოდა სამოქმედოდ - [და, აი, დაბრუნდნენ რუსეთიდან] და რომლის დროშა ხელში აიღეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. [და რომელთაც] უკანასკნელებმა წაუშლელი კვალი დააჩნიეს ქართველი ინტელიგენციის ისტორიაში. საზოგადოდ, ქართველი ინტელიგენციის ისტორია ამ ორი პიროვნების გამოსვლით იწყება. ჩვენს წინ ცოცხლად სდგას ერთი მხრით დაუღალავი მშრომელი და ძლიერი სულიერი ნების პატრონი ილია ჭავჭავაძე, მეორე მხრით დაუმონებლად ამაყი და ციური ნიჭით დაჯილდოებული, ნამდვილი პოეტი [მთელი შემოქმედებით და ენერგიით] აკაკი [წერეთელი].

[1920-იანი წლები]