შუალედი - დან - მდე
 
 


სტალინის სახელობის რაი-საბჭოს თავმჯდომარეს


საქართველოს სახალხო პოეტის, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ მარჯანიშვილის ქ. სახლში №4, მეორე სართულზე. განვიცდი დიდს სივიწროვეს, ბინის ფართობის მხრივ. ამავე დროს ქუჩის მხრიდან, ძალიან დიდი ხმაურობაა, რაც ხელს მიშლის გონებრივ მუშაობაში.
არის საშუალება ეზოს მხრიდან დახურული შუშაბანდი, სამი მეტრის სიგრძით, მეზობლის შუშაბანდამდე გაგრძელდეს და ამით საშუალება მომეცემა, გავიკეთო დერეფანში სამუშაო ადგილი.
ამიტომ გთხოვთ, დამრთოთ ნება შუშაბანდის გაგრძელებისა, რაც ტექნიკურად დასაშვებია.

გალაკტიონ ტაბიძე
1952, 7 აპრილი