შუალედი - დან - მდე
 
 


სახელგამის დირექტორს – ამხ. ვ. მგალობლიშვილს


საქართველოს სახალხო პოეტის, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის – გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


მომავალ, 1958 წელს, სრულდება 50 წელი ჩემი სალიტერატურო მუშაობისა (სამწერლო ასპარეზზე გამოვედი 1908 წელს 28 სექტემბერს, ძველი სტილით – გაზეთი „ამირანი“, 1908 წ., №19 და ჟურნ. „ახალი კვალი“, 1908 წ., 28 სექტემბერი).
საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით, გთხოვთ, გამოსცეთ ჩემი ნაწერების ერთტომეული, რომელშიდაც შევა I, II, III, IV, V, VI, VII და VIII ტომებში მოთავსებული მასალა. წიგნი მზად იქნება სულ მოკლე ხანში.

გ. ტაბიძე

1957, 23 ოქტომბერი