შუალედი - დან - მდე
 
 


* * *


1. 1954 წელს [შესრულდა] ჩემი სალიტერატურო მუშაობის 45 წლის აღსანიშნავად სახ. ოპერის თეატრში ჩატარდა დიდი საღამო ჩემის მონაწილეობით. გარდა ამისა, ჩემი მონაწილეობით ჩატარდა 30 საღამო (მათ შორის საქ. მეცნ. აკადემიაშიც) და 300 საღამო ჩემს დაუსწრებლად.
2. [ამავე] წელსვე გამოვიდა ჩემი ნაწერები სახელწოდებით „რჩეული“ რუსულ ენაზე, გამოცემული „Заря Востока“-ს მიერ. ეს წიგნი [საქ. მწერალთა კავშირს მიერ] წარდგენილ იქნა სტალინის პრემიაზე.
3. წელსვე სახელმწიფო გამომცემლობას გეგმის თანახმად გადაეცა გამოსაცემად 25 ფორმის რაოდენობით დაახლოებით 20.000 სტრიქონი.
4. მოსკოვში „გოსლიტიზდატი“ შეუდგა მუშაობას ჩემ მიერ წარდგენილი წიგნების თარგმანებზე.
5. [ამ ჟამად] ვმუშაობდი და განვაგრძობ მუშაობას IX და X ტომებზე.
6. ვბეჭდავდი ნაწერებს „კომუნისტში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „მნათობში“ და სხვ.
7. მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტს გადაეცა დასამუშავებლად ყველა ჩემი ტომები, რათა სისრულეში იქნას მოყვანილი საქ. ც.ა.კ.-ის დადგენილება ჩემი ნაწერების სრული აკადემიური გამოცემის შესახებ.

გალაკტიონ ტაბიძე

1954 წ.