შუალედი - დან - მდე
 
 


სახალხო განათლების კომისარს


სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირმა დაადგინა, გამოსცეს ყოველკვირეული სალიტერატურო ჟურნალი, რომლის მასალები წინასწარ განიხილება სათანადო ცენზურის მიერ. ჟურნალის პასუხისმგებელი რედაკტორობა მინდობილი აქვს პოეტს – გალაკტიონ ტაბიძეს. ს.ს. მწერალთა კავშირის საბჭო გთხოვთ, ნება დაგვრთოთ ჟურნალის გამოცემისა და დაბეჭდვის სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფ რომელიმე სტამბაში.

[1921]